... (S-2781), XIX ს.

1460. იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა სხვილითა ავთანდილს უძღუნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა აივსო სახლი სტვირითა და ოქსინოთა ლბილითა ტარიელ მადლი უბრძანა ლაღმან სიტყვითა ტკბილითა

1461. ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა ყოვლთა დღეთა მიართმიდეს უფასოსა ძღვენსა მზასა დღე და ღამე არ გასწყვედდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა აჰა მიხუდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა

1462. ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღეერთ სიტყვები გულისა არს გული თქვენი საჩემოდ უფროსი ძმისა სრულისა არ გემუქფების სიცოცხლე არცა მოცემა სულისა მე თქვენგან ვპოვე მოკუდავმან ჩემი წამალი წყლულისა

1463. ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება აწ მე მაქუს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება შენ მიდი კითხე რა უნდა მან ქმნას ამისი ცხადება ვით მან დამივსო სახმილი ეგრე მისიცა კმა დება

1464. უთხრა ძმაო რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირახულსა ღ~თი მოგცემს წყალობასა მისგან ზეცით შესახულსა თუ ვერა ვიქმ საწადელსა შენსა შენთვის გაზრახულსა არა ვნახავ სახლსა ჩემსა არ დარბაზსა არცა ხულსა

1465. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა ანუ რით მოგეხმარები ვარჩევ წავიდეთ არაბეთს იყავ ჩემიცა მარები ტკბილის სიტყვითა გავმართოთ და ხრმლითა საომარები თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ მე ჩემსა არ ვექმარები

1466. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა მას გაეცინა გაღიმდა შვენოდა მხიარულობა სთქვა თუ მეშველი რად მინდა მჭირს არავისგან წყლულობა ჩემი მზე არცა ქაჯთა ყავს არცა სჭირს ლხინნაკლულობა

1467. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღმრთისა ნებითა საკრძალავი და უკადრი ლაღი არვისგან ვნებითა არცა რა უმძიმს ქაჯთაგან არცა გრძნეულთა გრძნებითა მასზედა შველა რად მინდა რად მეჭვ რასაცა თნებითა

1468. რა მოვა ჩემთვის განგება ზეცით მოსრულნი ზენანი ღმერთი იწადებს მამივლენ გულის სახმილთა ლხენანი მაშინღა მამხუდეს მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მიდამო რბენანი

1469. მიდი და კადრე ტარიელს პასუხი ჩემგან თხრობილი მადლი რად უნდა მეფეო ხარ რაზომ გინდა ლმობილი ვარ მუცლითგანვე დედისა თქვენად სამონოდ შობილი ღმერთმან მუნამდის მიწა მჰყოს ვირ მეფე იყო ცნობილი

1470. გებრძანა შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქვენისა მუნ მე გლახ ხრმალი არ მიკვეთს არცა სივრცელე ენისა მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა

1471. ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე ინდოეთს გნახო მორჭმული საჯდომთა ზედა მჯდომარე მუნ გვერდსა გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს არვინ ჩნდეს მუნ მეომარე

1472. რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი მაშინღა მივალ არაბეთს მამხუდენ მის მზისა ხლებანი მას ოდესნებავს დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი სხუა თქვენგან არა არ მინდა მძულან ცუდნიღა თნებანი

1473. რა ფრიდონ კადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი მან ბრძანა მაგას არა ვიქმ ამას არ უნდა მისანი ვითა მან პოვნა მიზეზნი ჩემისა სულთა დგმისანი ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალგულნი ძმისანი

1474. მიდი უთხარ ჩემმაგიერ სიტყვა ჩემგან არ ნათნები მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები ვეჭუ მრავალი დამეხოცოს მონა მისგან საყვარლები ვითხოვ ხოლე შენდობასა ეგეთი ღა მოვბრუნდები

1475. ესე უთხარ ამის მეტსა ჰმოციქულობ ნურას ნუო ხუალე წასულა არ დავშალო არცა საქმე გავათუო მე არ მიზამს არაბთ მეფე რომე სიტყვა გავაცრუო ამოდ ვსთხოვო ქალი მისი შევეხვეწო შევაგუო

1476. უანბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა არ დადგებისო ცუდია შენგან ცდისა ღა თქმულობა მას დაუმძიმდა მოედუა კულავ გულსა კვამლალმულობა ასრე ხამს რიდი მეფეთა ყმათაგან მოკრძალულობა

1477. ავთანდილ მივა მუხლმოყრით ტარიას შესახვეწელად ფერხთა ეხვევის აკოცებსაღარ შეხედავს ზე წელად ეტყვის კმა რაცა შევსცოდე როსტანს წლეულად მე წელად კულავ ნუ მიქმ ერთგულობისა გამტეხლად დაცამლეწელად

1478. რასაცა ჰლამი არ მოგცემს მას ღმრთისა სამართალია გამზრდელსა ჩემსა ვით ვკადრო მე საქმე სამუხთალია მე მისთვის ხელი ვით გავძრა ვინ ჩემთვის ფერნამკრთალია ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხრმალია

1479. ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს ვა თუ გაწყრეს გაგულისდეს კუშტი გულსა შეაურვებს ამბავსაცა დამიძვირებს ჭვრეტისათვის მომასურვებს შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს