... (S-2781), XIX ს.

1539. მობრუნდა სპათა უბრძანა ავთანდილის თაყვანება ესეაო მეფე თქვენი ასრე იქმნა ღუთისა ნება დღეს ამას აქუს ტახტი ჩემი მე სიბერე ვითა სნება ჩემად სწორად მსახურებდით დაიჭირეთ ჩემი მცნება

1540. ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს მდაბლად ეთაყვანნეს მოახსენეს მიწად ვექმნეთ ვინცა მიწად მიგვიყვანნეს მორჩილქმნილნი დაგვამდიდრეს ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს გულნი ჩვენნი აგულვანნეს

1541. ტარიელ კადრა თინათინს მუნ ქებისა დიადობა მოახსენა შემიყრიხართ აღარ გწუავსო ცეცხლთ მრავლობა ქმარი შენი ძმა არს ჩემი მწადს აგრეთვე თქვენი დობა შემცოდეთაა თქვენთა ზედა მოსრვით მე ვყო ნავარდობა

ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთა მეფისაგან

1542. მას დღე ავთანდილ ხელმწიფედ ზის და ხელმწიფე ზენია მასთანა მჯდომსა ტარიელს შვენიან სინაზენია ნესტანჯარ ახლავს თინათინს ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია გავს თუ ცა მოდრკა ქვეყანად შეყრილან ორნი მზენია

1543. დაიწყეს მორთმა პურისა ლაშქართა მის მესავსისა ზროხა და ცხვარი დაკლული არს უმრავლესი ხავსისა შეიქმნა ძღუნობა ძღუენისა მათისა შესამსგავსისა მათ ყოვლთა შუქი ანათობს პირისა მზისა მსგავსისა

1544. იაგუნდისა ჯამები იყვის ლალისა ჭიქები კულავ უცხო ფერთა ჭურჭელთა სხდის უცხოუცხო სიქები მის ქორწილისა მაქები კაცი ბრძენთაგან იქები მჭურეტელო გულსა ეტყოდი ნუ აეხსნები იქ ები

1545. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით ისმოდის ხმა წინწილისა შეყრით სძეს გორი ოქროსა და ბადახშისა თლილისა მსმელთათვის წყარო ღვინისა ასგან დის მსგავსი მილისა ბინდით ცისკრამდის სმა იყო გარდახდა ჟამი დილისა

1546. არა დარჩა უსაბოძვრო არ კოჭლი და არ საპყარი მოდიოდა მარგალიტი მოფანტული მონაყარი გაბედითდა წასაღებლად ატლასი და ოქრო მყარი სამ დღე იყო ინდოთ მეფე ავთანდილის ვით მაყარი

1547. ხუალისად მეფე არაბთა კვლა პურობს არ ღაფალია ტარიელს უთხრა შენი მზე საჭურეტლად სატურფალია მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა და ეგე დედოფალია ხამს ყურსა გვეგდოს საყურად ჩვენ თქვენი ნატერფალია

1548. აწ მეფეო არ ეგების ჩვენი სხდომა თქვენად სწორად საჴელმწიფო საჯდომი და სხვა დაუდგა ტახტი შორად ქუჱმოდ დასხნა ავთანდილ და ცოლი მისი მათად სწორად პირველ ძღვენი ტარიასთვის მოიღიან იდვის გორად

1549. არაბთა მეფე მასპინძლობს იქმს ოდენ არიფობასა ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ არ იხმობს ჴელმწიფობასა გასცემს და უქებს ყველაი უხვობაიეფობასა ფრიდონ [ზის] ახლოს ავთანდილს ჩვეული ვით მეფობასა

1550. მეფესა ქმრითურთ პატივი ჰქონდა ინდოთა ქალისა სიყვარული და ჩუქება ვით სიძისა და სძალისა რომე სძღუნა არა ეგების თქმა არცა ნაათალისა თჳთო სკიპტრა და პორფირი და გვირგვინები თვალისა

1551. კულავ უძღვნა ძღვენი ორთავე მსგავსი მათისა ბედისა ათასი თვალი ნაშობი რომანულისა დედისა სხუა მარგალიტი ათასი მართ ვითა კვერცხი ტრედისა ათასი ცხენი ტაიჭი სიდიდით მსგავსი ქედისა

1552. ფრიდონს უძღუნა ცხრა ტაბაკი მარგალიტი თავშედგმული ცხრა ტაიჭი ძვირფასისა უნაგრითა შეკაზმული ინდოთ მეფე თაყვანსა სცემს ლაღი ბრძენი არმახმული მადლი კადრა ფხიზელურად თუცა იყო ღვინოსმული

1553. ესრეთსა ლხინსა გარდიხდის დღენი ერთისა თვისანი თამაშობდიან არ იყვნეს ყოლა გაყრანი სმისანი ტარიელს სძღუნიან უცხონი თვალნი ლალისა ქვისანი მათ ყოვლთა მათნი ნათელი ადგას მართ ვითა მზისანი

1554. ტარიელ გუანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოველად ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად შესთუალა შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად მტერთა აქუს ჩემი სამეფო ვიცი მუნ შიგან მძოველად

1555. უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან ხელოვნებამან ვეჭუ მოქცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან წავიდე ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან ადრე კულავ გნახნე მორჭმულნი ინებოს ღმრთისა ნებამან

1556. როსტევან კადრა მეფეო რად ხართ რასაცა რიდითა რაცა გიჯობდეს იქმოდით გასჭურეტდით გაიცდიდითა ავთანდილ თანა წამოგყვეს წადით ლაშქრითა დიდითა თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით დაცასჭრიდითა

1557. ავთანდილ უთხრა ტარიელს ეგრეთუჱ სიტყვები ორები მან უთხრა აგრე ნუ უბნობ შეცევ ბროლისა ყორები ახლად შეყრილსა მთვარესა მზეო ვით მოეშორები ავთანდილ უთხრა მაგითა შენგან არ მოვიღორები