... (H-66), 1832 წ.

1328. იტყვის თუ ნაქმრად არ ვარგა: კაცისა გასწავლილისა აწ რადღა გვმართებს ტირილი: ხამს დავსხდეთ ქმნად ღიმილისა ადეგ წავიდეთ საძებრად: მის მზისა წახდომილისა ადრე მიგიყვან მიყვანა: არს შენგან მონდომილისა

1329. ვითა გვმართებს გახარება: პირველ აგრე გავიხარნეთ მერმე შევსხდეთ გავემართნეთ: ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ ჴრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ: მათნი ზურგით დავიყარნეთ უჭირველნი შემოვიქცეთ: იგი მძორთა დავადარნეთ

1330. მერმე ტარიელ ამბავსა: ჰკითხავს აღარა ბნდებოდა შეხედნის თვალნი ამართნის: შავ თეთრი ელვა კრთებოდა მართ ვითა ლალსა მზისაგან: მას ფერი ეზარდებოდა ვინ ღირსა თუმცა წყალობით: ცა მიწყივ მობრუნდებოდა

1331. ავთანდილს მადლი უბრძანა ქნა უყო საუბარისა მე შენი ქება ვითა ვთქვა ბრძენთაგან საქებარისა ვითა მზე მთისა წყარომა მომრწყე ყვავილი ბარისა დამწყვიტე დენა ცრემლისა ნარგისთა ნაგუბარის

1332. მე ვერა გიყო ნაცვალსა: ღ~თი გარდგიხდის ციერი ზეგარდმო მისით შემოგზღოს: მუქაფა ჩემ მაგიერი შესხდეს და შინა წავიდეს: მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი აწ გავეაძღო სოფელმან: ასმათ ადრითგან მშიერი

1333. ქვაბისა კარსა ასმათი: მარტო ზის არ ბარგოსანი შეხედნა იცნა ტარიელ: თანა ყმა ჭარმაგოსანი ორნივე ტურფად იმღერდეს: ვით იადონი მგოსანი მაშინვე იცნა ავარდა: შიშველი პერანგოსანი

1334. აქამდის მიწყივ ენახა: ქვაბს მისულა მოტირალისა აწ გაუკვირდა დანახვა: სიცილით მომღერალისა ზარ აღებული ავარდა: ცნობა უც ვითა მთვრალისა არ იცის სმენა ამბისა: ჯერთ მისგან სასურვალისა

1335. მათ რა ნახეს შემოჰყივლეს: სიცილით და კბილთა ჩენით ჱე ასმათო მოგვივიდა: მოწყალება ღ~თისა ზენით ვპოვეთ მთვარე დაკარგული: რაცა გწადდა იგი ვქენით აწ გავხდითო ბედისაგან: ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით

1336. ავთანდილ ცხენსა გარდახდა: ასმათის მოსახვეველად მან მიჰყო ჴელი ალვასა: შტო მოჰყვა მოსარხეველად ჴელსა და პირსა აკოცებს: არის ცრემლისა მფრქვეველად რა სცანო რა ჰქენ მიამბე: ვტირ შენი მოაჯე ველად

1337. ავთანდილ ასმათს უსტარი: მისცა მისისა ზრდილისა ალვისა შტო დამჭკნარისა: მთვარისა ფერ მიხდილისა უთხრა თუ ნახე ნაწერი: მის პატიჟ გარდახდილისა მზე მოგვეახლა მოგვეცა: ჩვენ მოშორვება ჩრდილისა

1338. ასმათ რა ნახა უსტარი: ცნა მისი დანაწერობა გაკვირდა ზარმან აიღო: ათრთოლებს ვითა ხელობა ტერფით თხემამდის გაუხდა: მას დიდი საკვირველობა იტყვის რა ვნახე რა მესმის: არსცმა ამისი მრთელობა

1339. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის: ეგე ანბავი მრთელია ლხინი მოგვეცა მოგვშორდა: ყოველი ჭირი ძნელია მზე მოგვეახლა უკუნი: ჩვენთვის აღარა ბნელია ბოროტსა სძლია კეთილმან: არსება მისი გრძელია

1340. ინდოთ მეფე მხიარული: ასმათს რასმე უბრძანებდა ერთმანერთსა ეხვეოდეს: სიხარული ატირებდა ვარდსა ზედან ყორნის ბოლო: ნამსა თხელსა აპკურებდა კაცსა ღ~თი არ გასწირავს: თუმცა კაცი შეიგებდა

1341. ღ~თსა მისცეს დიდი მადლი: თქვეს გვიყოო რაცა სჯობდა აწყა ვსცანით უარესსა: პირი თქვენი არ გაბრჭობდა ინდოთ მეფე ჴელ აპყრობით: მხიარული ამას ჰჴმობდა ქვაბს შევიდეს მხიარულნი: ასმათ რასმე მასპინძლობდა

1342. ტარიელ ეტყვის ავთანდილ: ისმინე სიტყვა ასები გიამბობ რასმე ამბავსა: მოამბვედ ნუ გენასები მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ: დავხოცე დევთა დასები მას აქათ მათი აქა ძეს: საჭურჭლე ძვირ ნაფასები

1343. მე აგრე არა მინახავს: მართ ვითა არა მნდომია მოდი და გავხსნათ შევიგნეთ: საჭურჭლე თუ რა ზომია იამა ადგეს ორნივე: არცა ქვე ასმათ მჯდომია დალეწეს კარი ორმოცი: მათგან არ ზედა ომია

1344. პოვეს საჭურჭლე უსახო: კვლავ უნახავი თვალისა მუნ იდვა რიყე თვალისა: ჴელ წმიდად განათალისა ჩნდის მარგალიტი ოდენი: ბურთისა საბურთალისა ვინმცა ქმნა რიცხვი ოქროსა: ვერვისგან დანათვალისა

1345. იგი სახლი ორმოცივე: შიგან იყო გატენილი პოვეს ერთი ზარადახანი: აბჯრისათვის ახლად ქნილი მუნ აბჯარი ყოვლი ფერი: ასრე იდვა ვითა მწნილი შიგან ერთი კიდობანი: დაბეჭდილი არ გახსნილი

1346. ზედა ეწერა აქა ძეს: აბჯარი საკვირველიო ჯაჭვ მუზარადი აბჯარი: ჴმალი ბასრისა მჭრელიო თუ ქაჯნი დევთა შეებნენ: იყოს დღე იგი ძნელიო უმისჟამისოდ ვინც გახსნას: იყოს მეფეთა მკუვლელიო

1347. კიდობანი გახსნეს პოვეს: მუნ აბჯარი სამი ტანი რასაცა ვით შეიმოსენ: მეომარნი სამნი ყმანი ჯაჭვი ხრმალი მუზარადი: საბარკული მათი გვანი ზურმუხტისა ბუდებითა: იყვნეს ვითა ლუსკუმანი