... (S-2781), XIX ს.

1578. მოვიდეს სრულნი ინდონი ტარიელს ესალმოდიან ფერხთა და ჴელთა კოცნიდეს ცრემლითა ესურვოდიან ნესტან დარეჯანს ვით ვარდსა ბულბულებრ გარ ეტრფოდიან იგ დიდებითა დიდითა მათ მეფეთ წინ უძღოდიან

1579. მოვიდნენ ქალაქს შეიქმნა ხშირად საკრავთა ტკბილობა მოქალაქეთა ფერხთ ქვეშ ყვეს სტავრათ დაფენილობა აყრიდენ ზედან სპეკალთა არ ვის აქუს მოწყენილობა სრასა შევიდნენ დედოფალს აჩნია ცრემლთა ნილობა

1580. მაშინ ყოვლთა მეფეთათვის აატირეს გული ჩვილი მოსთქვეს გმირი სიუხვისა ვა გოგვშორდ ნილოს ქმნილი ტარიელცა ცრემლთა აფრქვევს მისგან იყო ტკბილად ზრდილი დაუკარგეთ მზისა სწორი მომდგომია ბნელი ჩრდილი

1581. დედოფალი გარდეხვია მათ ორთავე თვისთა შვილთა აკოცებს და ეუბნების გულ სადებთა სიტყუა ტკბილთა ვა გიმუხთლათ საწუთრომან თქვენ ედემის ალუა ზრდილთა ნურღა სწუხართ აწ დასხედით მეფობისა ტახტ ადგილსა

1582. მიუძღვა დატახტსა დასხნა სრულ ინდონი ულოცვიდეს დედოფალსა ტახტსა სხუასა შემკობილსა ცალკე სდგმიდეს ავთანდილს და ფრიდონს მრავლად უსასყიდლოს ძღვენსა სძღუნიდეს შექმნეს სმა და სიხარულით მათ შვებანი განადიდეს.

1583. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი — შვიდი ტახტი საჴელმწიფო საშვებელი გაუცდელი მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი

1584. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს ქოსნი ხმასა დაატკბობდეს მისცეს კლიტე საჭურჭლეთა თავთა მათთა მიანდობდეს ესეაო მეფე ჩვენი — იზახდიან ამას ხმობდეს

1585. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს ზედა დასხდეს ჴელმწიფურად დიდებანი უდიადნეს ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნი ღა რად დაბადნეს ამბობდიან ჭირთა მათთა ყველაკასა გაუცხადნეს

1586. სმა პურობა გახარება ქმნეს ჯალაბი გაადიდეს ვითარიცა ქორწილობა ხამს ეგეთსა გარდიხდიდეს მათ ორთავე თვითო თვითოს ძღვენსა სწორად მიართმიდეს გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ყრიდეს

1587. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადოდიან თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი მართ ამას მოიტყოდიან ვითა პატრონსა ამებდიან რაც სწადდის მას იქმოდიან სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან

1588. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს მისსა შეკდომილსა რაცა შენ ქმენ არ უქმნია არ გამზრდელსა არცა ზრდილსა აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა ერთსა წილსა ზედა დაგსუამ შენი იყოს გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა

1589. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე სამეფოსა ეპატრონე მუნიდაღმა გუმსახურებდი თავი შენი დაგვამონე ასმათ ფერხნი გარდუკოცნა შენგან არის ჩემი ღონე მონებისა უკეთესი რამც ვიშოვნე რამც ვიქონე

1590. ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია თამაშობდიან უსახო მოუდიოდეს ძღვენია რა მარგალიტი ღარიბი რა უკეთესი ცხენია მაგრამ ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია

1591. ტარიელ სცნა ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა უბრძანებდა გული გაღანამცა მამემდურვა აწ ვაგლახ მე ჭირი შენნი გონებამან შვიდით ურვა მოგშორდები საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა

1592. კულავ ფრიდონცა დაეთხოვა წავიდეო სახლსა ჩემსა ზედაზედა დავსტკეპნიდე დარბაზსა და ამა თემსა სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა შენთვის ასრე მომსურდების წყაროსათვის ვით ირემსა

1593. როსტენისთვის წაატანა საძღვნოდ ტურფა ჯუბაჩები კულავ ჭურჭელი თუალთა თლილთა არ კოვზები არ ჩამჩები ჩემმაგიერ მიუტანე წადი ნურას მეურჩები ავთანდილ სთქუა არა ვიცი მე უშენოდ ვით დავრჩები

1594. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე რომე ჩაცმა დახურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე ერთი თუალი წამღებელმან ვერა თქვას თუ ცუდად ვზიდე ღამე მზეებრ გაანათლოს ჩნდის სადაცა შეჰხედვიდე

1595. ავთანდილ შეჯდა წავიდა ტარიას გაესალამა იგი ორნივე გაყრისა დაწუნა ცეცხლისა ალამა სრულად ჲინდონი მისტირან ცრემლმან მინდორი დალამა ავთანდილ იტყვის მამკლაო სოფლისა მე სამსალამა

1596. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი გზამან გაყარნა წავიდეს თავის თავ ანატირენი კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი ავთანდილ მიხუდა არაბეთს ნახნა არ ცუდნი ჭირენი

1597. გამოეგებნეს არაბნი სამეფო დააშვენა მან ნახა მზე მისი მირიდა მისთა სურვილთა წყენამან მისთანა ტახტსა დავეჯდა ილხინა მჭვრეტთა ლხენამან გააჴელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან