... (S-2781), XIX ს.

1519. მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვჰპოვებ ვერა თჳთ მეფობა ქალსა ჩემსა მივეც აქვს და მას ეფერა ვარდი ახლად იფურჩნების მე ყვავილი დამებერა რამცა ვკადრე შეცილება რასაც ოდენ იგი ჯერა

1520. თუ შეგერთო ერთი მონა თქვენთვის არცა მაშინ მშურდა ვინმცა გკადრა შეცილება უშმაგომცა ვით მოგმდურდა თუ ავთანდილ არ მიყუარდა ასრე მისთვის რად მომსურდა დია ღმერთოწინაშე ვარ ესე ჩემგან დადასტურდა

1521. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყვა მოისმინა დადრკა მდაბლად ეთაყუანა პირსა ზედან დაეფინა კულავ როსტევან თაყვანი სცა წამორევლო წადგა წინა ერთმანერთი მოიმადლეს მათ ერთსაცა არ ეწყინა

1522. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის მახარობლად გაექანა — ესდენ დიდი სიხარული გაეხარნენ მასცა განა — წავიდა და წამოუძღუა მოიყვანა მოყვა თანა მაგრამ ირცხვის მეფისაგან შუქი ბნელად მოევანა

1523. მეფე ადგამოეგება ყმა გარდახდა რა მივიდა ხელთა ჰქონდა ჴელმანდილი პირსა მითა იფარვიდა მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა ქუშდებოდა ვარდსა ზრვიდა მაგრამ მისსა შვენებასა რამცა ვითა დაფარვიდა

1524. მეფე კოცნასა ლამობდა აღარა ცრემლნი სდენიან ავთანდილ ფერხთა ეხვევის შუქნი ქვე დაუფენიან უბრძანა ადეგ ნუ ირცხვი შენ ზნენი გამოგჩენიან რადგან მერჩიო ნუ მერცხვი ჩემგან ნუღარა გრცხვენიან

1525. მოეხვია გარდაკოცნა მან პირისა არემარე დამივსეო ცეცხლი ცხელი მაგრამ წყალი არემარე ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არემა რე გუალე შეგყრი ლომო მზესა თავი მისკე არე მარე

1526. მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა ახლოს უზის ეუბნების აკოცებს და უჭურეტს პირსა იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიჰხვდა ვითა ღირსა მაშინ ლხინი ამო არის რა გარდიხდის კაცი ჭირსა

1527. ყმა მეფესა მოახსენებს მიკვირს სხვასა რად რას ბრძანებ რად არ გინდა ნახუა მზისა ანუ რადღა აგვიანებ მიეგებვი მხიარული სახლსა თქვენსა მოიყვანებ შემოიმოს შუქთა მისთა ნათლად გარე მოივანებ

1528. ტარიელსცა მოახსენა შესხდეს ქალსა მიეგებნეს მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს მიხუდეს თვისთსა საწადელსა იგი პოვეს რაცა ძებნეს ხელი ხადეს ხრმალთა მათთა არა ცუდად წელთა ებნეს

1529. მეფემ ქალს უსალამა მან შორით გარდახდომილმან დაუყვნა თვალნი ელუამან მისთა ღაწვთაგან კრთომილმან გამოეგება აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან დაუწყო ქება მეფემან თვით ვერას ვერმიხვდომილმან

1530. ეტყვის მზეო ვითა გაქო ნათელო და დარიანო შენთვის ჴელნი გონებანი არა ცუდად არიანო მზიანო და მთუარიანო ეტლად რაო და რიანო თქვენ საჭურეტლად აღარ მინდით არ ვარდნო და არ იანო

1531. გაკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა ვით მზემან დაუყვნა მჭურეტელთა თუალნი ნათლისა ჩენასა მისგან დამწვარნი მისციან გულნი ჭვრეტითა ლხენასა სითცა გამოჩნდის იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა

1532. შინა წავიდეს ყველანი შინა თავისა მარებად უჩნდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად არ მიიხდომის სიტურფე არს მათგან მიუმხვდარებად ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად არებად

1533. შევიდეს ნახეს თინათინ მჭვრეტთა მიმცემი ჭირისა სკიპტროსანგვირგვინოსანსა შვენოდა ცმა პორფირისა მისრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა შევიდა მეფე ინდოთა იგი მზე მსგავსი გმირისა

1534. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს მოეგებნეს აკოცეს და საუბარი დააამეს ბროლბადახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს იგი სახლი გაანათლეს არ ნათელი შეაღამეს

1535. თინათინ ზედა აწვივა ტახტსა მეფეთა ზეთასა ტარიელ კადრა შენ დაჯე სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა დღეს ტახტი შენი შენ გშვენის მეტად ყოველთა დღეთასა მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ მზესა მზეთასა

1536. ორთავე ჴელი მოკიდეს და დასვეს ტახტსა თავისსა გვერდით დაუსვეს ავთანდილ სურვილსა მოეკლა ვისსა უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა ნუ ეჭუ მიჯნურად მათებრსა ნუცა თუ რამინს და ვისსა

1537. ქალსა შესწბა გაუკვირდა ავთანდილის გვერდსა ჯდომა ფერი კრთა და მრავალ გვარად გულმან კრთომა როსტან კადრა შვილო ჩემგან გაქვს სირცხვილი თუ რა ზომა ბრძენთა უთქვამს სიყვარული ბოლოდ მისი არ წახდომა

1538. აწ შვილო ღ~ნ თქვენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა სვესვიანობა დიდობა კულავ ჭირთა გარდუხდელობა ცამცა ნუ შეგცულის მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა თქვენის ჴელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა