... (Q-1335), XVIII ს.

1371. შენ გიცი კარგი მოყვარე ერთგული მისანდობელი მათ უვის ერთი ასული მზე ჴმელთა მანათლობელი იგია ჩემი დამწუელი და ჩემი დამადნობელი მან გამომგზავნა დავაგდე პატრონი მათი მშობელი

1372. რომე შენ ქალი გყოლია მე ძებნად მისვე ქალისად მივლია ყოვლი ქვეყანა მის მზისა მონაცვალისად მისთუის გაჭრილი მინახავს წევს ლომი ფერ ნამკრთალისად გამცუდებელად თავისად მის გულისა და ძალისად

1373. ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა ამბავი ტარიელისგან შემოსა ვეფხის ტყავისა უბრძანა შენ ხარ წამალი ჯერთ შენგან უნახავისა ღონე წამწმისა ჴშირისა ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა

1374. მოდი და ფატმან მეწიე ვეცადნეო მისსა რგებასა უშველოთ იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შუებასა ვინცა სცნობს კაცი ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა ნუ თუ კვლავ მიხუდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ჴლებასა

1375. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული ქალსა ვაცნობოთ ყუელაი ამბავი ჩვენგან ცნეული მანცა გუაცნობოს მართალი ვქნათ მისი გამორჩეული ღ~თნ ქნას ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩუენგან ძლეული

1376. ფატმან თქუა ღ~თსა დიდება საქმენი მომხუდეს მორანი დღეს რამე მესმნეს ამბავი უკუდავებისა სწორანი მოგუარა მონა გრძნეული შავი მართ ვითა ყორანი უბრძანა ქაჯეთს გაგგზავნი წა გზანი გისხენ შორანი

1377. აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემთუის შენისა გრძნებისა ფიცხლა დამივსე საჴუმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა მან უთხრა ხუალე მოგართუა ყოვლი ამბავი ნებისა

წიგნი ფატმანისა ნესტანდარეჯანის წინაშე მიწერილი

1378. ფატმან სწერს აჰა მნათობო სოფლისა მზეო ზენაო შენთა შორს მყოფთა ყოველთა დამწველო ამაზრზენაო სიტყვა მჭევრო და წყლიანო ტურფაო ლამაზენაო ბროლო და ლალო ოროვე კვლავ ერთგან შენათხზენაო

1379. თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე მე ეგრ[ე]ცა ვცან მართალი მით გულსა შენთუის ველიე შენთუის ჴელ ქმნილსა ტარიელს ამბვითა მოალხენიე ორნივე მიხუდეთ წადილსა იგი ვარდობდეს შენ იე

1380. მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად შეფიცებული ავთანდილ მოყმე არაბი არაბეთს შიგან ქებული სპასპეტი როსტან მეფისა ვერ ვისგან დაწუნებული შენ სწერდი შენსა ამბავსა ლაღი ბრძნად გაგონებული

1381. ჩუენ ამისთუის ესე მონა გამოვგზავნეთ თქუენსა წინა ვცნათ ამბავი ქაჯეთისა მოსრულანცა ქაჯნი შინა მანდაურთა მეომართა ანგარიში წურილად გუინა ვინ არიან მცველნი შენნი ან თავადი მათი ვინა

1382. რაცა იცი მანდაური მოგუიწერე გაამჟღავნე მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რამ გაუგზავნე შენი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა გაათავნე ღმერთსა უნდეს მოყუარენი შესაფერნი შეგაზავნე

1383. წადი უსტარო ისწრაფე თუ მუხლი გქონდეს მალები დაგნატრი მიხვალ დაგხუდების ბროლი სათი და ლალები ბედად შენ მჯობხარ უსტარო გნახვენ დამწუელის თუალები შენს უკან ჩემი სიცოცხლე თუ გესმის არ გებრალები

1384. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ჴელოვანსა ესე წიგნი მიართვიო ქალსა მზისა დასაგუანსა მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა მასვე წამსა გარდიკარგა გარდაფრინდა ბანის ბანსა

1385. წავიდა ვითა ისარი კაცისა მშუილდ ფიცხელისა რა ქაჯეთს შეჰჴდა ქნილ იყო ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა კართა მცველისა მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა

1386. ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი შევიდა ზანგი პირ შავი თმაგრძელი ტან ნაბდიანი იგი მზე დაჰკრთა ეგონა სამოსი რამე ზიანი შესცუალა ვარდი ზაფრანად ლაჟვარდის ფერადიანი

1387. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ ანუ აგრე რად დაბნდები მე ვარ მონა ფატმანისი თქუენს წინაშე ნამგზავრები ამა წიგნმან გამამართლოს არ ტყუვილად გეუბნები მზისა შუქნი მოისწრაფენ ვარდო ადრე ნუ დასჭნები

1388. შუენებითა არსთა მზე ხარ ქვეყანისა არეული ბროლ ბალახში ძოწ გიშერი პირ გავსილი მთუარეული ალვის ნორჩი ცისკრის ვარდი მუშკ სულნელი ამბრეული ნუ დასჭნები წამ ერთ მოვა ღ~თის წყალობა ადრეული

1389. პირმზე გაჰკუირდა ფატმანის ამბითა საკუირველითა ნუშნი გააპნა შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ჴელითა სულთქამს იკითხავს უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა