... (S-4988), XVII-XVIII სს.

1337. მის჻ ქალისა჻ სიბრალული჻ ამანთებს჻ და჻ მიდებს჻ ალსა: მაგრა჻ ქაჯნი჻ უჴორცონი჻ რას჻ აქნევენ჻ მიკუირს჻ ქალსა: ფატმან჻ უთხრა჻ მამისმინე჻ მართლად჻ გხედავ჻ მანდა჻ მკრთალსა: არ჻ ქაჯნია჻ კაცნიაო჻ მინდობიან჻ კლდესა჻ სალსა:

1338. ქაჯნი჻ სახელად჻ მით჻ ჰქუიან჻ არიან჻ ერთად჻ კრებულნი: კაცნი჻ გრძნებისა჻ მცოდნელნი჻ ზედა჻ გაჴელოვნებულნი: ყოველთა჻ კაცთა჻ მავნებნი჻ იგი჻ ვერვისგან჻ ვნებულნი: მათნი჻ შემბმელნი჻ წამოვლენ჻ დამბრმალნი჻ დაწბილებულნი:

1339. იქმენ჻ რასმე჻ საკუირველსა჻ მტერსა჻ თვალსა჻ დაუბრმობენ: ქართა჻ აღსძვრენ჻ საშინელთა჻ ნავსა჻ ზღვასა჻ დაამჴობენ: ვითა჻ ჴმელსა჻ გაირბენენ჻ წყალსა჻ წმიდად჻ დააშრობენ: სწადდეს჻ დღესა჻ ბნელად჻ იქმენ჻ სწადდეს჻ ბნელსა჻ ანათობენ:

1340. ამისთვის჻ ქაჯად჻ უხმობენ჻ გარეშემონი჻ ყველანი: თვარა჻ იგიცა჻ კაცნია჻ ჩვენებრვე჻ ჴორციელანი: ავთანდილ჻ მადლი჻ უბრძანა჻ ცეცხლნი჻ დამივსენ჻ ცხელანი: დიდად჻ მიამა჻ ამბავნი჻ სიტყუანი჻ აწინდელანი:

1341. გულითა჻ ღმერთსა჻ ადიდებს჻ ავთანდილ჻ ცრემლთა჻ მდენელი: თქუა჻ გმადლობ჻ ღ~თო჻ რომელი჻ ხარ჻ ჭირთა჻ მომალხენელი: ყოფილი჻ მყოფი჻ უთქუმელი჻ ყურთაგან჻ მოუსმენელი: წყალობა჻ შენი჻ იჩქითად჻ არს჻ ჩუენი჻ გარდმომფენელი:

1342. მის჻ ამბისა჻ ცნობისათვის჻ ცრემლით჻ ღმერთსა჻ ადიდებდა: ფატმან჻ ეჭუდა჻ თავისათვის჻ ამად჻ ცეცხლსა჻ კულავ჻ იდებდა: ყმა჻ ნამუსსა჻ ინახვიდა჻ სიყუარულსა჻ იფერებდა: ფატმან჻ ყელსა჻ ეხვეოდა჻ პირსა჻ მზესა჻ აკოცებდა:

1343. მას჻ ღამით჻ ფატმან჻ იამა჻ ავთანდილ჻ თანა჻ წოლითა: ყმა჻ უნდო჻ გუარად჻ ეხვევის჻ ყელსა჻ ყელითა჻ ბროლითა: ჰკლავს჻ თინათინის჻ გონება჻ ძრწის჻ იდუმლითა჻ ძრწოლითა: გული჻ ხელ჻ ქმნილი჻ გასჭრია჻ მჴეცთავე჻ თანა჻ რბოლითა:

1344. ავთანდილ჻ მალვით჻ ცრემლსა჻ სწვიმს჻ დენად჻ სისხლ჻ ნართავისად: შიგან჻ მელნისა჻ მორევსა჻ ცურავს჻ გიშრისა჻ ნავი჻ სად: იტყუის჻ თუ჻ მნახეთ჻ მიჯნურნო჻ იგი჻ ვინ჻ ვარდი჻ ა჻ ვისად: უმისოდ჻ ნეხუთა჻ ზედა჻ ვზი჻ ბულბული჻ მსგავსად჻ ყუავისად:

1345. მუნ჻ ცრემლნი჻ მისგან჻ ნადენნი჻ ქვათაცა჻ დასალბონია: გიშრისა჻ ტეური჻ აგუბებს჻ ვარდისა჻ ველსა჻ ფონია: ფატმან჻ მას჻ ზედა჻ იხარებს჻ მართ჻ ვითა჻ იადონია: თუ჻ ყუავი჻ ვარდთა჻ იშოვნის჻ თავი჻ ბულბული჻ ჰგონია:

1346. გათენდა჻ ბანად჻ წავიდა჻ მზე჻ სოფელს჻ შუქ჻ ნაკიდები: დიაცმან჻ უძღუნა჻ მრავალი჻ კაბა჻ ყაბაჩა჻ რიდები: მრავალი჻ ფერი჻ სულნელი჻ ტურფა჻ პერანგი჻ წმიდები: რაცა჻ გწადდესო჻ ჩაიცვი჻ მე჻ ნურას჻ ნუ჻ მერიდები:

