... (S-2781), XIX ს.

1347. მე ვერა გიყო ნაცვალი ღმერთი გარდგიხდის ციერი ზეგარდმო მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემმაგიერი შესხდეს და ქუაბსა წავიდეს მათ ლხინი ქონდა ძლიერი აწ გავეაძღო სოფელმან ასმათ ადრითგან მშიერი

1348. ქუაბისა კარსა ასმათი მარტო ზის არბარგოსანი შეხედნა იცნა ტარიელ თანა ყმა ჭარმაგოსანი ორნივე ტურფად იმღერდეს ვით იადონი მგოსანი მაშინვე იცნა ავარდა მოშლილი პერანგოსანი

1349. აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა აწ გაუკვირდა დანახუა სიცილით მომღერალისა ზარაღებული ავარდა ცნობა უც ვითა მთრვალისა არ იცის სმენა ამბისა ჯერ მისგან სასურვალისა

1350. მათ რა [ნახეს] შემოყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით ჱე ასმათო მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით ვპოვეთ მთუარე დაკარგული რაცა გწადდა იგი ვქმენით აწ გავუხდით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით

1351. ავთანდილ ცხენსა გარდახდა ასმათის მოსახვეველად მან მიყო ჴელი ალვასა შტო მოჰყვა მოსარხეველად ყელსა და პირსა აკოცებს არის ცრემლისა მფრქვეველად რა ჰქმენო რა სცან მიამბე ვტირ შენი მოაჯე ველად

1352. ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა ალვისა შტო დამჭნარისა მთვარისა ფერმიხდილისა უთხრა თუ ნახე ნაწერი მის პატიჟ გარდახდილისა მზე მოგვეახლა მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა

1353. ასმათ რა ნახა უსტარი სცნა მისი დანაწერობა გაკვირდა ზარმან აიღო ათრთოლებს ვითა ხელობა ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა სთქუა რა ვნახე რა მესმის არსმცა ამისი მრთელობა

1354. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის ეგე ამბავი მრთელია ლხინი მოგვეცა მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია მზე მოგვეახლა უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია ბოროტსა სძლია კეთილმან — არსება მისი გრძელია

1355. ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა ერთმანერთსა ეხვეოდეს სიხარული ატირებდა ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა კაცსა ღმერთი არ გასწირავს თუცა კაცი შეიგებდა

1356. ღმერთსა მისცეს დიდი მადლი ჰსთქვეს გვიყოო რაცა სჯობდა აწღა ვსცანით უარესსა პირი თქვენი არ გაბრჭობდა ინდოთ მეფე მხიარული ხელგანპყრობით ამას ხმობდა ქუაბს შევიდეს მხიარული ასმათ რასმე მასპინძლობდა

1357. ტარიელ ეტყვის ავთანდილს ისმინე სიტყუა ასები გიამბობ რასმე ამბავსა მოამბედ ნუ გენასები მე ოდეს ქუაბნი წაუხვენ დავხოცე დევთა დასები მას აქათ მათი აქა სძეს საჭურჭლე ძვირნაფასები

1358. მე აგრე არა მინახავს მართ ვითა არა მნდომია მოდი და გავხსნათ შევიგნეთ საჭურჭლე თუ რა ზომია იამა ადგეს ორნივე არცა ქვე ასმათ მჯდომია დალეწეს კარი ორმოცი მათგან არ ზედა ომია

1359. პოვეს საჭურჭლე უსახო კვლა უნახავი თვალისა მუნ იდუა რიყე თუალისა ხელწმიდად განათალისა სჩნდა მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა ვერვისგან დანათვალისა

1360. იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი პოვეს ერთი ზარადხანა აბჯრისათვის სახლად ქმნილი მუნ აბჯარი ყოვლიფერი ასრე იდვა ვითა მწნილი შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი არგახსნილი

1361. ზედა ეწერა აქა ძეს აბჯარი საკვირველიო ჯაჭუ მუზარადი ალმასი ხმალი ბასრისა მჭრელიო თუ ქაჯნი დევთა შეებნენ დღე იყოს იგი ძნელიო უმის ჟამისოდ ვინც გახსნას არის მეფეთა მკვლელიო

1362. კიდობანი გახსნეს პოეს მუნ აბჯარი სამი ტანი რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი ჯაჭვი ხრმალი მუზარადი საბარკული მათი გუანი ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი

1363. თითომან თვითო ჩაიცვეს თავის თავს გამოსცდიდიან ჯაჭვმუზარადსა აბჯარსა მართ ვერა ვერ მოკიდიან ხმალი რკინისა მოჰკრიან ვით ბანბის მკედსა სჭრიდიან მათ უღირს ყოვლად ქვეყანად შევატყევ არ გაჰყიდიან

1364. სთქვეს ესე ნიშნად გვეყოფის ვართო კარგითა ბედითა ღმერთმან მოგუხედნა თუალითა ზეგარდმო მონახედითა აიღეს იგი აბჯარი მკლავთა მბრძოლთ მომწყვედითა თითო მათ ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა

1365. ოქროც რამე წაიტანეს მარგალიტი ღარიბები გამოვიდეს გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები ავთანდილ სთქუა ამას იქით დავმაგრო ხრმალთა ნები ამას ღამე არსად წავალ რა გათენდეს არ დავდგები

1366. აქა მხატუარო დახატე ძმად უმტკიცესად ძმობილნი იგი მიჯნურნი მნათობთა სხვისა ვერვისგან სწრობილნი ორნივე გმირნი მოყმენი მამაცობისა ცნობილნი რა ქაჯეთს მივლენ გასინჯოთ ომი ლახვართა სობილნი