... (H-3061), XVIII ს.

1367. ხათუნმან: უთხრა: ჰე: ლომო: ცეცხლი: აწ: უფრო: ცხელდების჻ მოეშორვების: ნათელსა: გული: ამისთვის: ბნელდების჻ ისწრაფე: ჩემი: ნუ: გაგვა: ხელი: ეგრეცა: ხელდების჻ თუ: ქაჯნი: მოგესწრებიან: მუნ: მისულა: გაგიძნელდების჻

1368. ყმამან: ფრიდონის: მონანი: უჴმნა: მასთანა: ხლებულნი჻ უბრძანა: მკუდარნი: აქამდის: აწყა: ვართ: დაცოცხლებულნი჻ რაცა: გვინდოდა: მისითა: სმენითა: გახარებულნი჻ ჩვენთა: მტერთანი: გიჩვენენ: წყლულნი: მით: ვაგლახებულნი჻

1369. მიდით: და: ფრიდონს: უამბეთ: ამბავი: არ: ნაცქაფევი჻ მე: ვერა: ვნახავ: ვისწრაფი: გზა: ჩემი: არს: ნასწრაფევი჻ მან: გააჴაფოს: ჴმა: ჴაფი: კულავ: უფრო: გასაჴაფევი჻ თქუენ: მოგცე: ლარი: ყუელაი: მე: ჩემი: ნაალაფევი჻

1370. ჩემსა: ზედა: დიდი: არის: ვალი: თქუენგან: დანადები჻ მადლსა: სხვაებრ: გარდავიჴდი: თუღა: ფრიდონს: შევეყრები჻ აწ: წაიღეთ: ყუელაკაი: მეკობრეთა: წანაღები჻ ამისმეტსა: ვერას: მოგცემ: ვიცი: ამად: გეძუნწები჻

1371. სახლი: არ: მახლავს: არ: ძალ: მაქუს: გაცემა: საბოძვარისა჻ მისცა: მართ: სავსე: ხომალდი: რიცხვი: ტურფათა: ლარისა჻ უბრძანა: წადით: წაიღეთ: გზა: წავლეთ: მისვე: არისა჻ ფრიდონს: მიართვით: უსტარი: ჩემგან: ძმად საფიცარისა჻

წიგნი ავთანდილისა ფრიდონთან მიწერილი჻

1372. დაწერა: ფრიდონ: მაღალო: სვე სრულო: მეფეთ მეფეო჻ ლომისა: მგზავსად: ძალ: გულად: მზეო: შუქ მოიეფეო჻ მოვლენილო: და: მორჭმულო: მტერთა: სისხლისა: მჩქეფეო჻ უმცროსმა: ძმამან: შორ: შორსო: სალამი: დავიყეფეო჻

1373. ჭირნი: ვნახენ: და: მოცამხუდა: ნაცვალი: ჭირთ: ნახულისა჻ კარგა: მოჴდომა: საქმისა: ჩემისა: გაზრახულისა჻ მიცნია: მართლად: ამბავი: პირისა: მზედ: სახულისა჻ დამარჩენელი: ლომისა: მის: ქვესკნელ: დამარხულისა჻

1374. იგი: მზე: ქაჯთა: მეფეს: ჰყავს: და: ქაჯეთს: პატიმარია჻ მუნ: მისულა: გუიჩანს: თამაშად: თუცა: გზა: საომარია჻ ნარგისთად: წვიმა: ბროლისა: წვიმს: ვარდი: ნაწვიმარია჻ ჯერთ: ქალსა: ქაჯნი: არ: ახლვან: მაგრა: სპა: უამარია჻

1375. გულ მხიარული: ვიხარებ: ამად: არ: ცრემლი: მდინდების჻ სადაცა: შენ: და: შენი: ძმა: ხართ: ძნელი: გაადვილდების჻ რაცა: მოგინდეს: უცილოდ: იქით: იგ: არ: აგცილდების჻ არ: თურე: კაცმან: დაგიდგნას: ვეჭუ: კლდეცა: გაგილბილდების჻