1347. ავთანდილ჻ თქვა჻ საქმე჻ ჩემი჻ გავაცხადო჻ ამა჻ დღესა: სამოსისა჻ ვაჭრულისა჻ ცმა჻ აქამდის჻ დაეწესა: მას჻ დღე჻ ყოვლი჻ საჭაბუკო჻ შეიმოსა჻ ტანსა჻ მხნესა: მოიმატა჻ დაშვენება჻ დაემსგავსა჻ ლომი჻ მზესა:

1348. ფატმანს჻ პური჻ შეეკაზმა჻ ავთანდილის჻ საწუეველად: ყმა჻ შევიდა჻ მოკაზმული჻ მხიარულად჻ არ჻ პირ჻ ბნელად: ფატმან჻ ნახა჻ გაუკვირდა჻ ვაჭრულისა჻ უმოსელად: შემოსცინნა჻ აგრე჻ სჯობსო჻ შენთვის჻ ხელთა჻ სასურველად:

1349. ფატმან჻ მისსა჻ შვენებასა჻ მეტის჻ მეტად჻ ჰკუირდებოდა: მან჻ პასუხი჻ არა჻ გასცა჻ თავის჻ წინა჻ ღიმდებოდა: შეეტყუების჻ არ჻ მიცნობსო჻ რა჻ რეგუნადა჻ რაგვარ჻ ჴმობდა: თუმცა჻ რასმე჻ იფერებდა჻ მეტი჻ არა჻ ჰგავიდოდა:

1350. პური჻ ჭამეს჻ გაიყარნეს჻ ყმა჻ მივიდა჻ მისსა჻ შინა: ღვინო჻ სმული჻ მხიარული჻ დაწუა჻ ამოდ჻ დაიძინა: საღამოჟამს჻ გაიღვიძა჻ შუქი჻ ველთა჻ მოაფინა: ფატმან჻ უჴმო჻ მოდი჻ მნახე჻ მარტო჻ ვარო჻ თავის჻ წინა:

1351. ფატმან჻ მივიდა჻ ავთანდილს჻ ჴმა჻ ესმა჻ მისგან჻ ოხისა: იტყოდა჻ მამკლავს჻ უცილოდ჻ ტანი჻ ალვისა჻ მოხისა: გვერდსა჻ დაისვა჻ ბალიში჻ მისცა჻ მისისა჻ ნოხისა: ვარდისა჻ ბაღსა჻ უჩრდილობს჻ ჩრდილი჻ წამწამთა჻ ქოხისა:

1352. ავთანდილ჻ ბრძანა჻ ჰე჻ ფატმან჻ ვიცი჻ ეს჻ საქმე჻ შენია: დაჰკრთები჻ ამა჻ ამბავსა჻ მართ჻ ვითა჻ გუელ჻ ნაკბენია: მაგრამ჻ აქამდი჻ მართალი჻ შენ჻ ჩემი჻ არა჻ გსმენია: ჩემნი჻ მამკლველნი჻ წამწამნი჻ შავნი჻ გიშრისა჻ ხენია:

1353. გგონივარ჻ ვინმე჻ ვაჭარი჻ პატრონი჻ ქარავანისა: მე჻ ვარ჻ სპასპეტი჻ მაღლისა჻ მეფისა჻ როსტევანისა: თავადი჻ სპისა჻ დიდისა჻ მათისა჻ შესაგვანისა: მაქუს჻ პატრონობა჻ მრავლისა჻ საჭურჭლე჻ მგზავსი჻ ხანისა:

1354. შენ჻ გიცი჻ კარგი჻ მოყვარე჻ ერთგული჻ მისანდობელი: მათ჻ უზის჻ ერთი჻ ასული჻ მზე჻ ჴმელთა჻ მანათობელი: იგია჻ ჩემი჻ დამწველი჻ და჻ ჩემი჻ დამადნობელი: მან჻ გამამგზავნა჻ დავაგდე჻ პატრონი჻ მათი჻ მშობელი:

1355. რომე჻ შენ჻ ქალი჻ გყოლია჻ მე჻ ძებნად჻ მისვე჻ ქალისა: მივლია჻ ყოვლი჻ ქუეყანა჻ მის჻ მზისა჻ მონაცვალისა: მისთვის჻ გაჭრილი჻ მინახავს჻ წევს჻ ლომი჻ ფერნამკრთალისა: გამცუდებელად჻ თავისად჻ მის჻ გულისა჻ და჻ ძალისა:

1356. ავთანდილ჻ ფატმანს჻ ყოველი჻ უთხრა჻ ამბავი჻ თავისა: ამბავი჻ ტარიელისგან჻ შემოსვა჻ ვეფხის჻ ტყავისა: უბრძანა჻ შენ჻ ხარ჻ წამალი჻ ჯერთ჻ შენგან჻ უნახავისა: ღონე჻ წამწმისა჻ ჴშირისა჻ ყორნის჻ ფრთებ჻ ნაფუშავისა: