... (H-3061), XVIII ს.

1385. რა: მოეგონის: მოყუარე: სდინდიან: ცრემლნი: მწარენი჻ ტარიელისკენ: იარნა: მან: გზანი: საწყინარენი჻ უდაბურნი: და: უგზონი: უცხონი: რამე: არენი჻ სადაცა: ნახის: დაჴოცის: ლომ: ვეფხნი: მოშამბნარენი჻

1386. ქუაბნი: გამოჩნდეს: იამა: იცნა: თუ: იგი: კლდენია჻ სადაა: ჩემი: მოყუარე: და: ვისთვის: ცრემლი: მდენია჻ ღირსვარმცა: ვნახო: პირისპირ: უამბო: რაცა: მსმენია჻ არ: მოსრულ: იყოს: რაღა: ვქნა: ცუდ: ჩემი: განავლენია჻

1387. თუ: მოსრულა: უღონიოდ: შინა: ხანსა: არ: დაზმიდა჻ მინდორს: სადმე: წავიდოდა: მჴეცისაებრ: ველთა: ვლიდა჻ სჯობს: თუ: შამბშამბ: წავიარო: იგონებდა: იხედვიდა჻ ესე: თქუა: და: მიუქცია: მინდორთაკე: წამოვიდა჻

1388. მიაცორვებს: და: იმღერის: მხიარულითა: გულითა჻ მართ: სახელდებით: უყივის: ჴმითა: მით: მხიარულითა჻ ცოტაი: წავლო: გამოჩნდა: მზე: სინათლითა: სრულითა჻ შამბისა: პირსა: ტარიელ: დგას: ჴლმითა: მომახულითა჻

1389. ტარიელს: ლომი: მოეკლა: მით: ჴმალსა: სისხლი: სცხებოდა჻ შამბისა: პირსა: ქვეითი: დგას: არა: ცხენი: ხლებოდა჻ ყივილი: ავთანდილისა: ესმოდა: ეოცებოდა჻ შეხედა: იცნა: გაიქცა: მისკენ: მირბოდა: ხლტებოდა჻

1390. ჴმალი: გასტყორცა: ტარიელ: მიმართა: მისსა: ძმობილსა჻ ყმა: ცხენისაგან: გარდიჭრა: ჰგვანდა: ეტლისა: სწრობილსა჻ მართ: ერთმანერთსა: აკოცეს: ჰგვანან: ყელ: გარდაჭდობილსა჻ ჴმა: შაქრის ფერად: გაუჴდა: ვარდსა: ხშირ ხშირად: პობილსა჻

1391. ტარიელ: მოთქვა: ტირილით: სიტყუა: ნატიფი: მჭევრები჻ სისხლისა: ღვარმან: შეღება: წითლად: გიშრისა: ტევრები჻ ალვისა: წყარო: ცრემლისა: მორწყავს: ნაკადი: ბევრები჻ რაგგან: შენ: გნახე: რა: მგამა: პატიჟი: მჭირდეს: მე: რვები჻

1392. ტარიელ: ტირის: და: ავთანდილ: სიცილით: ეუბნებოდა჻ გაღიმდის: ძოწი: გააპის: კბილთაგან: ელვა: ჰკრთებოდა჻ ეტყოდა: ვცანო: ამბავი: შენ: რომე: გიამებოდა჻ აწ: გაახლდების: ყუავილი: ვარდი: აქამდის: ჭკნებოდა჻

1393. ტარიელ: უთხრა: ჰე: ძმაო: კმა: არს: დღეს: რაცა: მსმენია჻ ყოველი: ჩემი: სალხინო: მინახავს: ნახვა: შენია჻ სხვად: ნუყოს: ღ~თნ: წამალი: არც: არა: მოგისმენია჻ კაცმანმცა: სოფელს: ვით: პოვა: რაცა: რა: საქმე: ზენია჻

1394. რა: ტარიელ: არ: შესჯერდა: ავთანდილცა: არ: დასწყნარდა჻ მის: ამბისა: დაყოვნება: ვეღარ: გასძლო: აუჩქარდა჻ გამოიღო: რიდე: მისი: ვინ: ბაგეთა: ვარდი: ვარდა჻ რა: ტარიელ: ნახა: იცნა: გამოუღო: შემოვარდა჻

1395. წიგნი: და: კიდე: რიდისა: იცნა: და: გაცაშალა: მან჻ პირსა: დაიდვა: დაეცა: ვარდმან: ფერითა: მკრთალამან჻ სულნი: გაექცნეს: მოდრიკნა: თავი: გიშრისა: ტალამან჻ მისნი: ვერ: გასძლნეს: პატიჟნი: ვერ: კაენ: ვერცა: სალამან჻

1396. ავთანდილ: უჭურეტს: ტარიელს: უსულო: ქვე: მდებარესა჻ შეჰფრინდა: შველად: მიმართა: მას: ტკბილად: მოუბარესა჻ ვერა: ვერ: არგო: დამწვარსა: სრულად: ცეცხლ: ნადებარესა჻ მისთა: ნიშანთა: სიცოცხლე: მათ: მისი: მიაბარესა჻

1397. ავთანდილ: დაჯდა: ტირილად: ტირს: ჴმითა: შვენიერითა჻ ყორანსა: გაგლეჯს: ხშირ ხშირად: აფრთხობს: ბროლისა: ჭერითა჻ გახეთქა: ლალი: გათლილი: ანდამატისა: კვერითა჻ მუნით: წყარონი: გამოჰჴდეს: ძოწსა: ვამგზავსე: ფერითა჻

1398. პირსა: იხოკს: ღაწუთა: სისხლი: ჩასდიოდა: მისსა: მჭურეტსა჻ რაცა: ვჰქენო: არ: უქნია: არცა: შმაგსა: არცა: რეტსა჻ წყალი: სწრაფით: რას: დავასხი: ცეცხლსა: ძნელად: დასაშრეტსა჻ ჩქარად: ეცეს: ვერ: გაუძლებს: გული: ლხინსა: მეტის: მეტსა჻

1399. მე: მოვჰკალ: ჩემი: მოყუარე: რა: მმართებს: გაწბილებულსა჻ თავსა: ვაბრალობ: საქმესა: არ: დასმით: გაგონებულსა჻ ცრუ: კაცი: კარგად: ვერა: იქს: საქმესა: გაძნელებულსა჻ თქმულა: სიწყნარე: გმობილი: სჯობს: სიჩქარესა: ქებულსა჻

1400. უცნობო: ქმნილი: ტარიელ: ძეს: მგზავსად: ნატუსალისად჻ ავთანდილ: ადგა: გამოვლნა: შამბნი: საძებრად: წყალისად჻ მან: პოვა: სისხლი: ლომისა: მოაქუს: სავსებლად: ალისად჻ მკერდსა: დაასხა: გავეჴდა: ლაჟვარდი: ფერად: ლალისად჻

1401. ავთანდილ: მკერდსა: დაასხა: მას: ლომსა: სისხლი: ლომისა჻ ტარიელ: შეკრთა: შეიძრა: რაზმი ინდოთა: ტომისა჻ თვალნი: აახუნა: მიეცა: ძალი: ზე: წამოჯდომისა჻ ლურჯად: ჩანს: შუქი: მთვარისა: მზისგან: შუქ: ნაკრთომისა჻

1402. ზამთარი: ვარდთა: დააზრობს: ფურცელნი: ჩამოსცვივიან჻ ზაფხულის: მზისა: სიახლე: დასწვავს: გვალვასა: ჩივიან჻ მაგრა: მაზედან: ბულბულნი: ტურფასა: ჴმასა: ყივიან჻ სიცხე: სწვავს: ყინვა: დააზრობს: წყლულნი: ორჯელვე: სტკივიან჻

1403. აგრევე: გული: კაცისა: მოსაგვარებლად: ძნელია჻ ჭირსა: და: ლხინსა: ორზედვე: ზედა: მართ: ვითა: ხელია჻ მიწყივ: წყლულდების: საწუთრო: მისი: აროდეს: მრთელია჻ იგი: მიენდოს: სოფელსა: ვინცა: თავისი: მტერია჻

1404. ტარიელ: ნახა: ნაწერი: კულავცა: მკულელისა: მისისა჻ იკითხავს: თუცა: აშეთებს: კითხვა: წიგნისა: მისისა჻ დაუყუის: ცრემლმან: სინათლე: ბნელად: ჩანს: შუქი: დღისისა჻ ავთანდილ: ადგა: დაუწყო: თხრობა: სიტყუისა: მქისისა჻