... (S-2781), XIX ს.

1499. აწ ამად მოვალ წინაშე დავყარენ ჩემნი გზანია შემინდოთ რაცა შეგცოდე ქმნნეთ გაწყრომისა კმანია ძღვენი არა გვაქუს მმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მომიტანია

1500. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა ვით გაეხარნეს ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა თინათინს ღაწუთა ემატა ელვა შუქისა სამისა ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბწამწამისა

1501. ტაბლაკსა კრეს და გაისმა ხმა მაშინ თქართქარებისა ლაშქარნი რბოდეს მიდამო ჰქმნა სწადდა მათკე რებისა დაიწყეს მოსხმა ცხენისა მოღება უნაგრებისა შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავფიცხელ გულმაგრებისა

1502. მეფე შეჯდა გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი ვისცა ესმის მორბიოდეს მას წინაშე სხვაგნით სხვანი ყველაკაი ღმერთსა მადლობს გაამაღლეს მათნი ხმანი სთქვეს გადიდებთ სამარადოდ კეთილნია შენგან გზანი

1503. რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულმოსაგებავთა ავთანდილ ეტყვის ტარიელს სიტყუათა დანაზებავთა აგერა ხედავთ მინდორთა მტვერითა შენაღებავთა ამად მედების სახმილი გულსა ეცხელა ებავთა

1504. იგია ჩემი გამზრდელი და თქვენდა მოგებებულა იქი ვერ მივალ მრცხვენიან გულსა სახმილი დებულა ჩემად არაკად სულდგმული კაცი არ გაწბილებულა რასაცა მიზამთ თქვენ იცით ფრიდონ თქვენდავე ხლებულა

1505. ტარიელ უთხრა კარგსა იქმ შენ პატრონისა კრძალვასა აქ დადეგ იქი ნუ მიხვალ იქმცა უჩემოდ ხალვასა მე მივალ ვუთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა ვეჭუ ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას ტანად ალვასა

1506. მუნ დადგა ლომი ავთანდილ დაიდგა მცირე კარავი ნესტანდარეჯან მუნვე სდგას იგია მჭვრეტთა მზარავი მისთა წამწამთა ნიავი ჰქრის ვითა ქარი არავი წავიდა მეფე ინდოთა მისრული მიუპარავი

1507. მუნით როსტენ მოეგება არ ყოფს ზრდილობით კლებასა ცხენით გარდახდნენ იქმოდნენ შეყრისა მოსწრაფებასა არაბთა მეფე სალამსა კადრებს ტარიელს ქებასა შეტრფობით უმზერს მიეცა როსტენ მუნ დიდსა შვებასა

1508. ტარიელცა თაყვანი სცა მივა კოცნად სასალამოდ მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ გაკვირვებით ეუბნების არის მისგან სათამამოდ შენ მზე ხარო შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ

1509. გაეკუირვა მეფე მისსა თვალადობასიტურფესა პირსა უჭვრეტს შუქით მდიდარს და ღაწუთ ვარდთა ჴელმწიფესა კულავ ფრიდონცა უსალამა თაყვანი სცა მან მეფესა მას მეფესა ავთანდილის ნახვისათვის მოსწრაფესა

1510. მეფე ტარიას ქებასა დაჰკრთების დაეღონების ტარიელ ეტყვის მეფეო აწ გული შენ გემონების მიკვირს თუ ეგრე სიკეთე თქვენ ჩემი რად გეგონების რადგან ავთანდილ შენია სხვა რად ვინ მოგეწონების

1511. ნუ გიკვირს მისი ვერ ნახუა და დაყოვნება ხანისა მოდი და დავსხდეთ მეფეო ამოა კორდი მწვანისა გკადრო მიზეზი მისისა თქვენს წინა ვერ მოტანისა ვიაჯ რასამე აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა

1512. დასხდეს მეფენი მოადგა გარე სიმრავლე რაზმისა ტარიელს პირსა ციმციმი ადგს უნათლესი ბაზმისა ჭურეტა ახელებს მჭვრეტელთა ყოფა ქცევისა და ზმისა დაუწყო თხრობა მეფესა სიტყვისა ბრძნად ნაკაზმისა

1513. მეფეო თავი მემცრობის მე მისად მოსახსენებლად მაგრამ მოსული თქვენს წინა ვარ შემომხვეწლად მქენებლად თვით იგი იაჯს რომელიც ჩანს მზეებრ შუქთა მფენებლად ვინ არის ჩემად სინათლედ და ჩემად გამათენებლად

1514. აწ ამას გკადრებთ ორნივე ხვეწნით და შემუდარებით ავთანდილ დამდვა წამალი მისგან თავისა დადებით დავიწყდეს რომე პატიჟნი სჭირდეს ჩვენთავე დარებით არ გაწყენ გრძელი ამბავი არს ჩვენგან მიუმხვდარებით

1515. თქვენთა უყვარს ერთმანერთი ქალი მას და იგი ქალსა მით ვიგონებ საბრალოსა მტირალსა და ფერნამკრთალსა მუხლმოყრილი გეაჯები ნუღარ უნთებ იმათ ალსა რომე მისცე ქალი თქვენი მკლავმაგარსა გულფიქალსა

1516. ამის მეტსა არას გკადრებ არ მოკლესა არცა გრძელსა ამოიღო ჴელმანდილი მოინასკვა ზედან ყელსა ადგა მუხლნი მიუყარნა იაჯების ვითა მზრდელსა გაუკვირდა ყოვლსა კაცსა მის ამბისა მომსმენელსა

1517. რა ტარიელ მუხლმოყრილი ნახა მეფე შეუზარდა შორს უკუდგა თაყვანის სცა ქვე მიწამდის დაუვარდა მოახსენა ჴელმწიფეო ლხინი ყოვლი უკუქარდა თქვენმან აგრე სიმდაბლემან ნახვა თქვენი ჩამადარდა

1518. ვით ეგების რაცა გწადდეს რომე კაცი არ მოგთმინდეს ანუ მშურდეს ქალი ჩემი საკულავად და ტყვედცა გინდეს გებრძანამცა სახლით თქვენით ცრემლი არცა მაშინ მინდეს სხუა მისებრი ვერა პოოს ცათამდისცა აღცაფრინდეს