... (H-66), 1832 წ.

1367. იგინიცა დაემოწმნეს: ამა მისა ნაუბარსა მუნ დააგდეს ქალი ასმათ: ფრიდონ მისცემს საჩუქარსა თვით სამასსა ცხენოსანსა: წაიტანდეს გმირთა დარსა ბოლოდ ღ~თი გაუმარჯვებს: ყოვლსა პირველ შენაზარსა

1368. ზღვა გაიარეს სამთავე: ერთგან ძმად შეფიცებულთა ფრიდონ გზა იცის იარეს: დღისით და ღამით რებულთა ფრიდონ თქვა ვახლავთ არეთა: ჩვენ ქაჯეთს მიახლებულთა აქათგან ღამით ვლა გვინდა: მით არას გამჟღავნებულთა

1369. ამა ფრიდონის თათბირთა: სამნივე ერთგან ზმიდიან რა გაუთენდის დადგიან: და ღამით ფიცხლა ვლიდიან მივიდეს აჩნდა ქალაქი: მცველთა ვერ დასთვალვიდიან გარე კლდე იყო გუშაგთა: ხმა ჯარვით გაადიდიან

1370. გვირაბის კარსა ჭაბუკი: ათი ათასი მცველია მათ ლომთა ნახეს ქალაქი: მთვარე დგას მუნ ნათელია თქვეს ვითათბიროთ ვითა ვთქვათ: აწ გამორჩევა ძნელია ასი ათასსა აჯობებს: თუ გამორჩევით მქმნელია

თათბირი ნურადინ ფრიდონისა ქაჯეთის ციხეს რომ მოადგნენ჻

1371. ფრიდონ თქვა ვიტყვი სიტყვასა: ვეჭვ ჩემი არ დამცდარია ჩვენ ცოტანი ვართ ქალაქი: დიდთაგან საომარია პირისპირ ომი არ ძალ გვაქვს: არ ჟამი საკვეხარია ათას წელ ვერსით შევუვალთ: თუ ზედ დაგვიხშან კარია

1372. ჩემსა სიმცროსსა გამზრდელნი: სამუშაითოდ მზრდიდიან მასწავლნეს მათი საქმენი: მახტუნებდიან მწვრთიდიან ასრე გავიდა საბელსა: რომ თვალნი ვერ მამკიდიან ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი: იგიცა ინატრიდიან

1373. აწ ვინცა იცით უკეთე: შეტყორცა საგდებელისა მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ: წვერი საბლისა გრძელისა მას ზედა გავლა ადვილად: მიჩანს მართ ვითა ველისა თქვენ ჭირად გიყო შიგანთა: პოვნა კაცისა მრთელისა

1374. აბჯრითა გავლა არად მჩანს: ჭირად გატანა ფარისა შიგან ჩავხტები კისკასად: ვეცემი მსგავსად ქარისა ლაშქართა დავხოც გავახვამ: ნახოთ გაღება კარისა თქვენცა მუნ მოდით სადაცა: გესმას ზრიალი ზარისა

თათბირი ავთანდილისა ქაჯეთის ციხის შეპარვით შესვლისა და აღებისა჻

1375. ავთანდილ უთხრა ჱე ფრიდონ: მოყვასნი ვერ გიჩივიან ლომთა მკლავთაგან იმედი: გაქვ არა წყლულნი გტკივიან სთათბირობ ძნელთა თათბირთა: მტერთა ივაგლახივიან მაგრა თუ გესმის გუშაგნი: რა ახლო ახლო ყივიან

1376. რა გახვიოდე გუშაგთა: ესმას აბჯრისა ჩხერება გიგრძნობენ თოკსა მოჰკვეთენ: ამისი ხამს დაჯერება წაგიხდეს ცუდად ყველაი: დაგრჩეს ცუდიღა ფერება ეგე თათბირი არ ვარგა: სხვაებრ ვქნათ თავის ტერება

1377. სჯობს დადეგით დამალულნი: თქვენ ადგილსა იდუმალსა ისი კაცნი არ იჭირვენ: მგზავრსა ქალაქს შემავალსა სავაჭროდა შევეკაზმი: ვიქ საქმესა მე მუხთალსა ერთსა ჯორსა გარდავკიდებ: მუზარადსა ჯაჭვსა ხრმალსა

1378. სამთავე შესულა არ ვარგა: თუ გვიგრძნან არს სათუები მე მარტო შევალ ვაჭრულად: და კარგად შევეტყუები მალვით ჩავიცვამ აბჯარსა: გავჩნდები გავეცრუები ღ ~თნ ქნას უხვად ვადინო: შიგნით სისხლისა რუები

1379. შიგნითა მცველთა მოვიცლი: მე უნახავად ჭირისა თქვენ გარეთ კართა ეცენით: ყოველნი მგზავსად გმირისა კლიტეთა დავლეწ გავახვამ: ნახოთ გაება კარისა თუ რა სხვა გვიჯბს თქვენ ბრძანეთ: ვარ მრჩევლად ამა პირისა

sათბირი ტარიელისა სამთაგანვე ციხის შეხდომა და აღება჻

1380. ტარიელ უთხრა მე თქვენი: ვსცან გმირთა მეტი გმირობა თქვენსა ძალგულსა თქვენივე: გავს თათბირობა პირობა ვიცი გწადს ომი ფიცხელი: არ ცუდი ჴრმალთა ღირობა კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს: რა ომმან ქნას გაჭირობა

1381. მაგრა იყვენით ჩემთვისცა: საქმისა რასმე რჩევითა ჴმა ესმას ჩემსა ჴელ მქმნელსა: ზედა გარდმოდგეს მზე ვითა თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი: უომრად მნახოს მე ვითა ესე მე დამსურის ნუ უბნობთ: სიტყვითა თქვენ სათნევითა

1382. მაგა თათბირსა ესე სჯობს: ვჰქნათ ჩემი მონახსენები გავიყოთ კაცი ას ასი: რა ღამე ჩნდეს ნათენები სამთავე სამგნით მივმართოთ: ფიცხლად დავსლიტოთ ცხენები მოგვეგებვიან ვემცრობით: ჩვენ ჴრმალსა მივსცემთ მძლედ ნები

1383. ფიცხლად შევებნეთ შევსჯარნეთ: ვერ მოგვასწრებენ კარებსა სამთაგან ერთი შეუვალთ: სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა მან ერთმან შიგნით შიგანი: მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა ჴელი კვლა ვხადოთ აბჯარსა: მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა