... (H-3061), XVIII ს.

1329. წადი: უსტარო: ისწრაფე: თუ: მუჴლი: ჰქონდეს: მალები჻ დაგნატრი: მიხვალ: დაგხუდების: ბროლი: სათი: და: ლალები჻ ბედათ: შენ: მჯობხარ: უსტარო: გნახვენ: დამწველის: თვალები჻ შენს: უკან: ჩემი: სიცოცხლე: თუ: გესმის: არ: გებრალები჻

1330. ფატმან: მისცა: დაწერილი: მას: გრძნეულსა: ჴელოვანსა჻ ესე: წიგნი: მიართვიო: ქალსა: მზისა: დასაგვანსა჻ მან: გრძეულმან: მოლი: რამე: წამოისხა: ზედან: ტანსა჻ მასვე: წამსა: გარდიკარგა: გარდაფრინდა: ბანის: ბანსა჻

1331. წავიდა: ვითა: ისარი: კაცისა: მშვილდ ფიცხელისა჻ რა: ქაჯეთს: შეჰჴდა: ქნილ: იყო: ოდენ: ბინდ: ბანდი: ბნელისა჻ უჩინოდ: შევლო: სიმრავლე: მოყმისა: კართა: მცველისა჻ მას: მზესა: ჰკადრა: სალამი: მისისა: სასურველისა჻

1332. ციხისა: კარნი: დახშულნი: შევლნა: მართ: ვითა: ღიანი჻ შევიდა: ზანგი: პირშავი: თმა: გრძელი: ტან: ნაბდიანი჻ იგი: მზე: დაკრთა: ეგონა: სამოსი: რამე: ზიანი჻ შესცვალა: ვარდი: ზაფრანად: ლაჟვარდის: ფერადიანი჻

1333. ქაჯმან: უთხრა: ვინ: გგონივარ: ანუ: აგრე: ვით: დაბნდები჻ მე: ვარ: მონა: ფატმანისა: თქვენს: წინაშე: ნამგზავრები჻ ამა: წიგნმან: გამამართლოს: არ: ტყუილად: გეუბნები჻ მზისა: შუქნი: მოიცადენ: ვარდო: ადრე: ნუ: დაჭნები჻

1334. პირმზე: გაჰკვირდა: ფატმანის: ამბითა: საკვირველითა჻ ნუშნი: გააპნა: შეიძრნეს: სათნი: გიშრისა: წნელითა჻ მას: იგი: წიგნი: მონამან: მისცა: თავისა: ჴელითა჻ სულთქვამს იკითხავს: უსტარსა: ალტობს: ცრემლითა: ცხელითა჻

1335. მონასა: ჰკითხავს: მიამბე: ვინ: არის: ჩემი: მძებნელი჻ ანუ: ვინ: მიცის: ცოცხალი: მიწათა: ზედან: მტკეპნელი჻ მან: მოახსენა: ვიკადრებ: რასაც: ოდენ: ვარ: მცნებელი჻ რა: წამოსრულხარ: მასაქეთ: შენგან: ჩვენია: მზე: ბნელი჻

1336. ფატმანის: გული: მასაქათ: ლახვართა: შენახევია჻ მას: რომე: ცრემლი: სდიოდის: ზღვათაცა: შენართევია჻ მე: ერთხელ: შენი: ამბავი: მისთვის: კულა: მიმირთმევია჻ ღ~თსა: ვიმოწმებ: მას: აქეთ: ტირილი: არ: დალევია჻

1337. აწ: ვინმე: მოყმე: მოვიდა: შვენიერითა: პირითა჻ მან: უთხრა: წურილად: ყველაი: თქვენ: ხართ: რათაცა: ჭირითა჻ იგია: შენი: მძებნელი: მკლავითა: ვითა: გმირითა჻ მე: გამამგზავნეს: დამვედრეს: სწრაფა: სწრაფითა: ხშირითა჻

