... (S-2781), XIX ს.

1327. ტარიელს ლომი მოეკლა მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა შამბისა პირსა ქვეითი სდგა ცხენი არა ხლებოდა ყივილი ავთანდილისა ესმოდა ეოცებოდა შეხედნა იცნა გაიქცა მისკე მირბოდა ხლდებოდა

1328. ხრმალი გასტყორცა ტარიელ მიჰმართა მისსა ძმობილსა ყმა ცხენისაგან გარდიჭრა გუანდა ეტლისა სწრობილსა მათ ერთმანერთსა აკოცეს გუანან ყელგარდაჭდობილსა ხმა ბულბულ მსგავსად დაუტკბათ, ბაგით ვარდს ხშირად პობილსა

1329. ტარიელ მოსთქუა ტირილით სიტყვა ნატიფი მჭევრები სისხლისა ღუარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს ნაკადი ბევრები რადგან შენ გნახე რა მგამა პატიჟი მჭირდეს მევრები

1330. ტარიელ სტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა გაღიმდის ძოწი გააპის კბილთაგან ელუა კრთებოდა ეტყოდა ვცანო ამბავი შენ რომე გეამებოდა აწ გაახლდების ყუავილი ვარდი აქამდის ჭნებოდა

1331. ტარიელ უთხრა ჱე ძმაო კმარის დღეს რაცა მლხენია ყოველი ჩემი სალხინო მინახავს ნახუა შენია სხუად ნუ ყოს ღმერთმან წამალი არცა რა მოგისმენია კაცმანმცა სოფელს ვით პოვა რაც არა საქმე ზენია

1332. რა ტარიელ არ შესჯერდა ავთანდილცა არ დაწყნარდა მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გასძლო აუჩქარდა გამოიღო რიდე მისი ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა რა ტარიელ ნახა იცნა გამოუღო შემოვარდა

1333. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალა მან პირსა დაიდუა დაეცა ვარდმან ფერითა მკრთალამან სულნი გაიქცნეს მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ ვერცა სალამან

1334. ავთანდილ უჭურეტს ტარიელს უსულოდ ქვემდებარესა შეფრინდა შველად მიმართა მას ართა მოუბარესა ვერა ვერ არგო დამწვარსა სრულად ცეცხლნადებარესა მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა

1335. ავთანდილ დაჯდა ტირილად სტირს ხმითა შვენიერითა ყორანსა გაგლეჯს ხშირხშირად აფრთხობს ბროლისა ჭერითა გახეთქა ლალი გათლილი ანდამატისა კვერითა მუნით წყარონი გამოჩნდეს ძოწსა ვამსგავსე ფერითა

1336. პირსა იხოკს ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭურეტსა რაცა ვქმენო არ უქმნია არცა შმაგსა არცა რეტსა წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა ძნელად დასაშრეტსა ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტისმეტსა

1337. მე მოვკალ ჩემი მოყვარე რა მმართებს გაწბილებულსა თავსა ვაბრალობ საქმესა არ დასმით გაგონებულსა ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა თქმულა სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა

1338. უცნობო ქმნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად ავთანდილ ადგა გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად მან პოვა სისხლი ლომისა მოაქუს სავსებლად ალისად მკერდსა დაასხა გავეხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად

1339. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა ტარიელ შეკრთა შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა თუალნი აახუნა მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა ლურჯად სჩანს შუქი მთვარისა მზისგან შუქნაკრთომისა

1340. ზამთარი ვარდთა დააზრობს ფურცელნი ჩამოსცვივიან ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს გვალვასა სჩივიან მაგრამ მაზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ჰყივიან სიცხე სწვავს ყინვა დააზრობს წყლულნი ორჯელვე სტკივიან

1341. აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია ჭირსა და ლხინსა ორ ზედაუჱ მართ ვითა ხელია მიწყივ წყლულდების საწუთრო მისი აროდეს მრთელია იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისი მტერია

1342. ტარიელ ნახა ნაწერი კულავცა მკვლელისა მისისა იკითხავს თუცა ეშეთებს კითხვა წიგნისა მისისა დაუყვის ცრემლმან სინათლე ბნელად ჩანს შუქი დღისისა ავთანდილ ადგა დაუწყო თხრობა სიტყვისა მქისისა

1343. იტყვის თუ ნაქმრად არ ვარგა კაცისა განსწავლილისად აწ რადღა გუმართებს ტირილი ხამს დავსხდეთ ქმნად ღიმილისად ადეგ წავიდეთ საძებრად მის მზისა წარხდომილისად ადრე მიგიყვან მიყუანა არს შენგან მონდომილი სად

1344. ვითა გუმართებს გახარება პირველ აგრე გავიხარნეთ მერმე შევსხდეთ გავემართნეთ ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ მათნი ზურგით დავიყარნეთ უჭირველნი შემოვიქცეთ იგი მძორთა დავადარნეთ

1345. მერმე ტარიელ ამბავსა კითხვიდა აღარა ბნდებოდა შეხედნის თვალნი ამართნის შავთეთრი ელვა კრთებოდა მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა ვინ ღირსა თუცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა

1346. ავთანდილს მადლი უბრძანა ქმნა უყო საუბარისა მე შენი ქება ვითა ვსთქუა ბრძენთაგან საქებარისა ვითა ზემთისა წყარომან მოჰრწყე ყვავილი ბარისა დამწყვიდე დენა ცრემლისა ნარგისთა ნაგუბარისა