1376. აწ: შემინდევ: ვერა: გნახე: შორს: ამისთვის: წაგიარე჻ გზა გზა: ყოვნად: აღარა: მცალს: პატიმრად: იგი: მთვარე჻ ადრე: მოვალთ: მხიარულნი: ჩვენი: ნახვა: გაიხარე჻ ამისმეტი: რაღა: გკადრო: ძმასა: ძმურად: მოეჴმარე჻

1377. ამა: მონათა: ჩემზედა: გარდაუჴდელი: გულია჻ ამოდ: მსახურეს: თქუენიმცა: გული: ამათთვის: სრულია჻ ქება: რად: უნდა: მას: ვინცა: თქუენთანა: ხან: დაზმულია჻ მგზავსი: ყუელაი: მგზავსა: შობს: ესე: ბრძენთაგან: თქმულია჻

1378. ესე: უსტარი: დაწერა: შეკრა: და: წაახვიამან჻ მისცა: ფრიდონის: მონათა: ვარდმან: და: მთითა: იამან჻ შესთვალა: ზეპირ: რაც: ჴამდა: სრულად: მართ: ვითა: გიამან჻ მათ: მარგალიტი: უჩვენის: ძოწისა: კარმან: ღიამან჻

1379. მოქარავნეთა: უბრძანა: საქმე: მიც: გითხრა: განაო჻ კარგად: მომიჴდა: მოყურობა: მე: თქვენი: მესვიანაო჻ რაცა: მინდოდა: ყუელაი: ვქენ: ღ~თნ: მაგულვანაო჻ აწ: აღარა: მცალს: ბადრაგა: სხვა: წაიტანეთ: თანაო჻

1380. მონახა: პოვა: ავთანდილ: ნავი: მისისა: მჴარისა჻ გამოემართა: იგი: მზე: პირითა: სავსე: მთვარისა჻ მაგრა: დაგდება: უმძიმდა: ფატმანის: გულ: მდუღარისა჻ მისთა: გამყრელთა: ნაკადი: ჩასდის: სისხლისა: ღვარისა჻

1381. ფატმან: უსენ: და: მონანი: ტირან: გულითა: ხელითა჻ იტყუიან: მზეო: რა: გუიყავ: დაგუწვენ: ცეცხლითა: ცხელითა჻ რად: დაგვაბნელენ: შენისა: მოშორვებისა: ბნელითა჻ დაცაგუმარხეო: ჴელითა: ჩვენისა: დამმარხველითა჻

ავთანდილისაგან გულანშაროთ წასულა და ტარიელის შეყრა჻

1382. გამოვლნა: ზღვანი: ავთანდილ: მგზავრითა: რათამე: ნავითა჻ პირ: მხიარული: აც[ო]რვებს: მართ: ოდენ: მარტო: თავითა჻ მას: შეყრა: ტარიელისი: უხარის: მით: ამბავითა჻ ჴელ: აპყრობილი: გულითა: არს: ღ~თისა: საესავითა჻

1383. მოწურვილ იყო: ზაფხული: ქვეყნად: ამოსულა: მწვანისა჻ ვარდის: ფურცლობის: ნიშანი: დრო: მათის: პაემანისა჻ ეტლის: ცვალება: მზისა: და: შეჯდომა: საროსტანისა჻ სულთქმნა: რა: ნახა: ყუავილი: მან: უნახამან: ხანისა჻

1384. აგრგუინდა: ცა: და: ღრუბელნი: ცროდეს: ბროლისა: ცვარითა჻ ვარდსა: აკოცა: ბაგითა: მითვე: ვარდისა: დარითა჻ უბრძანა გიჭურეტ: თვალითა: გულ: ტკბილად: შემხედვარითა჻ მისად: სანაცლოდ: მოვილხენ: თქუენთანა: საუბარითა჻