1338. ქალმან: უთხრა: მემართლების: ყმაო: შენი: ნაუბარი჻ ფატმან: ჩემი: არ: იცოდა: ვიყავ: ვისი: წანაგვარი჻ უღონიოდ: არის: სადმე: ჩემი: ცეცხლთა: მამდებარი჻ მე: მიუწერ: შენცა: ჰკადრე: ვარ: ვითამცა: გულ: მდუღარი჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთან მიწერილი჻

1339. პირმზე: ვსწერ: აჰა: ხათუნო: დედისა: მჯობო: დედაო჻ მისგან: ტყუე: ქმნილმან: სოფელმან: რა: მიყო: ამას: ხედაო჻ მე: გლახ: მათ: ჩემთა: პატიჟთა: სხვაცა: დამერთო: ზედაო჻ აწ: ვნახე: შენი: უსტარი: მე: დიდად: მეიმედაო჻

1340. შენ: ორთა: დამხსენ: გრძნეულთა: გამიადვილე: ჭირები჻ აწ: აქა: სრულთა: ქაჯთაგან: ვარ: ასრე: დანამჭირები჻ ერთსა: მცავს: ერთი: სამეფო: ბევრი: ათასი: გმირები჻ ავად: მამიჴდა: თათბირი: და: ჩემი: დანაპირები჻

1341. სხვა ამბავი: აქაური: მეტი: რამცა: მოგიწერე჻ ქაჯთა: მეფე: არ: მოსულა: არცა: მოვლენ: ქაჯნი: ჯერე჻ მაგრამ: სპანი: უთვალავნი: მცვენ: და: მათი: სიალფერე჻ რასა: ჰქვიან: ძებნა: ჩემი: არ: ეგების: დაიჯერე჻

1342. ვინცაღა: ჩემი: მძებნელი: მოსრულა: ცუდ: მაშურალია჻ იჭირვის: იწვის: ენთების: ჩემი: ჰსწვავს: ცეცხლებრ: ალია჻ მაგრა: მას: ვნატრი: უნახავს: მზე: ამად: არ: დამზრალია჻ უმისოდ: ჩემი: სიცოცხლე: ვაიმე: რა: დიდი: ბრალია჻

1343. შენ: ამბავი: არ: გიამბე: მაშინ: ამად: დაგიმალე჻ ვერ: იტყოდა: ენა: ჩემი: თავი: ჭირთა: გავაკრძალე჻ გეხვეწები: საყუარელსა: შემახვეწე: შემაბრალე჻ ნუ: წამოვა: ძებნად: ჩემად: მიუწერე: შეცასთვალე჻

1344. მე: რომ: მჭირს: კმარის: ნუ: მამკლავს: ამისითავე: სწორითა჻ მას: მკვდარსა: ვნახავ: მოვკუდები: მე: სიკუდილითა: ორითა჻ ვერასვინ: მარგებს: დასტურად: ვიცი: არ: რამე: ჭორითა჻ არ: დაგმორჩილდეს: დამქოლე: შავისა: ქვითა: ყორითა჻

1345. გეთქუა: ნიშნისა: გაგზავნა: აწ: ესე: განამჟღავნია჻ მისეულთავე: რიდეთა: ნაკვეთი: გამიგზავნია჻ ესენი: ჩემთვის: მის: გამო: ტურფანი: სანახავნია჻ თუცა: თუ: ფერად: ბედისა: ჩემისა: მსგავსად: შავნია჻

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თანა მიწერილი჻

1346. აწ: საყუარელსა: მიუწერს: გულ: ამოსკუნილი: მტირალი჻ მისმავე: ცრემლმან: დაუვსის: ვის: ედებოდა: ვის: ალი჻ დაწერა: წიგნი: მსმენელთა: გულისა: გასაგმირალი჻ ვარდი: გააპის: გამოჩნდის: მუნ: ბროლი: გამამჭვირვალი჻