... (S-2781), XIX ს.

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასლვა ფრიდონისას ქუაბით

1367. რა გათენდა გაემართნეს წაიტანეს ასმათ თანა ნურადინის ქვეყანამდის შეისვიან მათ უკანა მუნ ვაჭარმან ძვირ ფასად ცხენი მისცა არ უძღვანა ავთანდილ კმა ყოლაოზად სხვამცა ვინღა წაიტანა

1368. იარეს და ზედან შეხუდეს ნურადინის მეჯოგეთა ჯოგი ნახეს მოეწონა ფრიდონისთვის ეაგეთა მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის გაქნევ კარგთა სიშმაგეთა მოდი ფრიდონს ველაღობნეთ ჯოგსა მისსა მოვადგეთა

1369. ჯოგი წავუღოთ მოსრულნი ვესმით ჯოგისა წამღებად გამოემართვის საომრად ველთა სისხლისა საღებად ანაზდად გვიცნობს გაკრთების გულსა შეელმის დაღებად ამოა კარგი ლაღობა ლაღსა შევეიქმს ლაღებად

1370. დაუწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა ეკრა კვესებსა უყივლეს ვინ ხართ მოყმენო ვინ იქმთ საქმესა ზესებსა ჯოგი მისია ვინ მტერსა ჰკრავს ხრმალსა არ აკვნესებსა

1371. მათ მშვილდები დაიწვადეს მეჯოგეთა გაეკიდნეს მეჯოგენი მიიზახდეს ხმანი მათნი გაადიდნეს გვიშველეთო გვიშველეთო მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს ხმა შეიქმნა შეიყარნეს ფრიდონს კადრეს არ დარიდნეს

1372. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა შეკაზმული გამოვიდა ხმა შეიქმნა შეიყარნეს რაზმი ველთა დაფარვიდა იგი მზენი მოეგებნეს ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა დაეხურა ზარადები პირსა მათსა უფარვიდა

1373. რა ტარიელ ფრიდონ იცნა სთქუა ვნახეო ვინცა მინა მუზარადი მოიხადა გაიღიმა გაიცინა ფრიდონს უთხრა რასა ლამი ჩვენი მოსლვა რას გეწყინა პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა

1374. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა დავარდა და თაყვანი სცა იგინიცა გარდაუხდეს მოეხვივნეს აკოცისცა ფრიდონ ღმერთსა ხელაპყრობით უსაზომო მადლი მისცა დიდებულნი აკოცებდეს იცნობდიან იგი ვისცა

1375. ფრიდონ უთხრა რასა სდეგით მოგელოდი უწინარე ერთმანერთი დააშვენეს გაემართნეს იქცეს გარე მე მზა ვარო სამსახური თქვენი რამცა დავიზარე გუანდა თუცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი ერთი მთვარე

1376. ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე ტურფად გებულსა ახლოს დაისვამს ავთანდილს მისსა ძმადშეფიცებულსა ტარიელ დაჯდა საჯდომსა ოქსინოგარდაგებულსა მათ უძღუნეს იგი აბჯარი ფრიდონს ჭაბუკად ქებულსა

1377. უთხრეს ჯერ ჟამად არა გვაქუს სხუა შენთვის არმაღანია მაგრამ ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხვანია მან დასდუა პირი მიწასა არ დაიყოვნა ხანია ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია

1378. გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა აბანოს ბანნა აავსნა შესამოსლისა ძღვნობითა დამოსნა ტურფა ტურფითა ერთმანერთისა მჯობითა თვალ მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა

1379. უთხრა თუ ესე სიტყუაა ავისა მასპინძელისა — გავს მომწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა ვითა ხელისა მაგრამ აწ ყოვნა არ ვარგა წავლა სჯობს გზისა გრძელისა თუ ქაჯნი მოგვესწრებიან საეჭვი არს სიძნელისა

1380. დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა კარგნი გვინდა და ცოტანი სამასი კაცი გვეყოფის წავიდეთ მართ მეოტანი ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ხრმალთა კოტანი მას ადრე ვპოებთ ვისიცა მოგვკლავს ალვისა მო ტანი

1381. ქაჯეთს ერთხელ კულავც ყოფილვარ ჰნახავთ თქვენცა გემაგრების ყოვლგნით კლდეა გარეშემო მტერი ვერა მოადგების თუ იდუმალ არ შევუვალთ ცხადად შებმა არ ეგების მით ლაშქარი არად გვინდა რაზმი მალვით ვერ მოგვყვების

1382. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა მუნ დააგდეს ქალი ასმათ ფრიდონ მისცემს საჩუქარსა თჳთ სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს გმირთა დარსა ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა პირველ შენაზარსა

1383. ზღუა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა ფრიდონ გზა იცის იარეს დღისით და ღამით რებულთა ფრიდონ სთქუა ვახლავთ არეთა ჩვენ ქაჯეთს მიახლებულთა აქადგან ღამით ვლა გვინდა მით არას გამჟღავნებულთა

1384. ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ზმიდიან რა გაუთენდის დადგიან და ღამით სწრაფად ვლიდიან მივიდეს აჩნდა ქალაქი მცველთა ვერ დასთუალვიდიან გარე კლდე იყო გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან

1385. გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია მათ ლომთა ნახეს ქალაქი მთუარე დგას მუნ ნათელია ასი ათასსა აჯობებს თუ გამორჩევით მქმნელია სთქუეს ვითათბიროთ ვითა ვქმნათ აწ გამორჩევა ძნელია