... (S-4988), XVII-XVIII სს.

1376. ქალმან჻ უთხრა჻ მემართლების჻ ყმაო჻ შენი჻ ნაუბარი: ფატმან჻ ჩემი჻ არ჻ იცოდა჻ ვიყავ჻ ვისი჻ წანაგვარი: უღონიოდ჻ არის჻ სადმე჻ ჩემი჻ ცეცხლთა჻ მამდებარი: მე჻ მიუწერ჻ შენცა჻ ჰკადრე჻ ვარ჻ ვითამცა჻ გულმდუღარი:

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთან მიწერილი:

1377. პირმზე჻ ვჰწერ჻ აჰა჻ ხათუნო჻ დედისა჻ მჯობო჻ დედაო: მისგან჻ ტყვექმნილსა჻ სოფელმან჻ რა჻ მიყო჻ ამას჻ ხედაო: მე჻ გლახ჻ მათ჻ ჩემთა჻ პატიჯთა჻ სხვაცა჻ დამერთო჻ ზედაო: აწ჻ ვნახე჻ შენი჻ უსტარი჻ მე჻ დიდად჻ მეიმედაო:

1378. შენ჻ ორთა჻ დამხსენ჻ გრძნეულთა჻ გამიადვილე჻ ჭირები: აწ჻ აქა჻ სრულთა჻ ქაჯთაგან჻ ვარ჻ ასრე჻ დანამჭირები: ერთსა჻ მცავს჻ ერთი჻ სამეფო჻ ბევრჯელ჻ ათასი჻ გმირები: ავად჻ მამიჴდა჻ თათბირი჻ და჻ ჩემი჻ დანაპირები:

1379. სხვა჻ ამბავი჻ აქაური჻ მეტი჻ რამცა჻ მოგიწერე: ქაჯთა჻ მეფე჻ არ჻ მოსრულა჻ არცა჻ მოვლენ჻ ქაჯნი჻ ჯერე: მაგრამ჻ სპანი჻ უთვალავნი჻ მცვენ჻ და჻ მათი჻ სიალფერე: რასა჻ ჰქუიან჻ ძებნა჻ ჩემი჻ არ჻ ეგების჻ დაიჯერე:

1380. ვინცაღა჻ ჩემი჻ მძებნელი჻ მოსრულა჻ ცუდ჻ მაშურალია: იჭირვის჻ იწვის჻ ენთების჻ ჩემი჻ სწვავს჻ ცეცხლებრ჻ ალია: მაგრა჻ მას჻ ვნატრი჻ უნახავს჻ მზე჻ ამად჻ არ჻ დამზრალია: უმისოდ჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ვაიმე჻ რა჻ დიდი჻ ბრალია:

1381. შენ჻ ამბავი჻ არ჻ გიამბე჻ მაშინ჻ ამად჻ დაგიმალე: ვერ჻ იტყოდა჻ ენა჻ ჩემი჻ თავი჻ ჭირთა჻ გავაკრძალე: გეხვეწები჻ საყუარელსა჻ შემახვეწე჻ შემიბრალე: ნუ჻ წამოვა჻ ძებნად჻ ჩემად჻ მიუწერე჻ შეცასთვალე:

1382. მე჻ რომ჻ მჭირს჻ კმარის჻ ნუ჻ მომკლავს჻ ამისითავე჻ სწორითა: მას჻ მკუდარსა჻ ვნახავ჻ მოვკუდები჻ მე჻ სიკუდილითა჻ ორითა: ვერას჻ ვინ჻ მარგებს჻ დასტურად჻ ვიცი჻ არ჻ რამე჻ ჭორითა: არ჻ დაგმორჩილდეს჻ დამქოლე჻ შავისა჻ ქვისა჻ ყორითა:

1383. გეთქვა჻ ნიშნისა჻ გაგზავნა჻ აწ჻ ესე჻ განამჟღავნია: მისეულთავე჻ რიდეთა჻ ნაკვეთი჻ გამიგზავნია: ესენი჻ ჩემთუის჻ მის჻ გამო჻ ტურფანი჻ სანახავნია: თუმცა჻ თუ჻ ფერად჻ ბედისა჻ ჩემისა჻ მსგავსად჻ შავნია:

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელთან მიწერილი:

1384. აწ჻ საყვარელსა჻ მიუწერს჻ გულამოსკუნილი჻ მტირალი: მისმანვე჻ ცრემლმან჻ დაუვსის჻ ვის჻ ედებოდა჻ ვის჻ ალი: დაწერა჻ წიგნი჻ მსმენელთა჻ გულისა჻ გასაგმირალი: ვარდი჻ გააპის჻ გამოჩნდის჻ მუნ჻ ბროლი჻ გამომჭვირვალი:

1385. ჰე჻ ჩემო჻ ესე჻ უსტარი჻ არს჻ ჩემგან჻ მონაღუაწები: ტანი჻ კალმად჻ მაქუს჻ კალამი჻ ნაღველსა჻ ამონაწები: მე჻ გული჻ შენი჻ ქაღალდად჻ გულსავე჻ ჩემსა჻ ვაწები: გულო჻ შავგულო჻ დაბმულხარ჻ ნუ჻ აეჴსნები჻ აწ჻ ები:

1386. ხედავცა჻ ჩემო჻ სოფელი჻ რათა჻ საქმეთა჻ მქმნელია: რაზომცა჻ ნათობს჻ სინათლე჻ ჩემთუის჻ ეგრეცა჻ ბნელია: ბრძენნი჻ იცნობენ჻ სწუნობენ჻ მით჻ მათგან჻ საწუნელია: უშენოდ჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ვაიმე჻ რა჻ დიდი჻ ძნელია:

1387. ხედავ჻ ჩემო჻ ვით჻ გაგუყარნა჻ სოფელმან჻ და჻ ჟამმან჻ კრულმან: ვეღარ჻ გნახე჻ საყუარელი჻ მხიარული჻ მხიარულმან: ნეტარ჻ რა჻ ქნას჻ უშენომან჻ გულმან჻ შენგან჻ დალახრულმან: გაგიცხადა჻ დამალული჻ გონებამან჻ დაფარულმან:

1388. შენმან჻ მზემან჻ აქანამდის჻ შენ჻ ცოცხალ჻ არ჻ მეგონე: ჩემი჻ მეთქუა჻ გარდასრულდა჻ სიცოცხლე჻ და჻ ყოვლი჻ ღონე: აწ჻ რა჻ მესმა჻ შემოქმედი჻ ვადიდე჻ და჻ ღმერთსა჻ ჰმონე: ჩემი჻ ყუელა჻ აქანამდი჻ ჭირი჻ ლხინსა჻ შევაწონე:

1389. შენი჻ სიცოცხლე჻ მეყოფის჻ ჩემად჻ იმედად჻ გულისად: გულისა჻ ერთობ჻ წყლულისა჻ და჻ ასრე჻ დადაგულისად: მომიგონებდი჻ გახსოვდე჻ მე჻ შენთვის჻ დაკარგული჻ სად: ვზი჻ მზრდელად჻ სიყუარულისა჻ მის჻ ჩემგან჻ დანერგულისად:

1390. სხვად჻ ჩემო჻ ჩემი჻ ამბავი჻ ჩემგან჻ არ჻ მოგეწერების: ენა჻ დაშურების჻ მოსმენით჻ არვისგან჻ დაიჯერების: ფატმან჻ წამგვარა჻ გრძნეულთა჻ ღმერთიმცა჻ მას჻ ეტერების: აწ჻ კულავ჻ ქნა჻ იგი჻ სოფელმან჻ რაცა჻ მას჻ შეეფერების:

1391. აწ჻ სოფელმან჻ უარესი჻ ჭირი჻ ჭირსა჻ დამისართა: არ჻ დასჯერდა჻ ბედი჻ ჩემი჻ მას჻ პატიჟთა჻ მრავალ჻ გვართა: კულაცა჻ მიმცა჻ შესაპყრობლად჻ ქაჯთა჻ ძნელად჻ საომართა: ბედმან჻ გვიყო჻ ყუელაკაი჻ ჩემო჻ რაცა჻ დაგვემართა:

1392. ციხეს჻ ვზი჻ ეგზომ჻ მაღალსა჻ თუალნი჻ ძლივ჻ გარდასწუდებიან: გზა჻ გვირაბითა჻ შემოვა჻ მცველნი჻ მუნ჻ ზედა჻ დგებიან: დღისით჻ და჻ ღამით჻ მოყმენი჻ ნობათსა჻ არ჻ დასცდებიან: მათთა჻ შემბმელთა჻ დაჰჴოცენ჻ მართ჻ ცეცხლად჻ მოედებიან:

1393. ნუთუ჻ ესენი჻ გეგონნეს჻ სხვათა჻ მებრძოლთა჻ წესითა: ნუცა჻ მე჻ მომკლავ჻ ჭირითა჻ ამისგან჻ უარესითა: შენ჻ მკუდარსა჻ გნახავ჻ დავიწვი჻ ვითა჻ აბედი჻ კვესითა: მოგშორდი჻ დამთმე჻ გულითა჻ კლდისაცა჻ უმაგრესითა: