... (H-3061), XVIII ს.

1347. ჰე: ჩემო: ესე: უსტარი: არს: ჩემგან: მონაღვაწები჻ ტანი: კალმად: მაქუს: კალამი: ნაღულისა: ამონაწები჻ მე: გული: შენი: ქაღალდად: გულსავე: ჩემსა: ვაწები჻ გულო: შავგულო: დაბმულხარ: ნუ: აეშვები: აწ: ები჻

1348. ხედავცა: ჩემო: სოფელი: რათა: საქმეთა: მქნელია჻ რაზომცა: ნათობს: სანთელი: ჩემთვის: ეგრეცა: ბნელია჻ ბრძენნი: იცნობენ: სწუნობენ: მით: მათგან: საწუნელია჻ უშენოდ: ჩემი: სიცოცხლე: ვაიმე: რა: დიდი: ძნელია჻

1349. ხედავ: ჩემო: ვით: გაგუყარნა: სოფელმან: და: ჟამმან: კრულმან჻ ვეღარ: გნახე: საყუარელი: მხიარული: მხიარულმან჻ ნეტარ: რა: ქნას: უშენომან: გულმან: შენგან: დალახრულმან჻ გაგიცხადა: დამალული: გონებამან: დაფარულმან჻

1350. შენმან: მზემან: აქანამდის: შენ: ცოცხალი: არ: მეგონე჻ ჩემი: მეთქვა: გარდასრულდა: სიცოცხლე: და: ყოვლი: ღონე჻ აწ: რა: მესმა: შემოქმედი: ვადიდე: და: ღ~თსა: ვმონე჻ ჩემი: ყუელა: აქანამდი: ჭირი: ლხინსა: შევაწონე჻

1351. შენი: სიცოცხლე: მეყოფის: ჩემად: იმედად: გულისა჻ გულისა: ერთობ: წყლულისა: და: ასრე: დადაგულისა჻ მამიგონებდე: გახსოვდე: მე: შენთვის: დაკარგულისა჻ ვზი: მზრდელად: სიყუარულისა: მის: შენგან: დანერგულისა჻

1352. სხვად: ჩემო: ჩემი: ამბავი: ჩემგან: არ: მოგეწერების჻ ენა: დაშურების: მოსმენით: არვისგან: დაიჯერების჻ ფატმან: წამგვარა: გრძნეულთა: ღ~თიმცა: მას: ეტერების჻ აწ: კულავ: ქნა: იგი: სოფელმან: რაცა: მას: შეეფერების჻

1353. აწ: სოფელმან: უარესი: ჭირი: ჭირსა: მამისართა჻ არ: დასჯერდა: ბედი: ჩემი: მას: პატიჟთა: მრავალ: გვართა჻ კულავცა: მიმცა: შესაპყრობლად: ქაჯთა: ძნელად: საომართა჻ ბედმან: გუიყო: ყუელაკაი: ჩემო: რაცა: დაგვემართა

1354. ციხეს: ვზი: ეზომ: მაღალსა: თვალნი: ძლივ: გარდასცუდებიან჻ გზა: გვირაბითა: შემოვა: მცველნი: მუნ: ზედა: დგებიან჻ დღისით: და: ღამით: მოყმენი: ნობათსა: არ: დასცდებიან჻ მათთა: შემბმელთა: დაჰჴოცენ: მართ: ცეცხლად: მოედებიან჻

1355. ნუ: თუ: ესენი: გეგონნეს: სხვათა: მებრძოლთა: წესითა჻ ნუცა: მე: მამკლავ: ჭირითა: ამისგან: უარესითა჻ შენ: მკუდარსა: გნახავ: დავიწვი: ვითა: აბედი: კვესითა჻ მოგშორდი: დამთმე: გულითა: ქუისაგან: უმაგრესითა჻

1356. შენ: საყუარელო: ნუ: სჭმუნავ: ჭმუნვითა: ამისთანითა჻ ჩემი: სთქუა: სხვათა: მიხუდების: იგი: ალვისა: ტანითა჻ არამ: სიცოცხლე: უშენო: ვარ: აქამდისცა: ნანითა჻ ან: თავსა: კლდეთა: ჩავიქცევ: ანუ: მოჰკუდები: დანითა჻

1357. შენმან: მზემან: უშენოსა: არვის: მიხუდეს: მთვარე: შენი჻ შენმან: მზემან: ვერვის: მიხუდეს: მოცავიდენ: სამნი: მზენი჻ აქავ: თავსა: გარდავიქცევ: ახლოს: მახლვან: დიდნი: კლდენი჻ სული: ჩემი: შეივედრე: ნუთუ: მამხუდენ: ზეცით: ფრთენი჻

1358. ღ~თსა: შემვედრე: ნუ: თუ: კულავ: დამხსნას: სოფლისა: შრომასა჻ ცეცხლსა: წყალსა: და: მიწასა: ჰაერთა: თანა: ძრომასა჻ მომცენ: ფრთენი: და: ავფრინდე: მივხუდე: მას: ჩემსა: ნდომასა჻ დღისით: და: ღამით: ვხედვიდე: მზისა: ელვასა: კრთომასა჻

1359. მზე: უშენოდ: ვერ: იქნების: რადგან: შენ: ხარ: მისი: წილი჻ გაღანამცა: მას: იახლე: მისი: ეტლი: არს: თუ: წბილი჻ მუნა: გნახო: მანდვე: გსახო: განმინათლო: გული: ჩრდილი჻ თუ: სიცოცხლე: მწარე: მქონდა: სიკუდილიმცა: მქონდეს: ტკბილი჻

1360. მე: სიკუდილი: აღარ: მიმძიმს: შემოგვედრებ: რადგან: სულსა჻ მაგრა: შენი: სიყუარული: ჩავიტანე: ჩამრჩა: გულსა჻ მამეგონოს: მოშორვება: მემატების: წყლული: წყლულსა჻ ნუცა: მტირ: და: ნუცა: მიგლოვ: ჩემო: ჩემსა: სიყუარულსა჻

1361. წადი: ინდოეთს: მიმართე: არგერა: ჩემსა: მშობელსა჻ მტერთაგან: შევიწრებულსა: ყოვლგნით: ჴელ: აუპყრობელსა჻ გულსა: ალხენდი: ჩემისა: მოშორვებისა: მთმობელსა჻ მამიგონებდი: მტირალსა: შენთვის: ცრემლ: შეუშრობელსა჻

1362. რაცა: ვიჩივლე: ბედისა: ჩემისა: კმარს: საჩივარად჻ ცან: სამართალი: მართალი: გულისა: გულსა: მივა: რად჻ შენთვის: მოვჰკუდები: გავჴდები: ყორანთა: დასაყივარად჻ ვირემ: ცოცხალვარ: გეყოფი: სატირლად: და: სატკივარად჻

1363. აჰა: ინიშნე: ნიშანი: შენეულისა: რიდისა჻ გარდმიკვეთია: ალამი: ჩემო: ერთისა: კიდისა჻ ესეღა: დაგრჩეს: სანაცლოდ: მის: იმედისა: დიდისა჻ რისხვით: მობრუნდა: ბორბალი: ჩვენზედა: ცისა: შვიდისა჻

1364. ესე: წიგნი: საყუარელსა: მისსა: თანა: მინაწერი჻ რა: დაწერა: გარდიკვეთა: მათ: რიდეთა: ერთი: წვერი჻ თავ მოჴდილსა: დაუშვენდა: სისხო: სიგრძე: თმათა: წვერი჻ ალვისაგან: სული: მოქრის: ყორნის: ფრთითა: მონაბერი჻

1365. იგი: მონა: წამოვიდა: გულანშაროს: მიმავალი჻ წამ: ერთ: მიჰჴდა: ფატმანისას: დღე: იარა: არ: მრავალი჻ რა: ავთანდილს: გაუსრულდა: საქმე: მისი: სასურვალი჻ ჴელ: აბყრობით: ღ~თსა: მადლობს: ცნობა: სრული: არა: მთურალი჻

1366. ფატმანს: უთხრა: გამისრულდა: ჟამად: საქმე: საწადელი჻ დიდი: შენი: მოჭირვება: ჩემგან: არის: გარდუჴდელი჻ წავალ: დგომად: აღარა: მცალს: დრო: მოსრულა: შარშანდელი჻ ფიცხლა: ქაჯეთს: მოვიყვანო: მათი: მომსპოლ: ამწყუედელი჻