... (H-66), 1832 წ.

1348. თითომან თვითო ჩაიცვეს: თავის თავს გამოსცდიდიან ჯაჭვ მუზარადსა აბჯარსა: მართ ვერა ვერ მოჰკიდიან ჴმალი რკინასა მოჰკრიან: ვით ბანბის მკედსა სჭრიდიან მათ უღირს ყოვლად ქვეყანად: შევატყევ არ გაჰყიდიან

1349. თქუეს ესე ნიშნად გვეყოფის: ვართო კარგითა ბედითა ღ~თნ მოგხვედნა თვალითა: ზეგარდმო მონახედითა აიღეს იგი აბჯარი: თავის თავისა ქედითა თვითო მათ ერთი ფრიდონის: საძღვნობლად შეკრეს ღვედითა

1350. ოქროც რამე წაიტანეს: მარგალიტი ღარიბები გამოვიდეს გამობეჭდეს: ორმოცივე საჭურჭლები ავთანდილ თქუა ამას იქით: დავამაგრო ხრმალსა ნები ამას ღამე არსად წავალ: რა გათენდეს არ დავდგები

1351. აქა მხატვარო დახატე: ძმად უმტკიცესად ძმობილნი იგი მიჯნურნი მნათობთა: სხვისა ვერვისგან სწრობილნი ორნივე გმირნი მოყმენი: მამაცობისა ცნობილნი რა ქაჯეთს მივლენ გასინჯოთ: ომი ლახვართა სობილნი

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასვლა ფრიდონისას჻

1352. რა გათენდა გაემართნეს: წაიტანეს ასმათ თანა ნურადინის ქვეყანამდი: შეისვიან მათ უკანა მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად: ცხენი მისცა არ უძღვანა ავთანდილ კმა ყოლაოზად: სხვამცა ვინღა წაიტანა

1353. იარეს და ზედა შეხვდეს: ნურადინის მეჯოგეთა ჯოგი ნახეს მოეწონა: ფრიდონისთვის ევარგეთა მუნ ავთანდილს ჰინდო ეტყვის: გაქნევ კარგთა სიშმაგეთა მოდი ფრიდონს გავლაღობნეთ: ჯოგსა მისსა მოვადგეთა

1354. ჯოგი წაუღოთ მოსრულნი: ვესმით ჯოგისა წაღებად გამოემართვის საომრად: ველთა სისხლისა დაღებად ანაზდად გვიცნობს გაკრთების: გულსა შელამის დაღებად ამოა კარგი ლაღობა: ლაღსავე შეიქს ლაღებად

1355. დაიწყეს პყრობა ტაიჭთა: ფრიდონის უკეთესებსა მუნ მეჯოგეთა ფანოსი: შეექნა ეკრა კვესებსა უყივლეს ვინ ხართ მოყმენო: ვინ იქთ საქმესა ზესებსა ჯოგი მისია ვინ მტერსა: ჰკრავს ჴრმალსა არ აკვნესებსა

1356. მათ მშვილდები დაიწვადეს: მეჯოგეთა გაეკიდნეს მეჯოგენი მიიზახდეს: ხმანი მათნი გაადიდნეს გვიშველეთო გვიშველეთო: მეკობრეთა ამოგვწყვიტნეს ჴმა შეიქნა შეიყარნეს: ფრიდონს ჰკადრეს არ დარიდნეს

1357. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა: შეკაზმული გამოვიდა ჴმა შეიქნა შეიყარნეს: რაზმი ველთა დაფარვიდა იგი მზენი მოეგებნეს: ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა დაეხურა ზარადები: პირსა მათსა უფარვიდა

1358. რა ტარიელ ფრიდონ იცნა: აწ ვნახეო ვინცა მინა მუზარადი მოიჴადა: გაიღიმა და გაიცინა ფრიდონს უთხრა რასა ლამი: ჩვენი მოსლვა რას გეწყინა პურად ავი მასპინძელი: მოგვეგებვი ომად წინა

1359. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა: დავარდა და თაყვანის სცა იგინიცა გარდაუჴდეს: მოეხვივნეს აკოცესცა ფრიდონ ღ~თსა ჴელაპყრობით: უსაზომო მადლი მისცა დიდებულნი აკოცებდეს: იცნობდიან იგი ვისცა

1360. ფრიდონ უთხრა რასა სდეგით: მოგელოდი უწინარე მე მზა ვარო სამსახური: თქვენი რამცა დავიზარე ჰგვანდა თუმცა შეყრილ იყვნეს: ორნი მზენი ერთი მთვარე ერთმანერთი დააშვენეს: გაემართნეს იქცეს გარე

1361. ფრიდონის სახლსა გარდახდეს: ორნივე ტურფად გებულსა ახლოს დაისვამს ავთანდილს: მისსა ძმად შეფიცებულსა ტარიელ დაჯდა საჯდომსა: ოქსინო გარდაგებულსა჻ მათ უძღვნეს იგი აბჯარი: ფრიდონს ჭაბუკად ქებულსა

1362. უთხრეს ჯერთ ჟამად არა გვაქვს: სხვა შენთვის არმაღანია მაგრა ტურფანი მრავალნი: ქვე სადმე გვისხენ სხვანია მან დასდვა პირი მიწასა: არ დააყოვნა ხანია ჩემთვის ამისი ბოძება: არს თქვენი შესაგვანია

1363. გამოისვენეს მას ღამით: ფრიდონის მასპინძლობითა აბანოს ბანნა აავსნა: შესამოსლისა ძღნობითა დამოსნა ტურფა ტურფითა: ერთმანერთისა მჯობითა თვალ მარგალიტი ღარიბი: უძღვნა ოქროსა გობითა

1364. უთხრა თუ ესე სიტყვაა: ავისა მასპინძელისა ჰგავს მომწყენოდეს სტუმრობა: თქვენ ბრძნისა ვითა ჴელისა მაგრა აწ ყოვნა არა ვარგა: წავლა სჯობს გზისა გრძელისა თუ ქაჯნი მოგვესწრებიან: საეჭვი არს სიძნელისა

1365. დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა: კარგნი გვინდან და ცოტანი სამასი კაცი გვეყოფის: წავიდეთ მართ მეოტანი ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა მეომრად: დავაგნეთ ჴრმალსა კოტანი მას ადრე ვჰპოებთ ვისიცა: მოგვკლავს ალვისა მოტანი

1366. ქაჯეთს ერთხელ კვლაც ვყოფილვარ: ნახავთ თქვენცა გემაგრების ყოვლგნით კლდეა გარეშემო: მტერი ვერა მოადგების თუ იდუმალ არ შეუვალთ: ცხადად შებმა არ ეგების მით ლაშქარი არად გვინდა: რაზმი მალვით ვერ მოგვყვების