... (S-2781), XIX ს.

1480. ტარიელ უთხრა სიცილით მან მზემან შუქნაფენამან ხელი მოკიდა ავთანდილს აჰმართა ააყენა მან მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან მაგრამ სჯობს შენცა გალხინოს ჩემმან შენითა ლხენამან

1481. დია მძულს მეტი მოყურისა შიში კრძალვა და რიდობა მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულმძიმობა დიდობა თუ მოყუარეა გულისა ქმნას ჩემკენ მონაზიდობა თუ არ მე ჩემდა იგ მისდა დია სჯობს კიდის კიდობა

1482. მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა რადმცა რა ვკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქვს სანატრელისა

1483. ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით რომე მოგცეს ქალი თვისი მან თვისისა კეთილ ნებით რადგან ბოლო შეყრავეა სიშორესა ვით ეთნებით დააშვენეთ ერთმანერთი კიდის კიდე ნუ დასჭნებით

1484. რა ავთანდილ ტარიასგან სცნა წასულვასა არ დაშლიდა არა კადრა შეცილება საუბარსა ზედა რთვიდა ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა თანა წაყვა განაღამცა მასთანავე გზასა ვლიდა

ტარიელისაგან თვისსავე ქუაბს მისულა დასაჭურჭლეთა ნახვა

1485. ამ საქმესა დაფარულსა ბრძენი დივნოს გააცხადებს ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს ავსა წამერთ შეამოკლებს კარგსა ხანგრძლად გააკულადებს თავსა მისსა უკეთესსა უზადო ჰყოფს არ აზადებს

1486. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი იგი მზენი თანა მიყავს პირი მზისა ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი კიდავს ბროლსა ყორნის ბოლო დაწყობილი დანათხზენი მუნ ბალახშსა აშვენებდეს სინატიფე სინაზენი

1487. იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს მინადირობდეს ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს სადაცა დახუდის ქვეყანა მჭვრეტელთა მოალხინებდეს მოეგებნიან სძღვნობდიან აქებდეს არ აგინებდეს

1488. მას გუანდეს თუმცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა ბრძნად მოუბარეთა შიგან მათ დიდთა მინდორთა ყოვლგნით კაცმიუმხვდარეთა სად ყოფილ იყო ტარიელ მიხუდეს მის კლდისა არეთა

1489. ტარიელ ბრძანა მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა მუნ მივალ სადა ვყოფილ ვარ მჭირდა სადამდის ხელობა ხამს გვიმასპინძლოს ასმათმან მას უც ხორცისა ხმელობა მე რომე გიძღვნი ტურფათა აქოთ ლარისა ჭრელობა

1490. მივიდეს შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა ასმათს უძს ხორცი ირმისა იქმს მასპინძლობაკვეთასა ამხანაგობდეს ლაღობდეს წასულასა მათ საქმეთასა ღმერთსა მადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა

1491. მოიარეს ქუაბოვანი თამაშობდეს მხიარულნი პოვეს იგი საჭურჭლენი ტარიასგან დაბეჭდულნი ვერცა ვისგან დანათვალნი ვერცა ვისგან შეგებულნი არ იტყვიან — არა გვაქვსო იგ ამისთვის გულნაკლულნი

1492. უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესადარები კულავ ფრიდონისნი აავსნა სპა ჰყვა თუ სპასალარები აივსო კაცი ყველაი მაშინ მათ თანა ნარები მაგრამ ძეს რომე საჭურჭლე გუანდა კაცდაუკარები

1493. ფრიდონს უთხრა ვალი თქვენი ჩემგან ძნელად გარდიხდების მაგრამ თქმულა კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების შენი იყოს ყველაკაი შენ წაიღე ვითა გხვდების

1494. ფრიდონ მდაბლად თაყვანი სცაჰკადრა მადლი მეტისმეტი მე მეფეო რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს ვინმცა იყო ვითა კეტი ჩემი ლხინი მუნამდის ა ვირე ვიყო შენი მჭვრეტი

1495. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად სახლსა თვისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად აწ მუნითგან გაემართნეს არაბეთით წავლად გზისად ავთანდილ ა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად

1496. მიხუდეს არაბთა საზღვარსა რა ვლეს მრავალნი ხანები დახუდა სოფლები ციხები ხშირხშირად თანისთანები მუნ მყოფსა ყოვლთა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები

1497. ტარიელ კაცი უგზავნა წინაშე როსტან მეფესა შესთუალა გკადრებ მეფეო სურვილთა სიიეფესა მე მოვალ მეფე ინდოთა დარბაზსა თქვენსა სეფესა გიჩვენებ ვარდსა კოკობსა უფრჭვნელსა მოუკრეფესა

1498. მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა ცდა შეპყრობისა ინრბე შემოტევება ცხენისა მე თქვენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა დავხოცე მონა მრავალი მსახურნი სრისა თქვენისა