..., 1860 წ.

1375. გგონივარ ვინმე ვაჭარი. პატრონი ქარავანისა მე ვარ სპასპეტი მაღლისა. მეფისა როსტევანისა თავადი სპისა მიდიდისა. მათისა შესაგვანისა და მაქვს პატრონობა მრავალი. საჭურჭლე ზარ დახშანისა.

1376. შენ გიცი კარგი მოყვარე. ერთგული მისანდობელი მათ უზის ერთი ასული. მზე ჴმელთა მანათობელი იგია ჩემი დამწველი. და ჩემი დამანდობელი და მან გამომგზავნა დავაგდე. პატრონი მათი მშობელი.

1377. რომე შენ ქალი გყოლია. მე ძებნად მისვე ქალისა მივლია ყოვლი ქვეყანა. მზისა მის მონაცვალისა მისთვის გაჭრილი მინახავს. წევს ლომი ფერ ნამკრთალისა და გამცუდებელი თავისა. მის გულისა და ძალისა.

1378. ავთანდილ ფატმანს ყოველი. უთხრა ამბავი თავისა ამბავი ტარიელისა. შემოსა ვეფხვის ტყავისა უბრძანა შენ ხარ წამალი. ჯერ შენგან უნახავისა და ღონე წამლისა ჴშირისა. ჯერ ყორნის ფერთა ნაფუშავისა.

1379. მოდი და ფატმან მეწი[ა]ვე. ვეცადნეთ მათსა რგებასა უშველოთ იგი მნათობნი. ნუ თუ მიეცნენ შვებასა ვინცა სცნობს კაცი ყოველი. ჩვენსა დაიწყებ ქვებასა და ნუ თუ კვლავ მიხვდენ მნათობნი. ერთმა ნერთისა ხლებასა.

1380. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ. იგივე მონა გრძნეული ქალსა ვაცნობოთ ყოველი. ამბავი ჩვენგან ცნეული მანცა გვაცნობოს მართალი. ვქნათ მისი გამორჩეული.

1381. ფატმან თქვა ღ~თსა დიდება. საქმენი მომჴუდეს მორანი დღეს რომე მესმა ამბავი. უკვდავებისა სწორანი მოგვარა მონა გრძნეული. შავი მართ ვითა ყორანი და უბრძანა ქაჯეთს გაგზავნა. წა გზანი გისხენ შორანი.

1382. აწ გამოჩნდების საჴრმობა. შენ ჩემთვის შენის გრძნებისა ფიცხლავ დამივსევ საჴმილი. შენ ჩემი ცეცხლთა დებისა მას მზესა კადრეს მიზეზი. მისისა განკურნებისა და მან უთხრა ხვალე მოგვართვა. ყოვლი ამბავი ნებისა.

წიგნი ნესტან დაერჯანისა თანა ფატმანისა, ქაჯეთს მიწერილი.

1383. ფატმან სწერს აჰა მნათობო. სოფლისა მზეო ზენაო შენთა შორს მყოფთა ყოველთა. დამწველო ამაზრზენა.ო სიტყვა მჭევრო და წყლიანო. ტურფაო ლამაზ ენაო და ბროლო და ლალო ორთავე. კვლავ ერთგან შენათხზენაო.

1384. თუცა თუ შენი ამბავი. შენ არა მამის მენიე მე ეგრეცა ვსცან ამბავი. მით გულსა მოვალხენიე შენთვის ჴელ ქმნილსა ტარიელს. ამბითა მოალხენიე და ორნივე მიჴვიდეთ. წადილსა. იგი ვარდობდეს შენიე.

1385. მოარულა შენად საძებრად. მისი ძმად შე ფიცებული ავთანდილ მოყმე არაბი. არაბეთ შიგან ქებული სპას პეტი როსტან მეფისა. ვერ ვისგან დაწუნებული და შენ სწერდი შენსა ამბავსა. ლაღი ბრძნად გაგონებული.

1386. ჩვენ ამისთვის ესე მონა. გამოვგზავნეთ თქვენსა წინა ვსცანთ ამბავი ქაჯეთილისა. მოსულამცა ქაჯნი შინა მანდაურთა მეომართა. ანგარიში წურილად გვინა და ვინ არიან მცველნი შენნი. ან თავადნი მათნი ვინა.

1387. რაცა იცი მანდაური. მოგვიწერე გაამჟღავნე მერმე შენსა საყვარელსა. ნიშანი რომ გაუგზავნე შენი ყველა აქანამდის. ჭირი ლხინსა გაათავნე და ღ~თსა უნდეს მოყვარენი. შესაფერნი შეგაზავნე.

1388. წადი უსტარო ისწრაფე. თუ მუხლი გქონდეს მალები დაგნატრი მიხვალ დაგვხვდება. ბროლი ლალი და სათები ბედით შენ სჯობ ხარ უსტარო. გნახვენ დამწველის თვალები და შენს უკან ჩემი სიცოცხლე. თუ გესმის არ გებრალები.

1389. ფატმან მისცა დაწერილი. მას გრძნეულსა ჴელოსანსა ესე წიგნი მიართვიო. ქალსა მზისა დასაგვანსა მან გრძეულმან მოლი რამე. წამოისხა ზედა ტანსა და მასვე წამსა გარდიკარგა. გარდაფრინდა ბანის ბანსა.

1390. წავიდა ვითა ისარი. კაცისა მშვილდ ფიცხელისა რა ქაჯეთსა შეხდა ქნილ იყო. ოდენ ბინდ, ბანდი ბნელისა უჩინოდ შევლო სიმრავლე. მოყმისა კართა მცველისა და მას მზესა ჰკადრა სალამი. მისისა სასურველისა.

1391. ციხისა კარნი დახშულნი. შევლო მათვითა ღიანი შევიდა ზანგი პირ შავი. თმა გრძელი ტან ნაბდიანი იგი მზე დაჰკრთა ეგონა. სამოსი რამე ზიანი და შესცვალა ვარდი ზაფრანად. ლაჟვარდის ფერი ზიანი.

1392. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ. ანუ აგრე ვით დაბნდები მე ვარ მონა ფატმანისა. თქვენს წინაშე ნამგზავრები ამან წიგნმან გამამართლოს. არ ტყუილად გეუბნები და მზისა შუქი მოიცადე. ვარდო ადრე ნუ დასჭკნები.

1393. პირ მზეო არსთა მზე ხარ. ქვეყანისა არეული ბროლ ბალახში ძოწ გიშერი. პირ გავსილი მთვარეული ალვის ნორჩი ცისკრის ვარდი. მუშკ სურნელი ამბრეული. და ნუ დასჭკნები წამ ერთი მოვა. ღ~თის წყალობა ადრეული.