... (S-2781), XIX ს.

თათბირი ნურადინფრიდონისა ქაჯეთის ციხეს რომ მიადგნენ

1386. ფრიდონ სთქუა ვიტყვი სიტყვასა ვეჭვ ჩემი არ დამცდარია ჩვენ ცოტანი ვართ ქალაქი დიდთაგან საომარია პირსპირ ომი არ ძალგვიძს არჟამი საკვეხარია ათას წელ ვერსით შევუვალთ თუ ზედ დაგვიხშან კარია

1387. ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან მასწავლნეს მათი საქმენი მახლტუნებდიან მწვრთიდიან ასე გავიდი საბელსა რომ თვალნი ვერ მომკიდიან ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი იგიცა ინატრიდიან

1388. აწ ვინცა ვიცით უკეთუ შეტყორცა საგდებელისა მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა მას ზედა გავლა ადვილად მიჩნს ვითა გარბენა ველისა თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა

1389. აბჯრითა გავლა არად მიჩნს ჭირად გატანა ფარისა შიგან ჩავხლტები კისკასად ვეცემი მსგავსად ქარისა ლაშქართა დავხოც გავახვამ ნახოთ გაღება კარისა თქვენცა მუნ მოდით სადაცა გესმას ზრიალი ზარისა

თათბირი ავთანდილისა ქაჯეთის ციხეს შეპარვით შესვლისა

1390. ავთანდილ უთხრა ჱე ფრიდონ მოყვასნი ვერ გიჩივიან ლომთა მკლავთაგან იმედი გაქუს არა წყლულნი გტკივიან სთათბირობ ძნელთა თათბირთა მტერთა ივაგლახივიან მაგრამ თუ გესმის გუშაგნი რა ახლოახლო ყივიან

1391. რა გახვიოდე გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება გიგრძნობენ თოკსა მოკვეთენ ამისი ხამს დაჯერება წაგიხდეს ცუდად რჩევა და დაგრჩეს ცუდიღა ფერება ეგე თათბირი არ ვარგა სხვაებრ ვქმნათ თავის ტერება

1392. სჯობს დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა ქალაქს შემავალსა სავაჭროდა შევეკაზმი საქმესა ვიქმ მე მუხთალსა ერთსა ჯორსა გარდავკიდებ მუზარადსა ჯაჭვსა ხრმალსა

1393. სამთავე შესვლა არ ვარგა თუ გვიგრძნან არს სათუები მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები მალვით ჩავიცვამ აბჯარსა გავჩნდები გავეცრუები ღმერთმან ქმნას უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები

1394. შიგნითა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად თქვენ გარეთ კართა ეცემით ყოველნი მსგავსად გმირისად კლიტეთა დავლეწ ადვილად ნახოთ გაღება კარისა თუ რა სხუა სჯობდეს თქვენ ბრძანეთ ვარ მრჩევლად ამა პირისად

თათბირი ტარიელისა სამთაგან ციხის შეხდომისა

1395. ტარიელ უთხრა მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა თქვენსა ძალ გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა პირობა ვიცი გწადს ომი ფიცხელი არ ცუდი ხრმალთა ღირობა კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს რა ომმან ქმნას გაჭირობა

1396. მაგრამ იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა ხმა ესმას ჩემსა ხელმქმნელსა ზედა გარდმოდგეს მზე ვითა თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი უომრად მნახოს მე ვითა ესე მე დამსვრის ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა

1397. მაგა თათბირსა ესე სჯობს ყოთ ჩემი მონახსენები გავიყოთ კაცი ასასი რა ღამე სჩნდეს ნათენები სამთავე სამგნით მივჰმართოთ ფიცხლად დავსწკიპოთ ცხენები მოგვეგებვიან ვემცრობით ჩვენ ხრმალსა მივსცემთ მძლე ნები

1398. ფიცხლად შევებნეთ შევსჯარნეთ ვერ მოგვასწრებენ კარებსა სამთაგან ერთი შევუვალთ სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღუარებსა ჴელი კულავ ვხადოთ აბჯარსა მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა

1399. ფრიდონ უთხრა შემიგია გამიგია ვიცი მე რა მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრობენ კარსა ვერა ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა თუარა ყოლა არ გიძღვნიდი ჩემი გითხრა სიძუნწე რა

1400. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა ამაზედან გაიცინნეს მათ წყლიანთა სიტყვაბრძენთა ერთმანეთსა ელაღობნეს ლაღობათა მათთა მშვენთა გარდახდეს და დაეკაზმნეს უკეთესთა შესხდეს ცხენთა

1401. კულავ ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირმკვახები დაასკვნეს იგი თათბირი ტარიას განაზრახები გაიყვეს კაცი ასასი ყველაი გმირთა სახები ცხენებსა შესხდეს აიღეს მათ მათი ჩაბალახები

1402. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა ტარიელ შავსა ზედან ზის ტანითა მით წერწეტითა დალივნეს მტერნი ომითა ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა