... (S-4988), XVII-XVIII სს.

1357. მოდი჻ და჻ ფატმან჻ მეწიე჻ ვეცადნეთ჻ მათსა჻ რგებასა: უშველოთ჻ იგი჻ მნათობნი჻ ნუთუ჻ მიეცნენ჻ შვებასა: ვინცა჻ სცნობს჻ კაცი჻ ყოველი჻ ჩუენსა჻ დაიწყებს჻ ქებასა: ნუთუ჻ კულა჻ მიხუდენ჻ მიჯნურნი჻ ერთმანერთისა჻ ხლებასა:

1358. მამგვარე჻ ქაჯეთს჻ გავგზავნოთ჻ იგივე჻ მონა჻ გრძნეული: ქალსა჻ ვაცნობოთ჻ ყუელაი჻ ამბავი჻ ჩუენგან჻ ცნეული: მანცა჻ გვაცნობოს჻ მართალი჻ ვქნათ჻ მივსი჻ გამორჩეული: ღ~თნ჻ ქნას჻ ქაჯთა჻ სამეფო჻ მოგესმას჻ ჩუენგან჻ ძლეული:

1359. ფატმან჻ თქუა჻ ღ~თსა჻ დიდება჻ საქმენი჻ მომხუდეს჻ მორანი: დღეს჻ რომე჻ მესმნეს჻ ამბავი჻ უკუდავებისა჻ სწორანი: მოგვარა჻ მონა჻ გრძნეული჻ შავი჻ მართ჻ ვითა჻ ყორანი: უბრძანა჻ ქაჯეთს჻ გაგგზავნი჻ წა჻ გზანი჻ გისხენ჻ შორანი:

1360. აწ჻ გამოჩნდების჻ საჴმრობა჻ ჩემთუის჻ შენისა჻ გრძნებისა: ფიცხლად჻ დამივსე჻ საჴმილი჻ შენ჻ ჩემთა჻ ცეცხლთა჻ გზნებისა: მას჻ მზესა჻ ჰკადრე჻ მიზეზი჻ მისისა჻ განკურნებისა: მან჻ უთხრა჻ ხვალე჻ მოგართვა჻ ყოვლი჻ ამბავი჻ ნებისა:

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანთანა მიწერილი:

1361. ფატმან჻ სწერს჻ აჰა჻ მნათობო჻ სოფლისა჻ მზეო჻ ზენაო: შენთა჻ შორს჻ მყოფთა჻ ყოველთა჻ დამწუელო჻ ამაზრზენაო: სიტყუა჻ მჭევრო჻ და჻ წყლიანო჻ ტურფაო჻ ლამაზენაო: ბროლო჻ და჻ ლალო჻ ოროვე჻ კულავ჻ ერთგან჻ შენათხზენაო:

1362. თუცა჻ თუ჻ შენი჻ ამბავი჻ შენ჻ არა჻ მამასმენიე: მე჻ ეგრეცა჻ ვსცან჻ მართალი჻ მით჻ გულსა჻ შენთუის჻ ველიე: შენთუის჻ ხელქმნილსა჻ ტარიელს჻ ამბავი჻ მოალხენიე: ორნივე჻ მიხუდეთ჻ წადილსა჻ იგი჻ ვარდობდეს჻ შენ჻ იე:

1363. მოსრულა჻ შენად჻ საძებრად჻ მისი჻ ძმად჻ შეფიცებული: ავთანდილ჻ მოყმე჻ არაბი჻ არაბეთს჻ შიგან჻ ქებული: სპასპეტი჻ როსტენ჻ მეფისა჻ ვერვისგან჻ დაწუნებული: შენ჻ სწერდი჻ შენსა჻ ამბავსა჻ ლაღი჻ ბრძნად჻ გაგონებული:

1364. ჩვენ჻ ამისთვის჻ ესე჻ მონა჻ გამოვგზავნეთ჻ თქვენსა჻ წინა: ვსცნათ჻ ამბავი჻ ქაჯეთისა჻ მოსრულანცა჻ ქაჯნი჻ შინა: მანდაურთა჻ მეომართა჻ ანგარიში჻ წურილად჻ გვინა: ვინ჻ არიან჻ მცველნი჻ შენნი჻ ან჻ თავადი჻ მათი჻ ვინა:

1365. რაცა჻ იცი჻ მანდაური჻ მოგვიწერე჻ გაამჟღავნე: მერმე჻ შენსა჻ საყვარელსა჻ ნიშანი჻ რა჻ გაუგზავნე: შენი჻ ყუელა჻ აქამდისი჻ ჭირი჻ ლხინსა჻ გაათავნე: ღმერთსა჻ უნდეს჻ მოყუარენი჻ შესაფერნი჻ შეგაზავნე:

1366. წადი჻ უსტარო჻ ისწრაფე჻ თუ჻ მუჴლი჻ გქონდეს჻ მალები: დაგნატრი჻ მიხუალ჻ დაგხუდების჻ ბროლი჻ სათი჻ და჻ ლალები: ბედად჻ შენ჻ მჯობხარ჻ უსტარო჻ გნახვენ჻ დამწველის჻ თვალები: შენს჻ უკან჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ თუ჻ გესმის჻ არ჻ გებრალები:

1367. ფატმან჻ მისცა჻ დაწერილი჻ მას჻ გრძნეულსა჻ ჴელოვანსა: ესე჻ წიგნი჻ მიართვიო჻ ქალსა჻ მზისა჻ დასაგუანსა: მან჻ გრძეულმან჻ მოლი჻ რამე჻ წამოისხა჻ ზედა჻ ტანსა: მასვე჻ წამსა჻ გარდიკარგა჻ გარდაფრინდა჻ ბანის჻ ბანსა:

1368. წავიდა჻ ვითა჻ ისარი჻ კაცისა჻ მშვილდ჻ ფიცხელისა: რა჻ ქაჯეთს჻ შეჰჴდა჻ ქნილ჻ იყო჻ ოდენ჻ ბინდბანდი჻ ბნელისა: უჩინოდ჻ შევლო჻ სიმრავლე჻ მოყმისა჻ კართა჻ მცველისა: მას჻ მზესა჻ ჰკადრა჻ ამბავი჻ მისისა჻ სასურველისა:

1369. ციხისა჻ კარნი჻ დაჴშულნი჻ შევლნა჻ მართ჻ ვითა჻ ღიანი: შევიდა჻ ზანგი჻ პირშავი჻ თმაგრძელი჻ ტან჻ ნაბდიანი: იგი჻ მზე჻ დაჰკრთა჻ ეგონა჻ სამოსი჻ რამე჻ ზიანი: შესცვალა჻ ვარდი჻ ზაფრანად჻ ლაჟვარდის჻ ფერად჻ იანი:

1370. ქაჯმან჻ უთხრა჻ ვინ჻ გგონივარ჻ ანუ჻ აგრე჻ რად჻ დაბნდები: მე჻ ვარ჻ მონა჻ ფატმანისი჻ თქუენს჻ წინაშე჻ ნამგზავრები: ამა჻ წიგნმან჻ გამამართლოს჻ არ჻ ტყუილად჻ გეუბნები: მზისა჻ შუქნი჻ მოისწრაფენ჻ ვარდო჻ ადრე჻ ნუ჻ დასჭკნები:

1371. შვენებითა჻ არსთა჻ მზე჻ ხარ჻ ქუეყანისა჻ არეული: ბროლ჻ ბალახში჻ ძოწ჻ გიშერი჻ პირგავსილი჻ მთვარეული: ალვის჻ ნორჩი჻ ცისკრის჻ ვარდი჻ მუშკ჻ სულნელი჻ აბრეული: ნუ჻ დასჭკნები჻ წამ჻ ერთ჻ მოვა჻ ღ~თის჻ წყალობა჻ ადრეული:

1372. პირმზე჻ გაჰკუირდა჻ ფატმანის჻ ამბვითა჻ საკუირველითა: ნუშნი჻ გააპნა჻ შეიძრნეს჻ სათნი჻ გიშრისა჻ წნელითა: მას჻ იგი჻ წიგნი჻ მონამან჻ მისცა჻ თავისა჻ ჴელითა: სულთქვამს჻ იკითხავს჻ უსტარსა჻ ალტობს჻ ცრემლითა჻ ცხელითა:

1373. მონასა჻ ჰკითხა჻ მიამბე჻ ვინ჻ არის჻ ჩემი჻ მძებნელი: ანუ჻ ვინ჻ მიცის჻ ცოცხალი჻ მიწათა჻ ზედან჻ მტკეპნელი: მან჻ მოაჴსენა჻ ვიკადრებ჻ რასაც჻ ოდენ჻ ვარ჻ მცნებელი: რა჻ წამოსრულ჻ ხარ჻ მას჻ აქათ჻ შენგან჻ ჩუენია჻ მზე჻ ბნელი:

1374. ფატმანის჻ გული჻ მას჻ აქათ჻ ლახუართა჻ შენახევია: მას჻ რომე჻ ცრემლი჻ სდენია჻ ზღვათაცა჻ შენართევია: მე჻ ერთხელ჻ შენი჻ ამბავი჻ მისთვის჻ კვლაც჻ მიმირთმევია: ღმერთსა჻ ვიმოწმებ჻ მას჻ აქათ჻ ტირილი჻ არ჻ დაჰლევია:

1375. აწ჻ ვინმე჻ მოყმე჻ მოვიდა჻ შვენიერითა჻ პირითა: მან჻ უთხრა჻ წურილად჻ ყუელაი჻ თქუენ჻ ხართ჻ რათაცა჻ ჭირითა: იგია჻ შენი჻ მძებნელი჻ მკლავითა჻ ვითა჻ გმირითა: მე჻ გამომგზავნეს჻ დამვედრეს჻ სწრაფა჻ სწრაფითა჻ ჴშირითა: