... (Q-1335), XVIII ს.

1351. გუირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ ნასები ათი ათასი ჭაბუკი დგას ყუელაკაი ხასები ქალაქის კართა სამთავე სამათას სამათასები გულო გაგსაჯა სოფელმან არ ვიცი და გლახ რას ები

1352. ესე ამბავი ავთანდილ პირ მზემან მაგრა ვადამან რა მოისმინა იამა სხუად არა გაუცხადა მან შეწირა ღ~თსა მადლობა ტურფამან დანაბადამან ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმანღა დამან

1353. ფატმანს უთხრა საყუარელო კმა ხარ ჩემგან სასურველად მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირ ბნელად მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად ქაჯნი ყველა უხორცოა რამან შექმნა ჴორციელად

1354. მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა მაგრა ქაჯნი უჴორცონი რასაქნევენ მიკუირს ქალსა ფატმან უთხრა მომისმინე მართლად გხედავ მანდა მკრთალსა არ ქაჯნია კაცნიაო მინდობიან კლდესა სალსა

1355. ქაჯნი საჴელად მით ჰქვიან არიან ერთად კრებულნი კაცნი გრძნებისა მცოდნელნი ზედა გახელოვნებულნი ყოველთა კაცთა მავნებნი იგი ვერვისგან ვნებულნი მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი დაწბილებულნი

1356. იქმენ რასმე საკვირველსა მტერსა თუალსა დაუბრმობენ ქართა აღსძრვენ საშინელთა ნავსა ზღუა ზღუა დაამჴობენ ვითა ჴმელსა გაირბენენ წყალსა წმიდად დააშრობენ სწადდეს დღესა ბნელად იქმენ სწადდეს ბნელსა ანათლობენ

1357. ამისთუის ქაჯად უჴმობენ გარეშემონი ყუელანი თვარა იგიცა კაცნია ჩუენებრვე ჴორციელანი ავთანდილ მადლი უბრძანა ცეცხლნი დამივსე ცხელანი დიდად მიამნეს ამბავნი სიტყუანი აწინდელანი

1358. გულითა ღთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი თქუა ღ~თო გმადლობ რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი ყოფილი მყოფი უთქმელი ყურთაგან მოუსმენელი წყალობა თქუენი იჩქითად არს ჩვენი გარდმომფენელი

1359. მის ამბვისა ცნობისათუის ცრემლით ღ~თსა ადიდებდა ფატმან ეჭუდა თავისათუის ამად ცეცხლსა კულა იდებდა ყმა ნამუსსა ინახევდა სიყუარულსა იფერებდა ფატმან ყელსა ეხუეოდა პირსა მზესა აკოცებდა

1360. მას ღამით ფატმან იამა ავთანდილს თანა წოლითა ყმა უნდო გუარად ეხუევის ყელსა ყელითა ბროლითა ჰკლავს თინათინის გონება ძრწის იდუმლითა ძრწოლითა გული ხელქმნილი გასჭრია მჴეცთავე თანა რბოლითა

1361. ავთანდილ მალვით ცრემლსა წუავს დენად სისხლ ნართავისად შიგან მელნისა მორევსა ცურავს გიშრისა ნავი სად იტყვის თუ მნახეთ მიჯნურნო იგი ვინ ვარდია ვისად უმისოდ ნეხუთა ზედა ვზი ბულბული მსგავსად ყუავისად

1362. მუნ ცრემლნი მისგან ნადენნი ქუასაცა დასალბონია გიშრისა ტევრი აგუბებს ვარდისა ველსა ფონია ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია თუ ყუავი ვარდთა იშოვებს თავი ბულბული ჰგონია

1363. გათენდა ბანად წავიდა მზე სოფელს შუქ ნაკიდები დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა ყაბაჩა რიდები მრავალი ფერი სულნელი ტურფა პერანგი წმიდები რაცა გწადდესო ჩაიცვი მე ნურას ნუ მერიდები

1364. ავთანდილ თქუა საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა სამოსისა ვაჭრულისა ცუმა აქამდის დაეწესა მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მჴნესა მოიმატა დაშვენება დაემსგავსა ლომი მზესა

1365. ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწუეველად ყმა შევიდა მხიარული მხიარულად არ პირ ბნელად ფატმან ნახა გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად შემოსცინნა აგრე სჯობსო შენთუის ხელთა სასურველად

1366. ფატმან მისსა შუენებასა მეტის მეტად ჰკუირდებოდა მან პასუხი არა გასცა თავის წინა ღიმდებოდა შეეტყუების არ მიცნობსო რა რეგუნადა რაგუარ ჴმობდა თუცა რასმე იფერებდა მეტი არა ჰგავიდოდა

1367. პური ჭამეს გაიყარნეს ყმა მივიდა მისსა შინა ღვინო სმული მჴიარული დაწვა ამოდ დაიძინა საღამო ჟამს გაიღვიძნა შუქი ველთა მოაფინა ფატმან უჴმო მოდი მნახე მარტო ვარო თავისწინა

1368. ფატმან მივიდა ავთანდილს ჴმა ესმა მისგან ოხისა იტყოდა მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა მოხისა გუერდსა დაისვა ბალიში მისცა მისისა ნოხისა ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა

1369. ავთანდილ ბრძანა ჰე ფატმან ვიცი ეს საქმე შენია დაჰკრთები ამა ამბავსა მართ ვითა გუელ ნაკბენია მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია ჩემნი მომკულელნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია

1370. გგონივარ ვინმე ვაჭარი პატრონი ქარავანისა მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა თავადი სპისა დიდისა მათისა შესაგვანისა მაქუს პატრონობა მრავალი საჭურჭლე მგზავსი ხანისა