... (Q-1335), XVIII ს.

1390. მონასა ჰკითხა მიამბე ვინ არის ჩემი მძებნელი ანუ ვინ მიცის ცოცხალი მიწათა ზედან მტკეპნელი მან მოახსენა ვიკადრებ რასაც ოდენ ვარ მცნებელი რა წამოსრულხარ მას აქათ შენგან ჩუენია მზე ბნელი

1391. ფატმანის გული მას აქათ ლახუართა შენახევია მას რომე ცრემლი სდიოდეს ზღუათაცა შენართევია მე ერთხელ შენი ამბავი მისთუის კულაც მიმირთმევია ღ~თსა ვიმოწმებ მას აქათ ტირილი არ დამლევია

1392. აწ ვინმე მოყმე მოვიდა შუენიერითა პირითა მან უთხრა წურილად ყუელაი თქუენ ხართ რათაცა ჭირითა იგია შენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა მე გამომგზავნეს დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ჴშირითა

1393. ქალმან უთხრა მემართლების ყმაო შენი ნაუბარი ფატმან ჩემი არ იცოდა ვიყავ ვისი წანაგუარი უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი მე მიუწერ შენცა ჰკადრე ვარ ვითამცა გულ მდუღარი

წიგნი ნესტანდარეჯანისა ფატმან ხათუნთან მიწერა

1394. პირმზე ვსწერ აჰა ხათუნო დედისა მჯობო დედაო მისგან ტყუე ქმნილსა სოფელმან რა მიყო ამას ხედაო მე გლახ მათ ჩემთა პატიჯთა სხუაცა დამერთო ზედაო აწ ვნახე შენი უსტარი მე დიდად მეიმედაო

1395. შენ ორთა დამჴსენ გრძნეულთა გამიადვილე ჭირები აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები ერთსა მცავს ერთი სამეფო ბევრჯელ ათასი გმირები ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები

1396. სხუად ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე ქაჯთა მეფე არ მოსრულა არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე მაგრამ სპანი უთუალავნი მცვენ და მათი სიალფერე რასა ჰქუიან ძებნა ჩემი არ ეგების დაიჯერე

1397. ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა ცუდ მაშურალია იჭირვის იწვის ენთების ჩემი ჰსწუავს ცეცხლებრ ალია მაგრა მას ვჰნატრი უნახავს მზე ამად არ დამზრალია უმისოდ ჩემი სიცოცხლე ვაიმე რა დიდი ბრალია

1398. შენ ამბავი არ გიამბე მაშინ ამად დაგიმალე ვერ იტყოდა ენა ჩემი თავი ჭირთა გავაკრძალე გეხუეწები საყუარელსა შემახუეწე შემიბრალე ნუ წამოვა ძებნად ჩემად მიუწერე შეცასთუალე

1399. მე რომ მჭირს კმარის ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა მას მკუდარსა ვნახავ მოვკუდები მე სიკუდილითა ორითა ვერას ვინ მარგებს დასტურად ვიცი არ რამე ჭორითა არ დაგმორჩილდეს დამქოლე შავისა ქუისა ყორითა

1400. გეთქუა ნიშნისა გაგზავნა აწ ესე განამჟღავნია მისეულთავე რიდეთა ნაკუეთი გამიგზავნია ესენი ჩემთუის მის გამო ტურფანი სანახავნია თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი

1401. აწ საყუარელსა მიუწერს გულ ამოსკუნილი მტირალი მისმანვე ცრემლმან დაუვსის ვის ედებოდის ვის ალი დაწერა წიგნი მსმენელთა გულისა გასაგუმირალი ვარდი გააპის გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭუირავი

1402. ჰე ჩემო ესე უსტარი არს ჩემგან მონაღუაწები ტანი კალმად მაქუს კალამი ნაღველსა ამონაწები მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები გულო შავგულო დაბმულხარ ნუ აიჴსნები აწ ები

1403. ხედავცა ჩემო სოფელი რათა საქმეთა მქნელია რაზომცა ჰნათობს სინათლე ჩემთუის ეგრეცა ბნელია ბრძენნი იცნობენ სწუნობენ მით მათგან საწუნელია უშენოდ ჩემი სიცოცხლე ვა მე რა დიდი ძნელია

1404. ხედავ ჩემო ვით გაგუყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან ნეტარ რა ქნას უშენომან გულმან შენგან დალახრულმან გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან

1405. შენმან მზემან აქანამდის შენ ცოცხალი არ მეგონე ჩემი მეთქუა გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე აწ რა მესმა შემოქმედი ვადიდე და ღ~თსა ჰმონე ჩემი ყუელა აქამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე

1406. შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად მომიგონებდი გახსოვდე მე შენთუის დაკარგულისად ვზი მზრდელად სიყუარულისა მის ჩემგან დანერგულისად

1407. სხუად ჩემო ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების ენა დაშურების მოსმენით არ ვისგან დაიჯერების ფატმან წამგუარა გრძნეულთა ღ~თიმცა მას ეტერების აწ კვლა ქნა იგი სოფელმან რაცა მას შეეფერების