... (S-2781), XIX ს.

1441. გამოვლნეს ზღვანი სამთავე ერთგან ძმად შენაფიცართა კულავ ამტკიცებდეს სიტყვათა მათ პირველ დანამტკიცართა შვენის მღერა და სიცილი მათ მისთა არუიცართა ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა

1442. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად კულავ ფრიდონის თავადთასა ნაომართა მათთა მთხრობლად მანდ მოვაო მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად ჩვენ დამზრალნი აქანამდის აწ ვიქმნებით დაუზრობლად

1443. იგი მზე შესვეს კუბოსა იარეს გზა ზღვის პირისა მიყმაწვილობდეს უხარის მათ გარდახდომა ჭირისა მივიდეს სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა მოეგებნიან ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა

1444. მუნ მიეგებნეს ყოველნი ფრიდონის დიდებულები ასმათი სავსე ლხინითა ვის აღარ აჩნდა წყლულები ნესტანდარეჯანს მოეჭდო რომე ვერ გახსნის ცულები აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები

1445. ნესტანდარეჯან ეხვევის პირსა აკოცებს პირითა უბრძანა ჩემო ვაგლახ მე შენცა აღგავსე ჭირითა აწ ღ~თნ მოგვცა წყალობა ვცან მისი არსიძვირით ა მე გულსა შენსა ეზომსა არ ვიცი გარდვიხდი რითა

1446. ასმათ კადრა მადლი ღმერთსა ვარდნი ვნახენ არდაზრულნი ბოლოდ ასრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი სიკუდილიცა სიცოცხლედ მიჩნს ოდეს გნახენ მხიარულნი სჯობნ ყოვლთა მოყვარულთა პატრონყმანი მოყვარულნი

1447. დიდებულთა თაყუანი სცეს მოახსენეს დიდი ქება რომე ღ~ნ გაგუახარნა კურთხეულ არს მისი ღმრთება ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი აღარა გვწვავს ცეცხლთა დება წყლულსა მისგან დაკოდილსა მასვე ძალუც განკურნება

1448. მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს აგრე გარდაჰკოცნეს მეფე ე სთქუა ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს იგი შვებას საუკუნოს ცხადად პოვეს არ იოცნეს თვითოს მიხვდეს საზიაროდ დიდებანი იასოცნეს

1449. თუცა მე მათი სიკუდილი მტკივის და სატკივარია მაგრამ მათ მიხუდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია ესე სთქუა ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია ნარგიზთად იბრძვის ბორიო ვარდსა ზრავს იანვარია

1450. მუნ ატირდეს ყველაკანი რა ტირილად იგი ნახეს რაცა ვისცა დაკლებოდა მათ ტირილით სულთქმით ახეს დადუმდეს და მოახსენეს რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს თქვენთა მჭვრეტთა მღერა ჰმართებს რასათვისმცა ივაგლახეს

1451. ვინ ღირსა თქვენსა ეგზომსა ტირილსა შეჭირვებასა თქვენთვის სიკუდილი დია სჯობს მიწათა ზედა რებასა კულავ ფრიდონ კადრა მეფესა ნუ რად იქმ გამწარებასა ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა

1452. ავთანდილცა მიუმტკივნა იტყვის დიდსა სიმძიმილსა მათ მადლობა მოახსენეს კადრეს თავნი ვსეცთ ღიმილსა რადგან მიხუდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა აღარა ვტირთ სატირალსა აღარ დავსდებთ თვალთა მილსა

1453. მივიდეს სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა გახდა ზათქი და ზარია დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია მოატყდეს მოქალაქენი დააგდეს მუნ ბაზარია

1454. შუკათა მოდგნეს ვაჭარნი ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია შორს უარებდეს სარანგნი ჴელთა აქუს მათ აბჯარია მოიჯრებოდეს ჯალაბნი სარანგთა დამსაჯარია მათად საჭურეტლად მიშვება მუნ მათგან ნააჯარია

1455. გადახდეს ფრიდონისასა სრა ნახეს მოსაწონები გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები თავსა აყრიდეს ოქროსა ჰხვეტს ჯარი მუნ ნარონები

ქორწილი ტარიელისა და ნესტანდარეჯანისა ფრიდონისაგან

1456. მათ ქალყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრძოწეული წითელ ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული ავთანდილისთვის ყვითელი და შავი ერთგან რეული მოვიდეს დასხდეს მჭვრეტელი ვცან მათი სულდალეული

1457. მგოსანნი მოდგეს ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა ქორწილი ჰქმნეს და გამრავლდა ძღვნობა ლარისა ლბილისა ფრიდონის პურად კარგისა არ მასპინძლისა წბილისა ნესტანდარეჯანს უშვენის ღიმილი ჩენა კბილისა

1458. მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არალქატისა ცხრა მარგალიტი სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა კულავ ერთი თვალი სამსგავსო მზისა შუქმონამატისა მას წინა ღამით ძალედვის მხატვარსა ხატვა ხატისა

1459. კულავ უძღვნა თვითო ფარღულიგარდასაყრელი ყელისა მრგულად დათლილისა თვალისა იაგუნდისა მრთელისა კულავ მოაქუს ერთი ტაბაკი მძლედ საჭირავი ხელისა ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა