... (Q-1335), XVIII ს.

1331. როშაქ ბრძანა მოცავინ მკლავს მე ტირილსა არ დავხუდები მინდორს წავალ ვიმეკობრებ ალაფითა ავივსები შინა მოვალ შოებული ადრე ზედა მოვესწრები მეფე დისა დატირებად წავიდოდეს წაცავჰყუები

1332. გუითხრა მისთა ჴელისათა წავალ თანა წამომყევით წა{გ}ვიტანა მონა ასი ყუელაკაი მისგან რჩევით დღისით მზისით ვმეკობრობდით ღამეთაცა ვიყუნით თევით დია ვლეწეთ ქარავანი ლარი ჩუენკენ გარდმოვდევით

1333. მინდორ მინდორ მოვდიოდით ჩუენ ღამესა დია ბნელსა დიდი რამე სინათლენი გამოგუიჩნდეს შუა ველსა ვთქუით თუ მზეა ნუ თუ ზეცით ჩამოჭრილა ზედან ჴმელსა დაბნეულნი მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა

1334. ზოგთა ვთქუით არის ცისკარი ზოგთა ვთქუით არის მთვარეო მას დარაზმულთა მივმართეთ ახლოსმცა ვნახეთ ბარეო შორს მოუარეთ მივედით შემოვადეგით გარეო მით ნათლიდაღმა გამოჰჴდა ჴმა ჩუენი მოუბარეო

1335. გუითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო თქუენ სახელნი თქუენი თქუენით გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ მერიდენით ესე გუესმა მოვადეგით ალყად გარე მოვერტყენით პირმზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თუალით ჩუენით

1336. უჭურიტეთ პირსა მნათობსა ელვათა მაელვარებსა მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა ძუირ ძუირად გუეუბნებოდა სიტყუასა რასმე წყნარებსა კბილთაგან შუქი შეადგა ზედან გიშრისა არებსა

1337. კულავ ვეუბენით მას მზესა ტკბილ მოუბარითა ენითა არ მონა იყო ტყუოდა ჩუენ ესე შევიგენითა როშაქ შეატყო ქალობა გუერცა წაუდგა ცხენითა აღარ გაუშვით დაჭირვა ვჰკადრეთ ჴითა ჩუენითა

1338. კულა ვკითხეთ გუითხარ მართალი საქმე შენ მზეებრ ნათლისა ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხუალ მანათობელი ბნელისა მან არა გუითხრა გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა რა საბრალოა გავსილი მთუარე ჩანთქმული გუელისა

1339. არცა რა ცხადი ამბავი არცა რა დასამალავი არა არ გუითხრა ვინ იყო ან ვისგან ნამუხთალავი ქუშ ქუშად გუეუბნებოდა კუშტი თავისა მკრძალავი ვითა ასპიტი მჭურეტელთა მისით თუალითა მლალავი

1340. როშაქ გუიბრძანა ნუ ჰკითხავთ აწ თურე არ სათქმელია ამისა საქმე უცხოა საამბობლადცა ძნელია ბედი მეფისა ჩუენისა არსითგან სანატრელია მით რომე ღ~თი მას მისცემს რაც უფრო საკუირველია

1341. ესე ღ~თსა მისაგურელად მისად ჩუენთუის მოუცდია მიუტანოთ არმაღანად დაგუიმადლებს მეტად დია თუ დავმალავთ გავმჟღავნდებით მეფე ჩუენი ამაყია პირველ მათი შეცოდება მერმე დიდი აუგია

1342. მივამოწმენით თათბირნი არ კიდე გავაკიდენით დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ მას წინა მოვეკიდენით არცა რა ვჰკადრეთ ჴელ და ჴელ არცა თუ წავეკიდენით იგი ტირს ღაწუსა გულ მდუღრად ჩარცხის ცრემლისა კი დენით

1343. მე როშაქს ვჰკადრე გამიშუი კულა ადრე თქუენი მხლებელი აწ გულანშარო ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი მან გამომიშვა აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი თანა წაგიტან წაცავალ მე მათი ზედა მსწრებელი

1344. მათ კაცთა დიდად იამა ესე ამბავი მონისა მე გავიგონე შერემშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა მენიშნა ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა ცოტაი ლხენა მომეცა მსგავსი დრამისა წონისა

1345. მოვიყუანე იგი მონა ახლოს დავსუი ჩემსა წინა ვჰკითხე მითხარ რას იტყოდი გაგონება მეცა მინა მან იგივე კულა მიამბო რაცა მუნით მომესმინა მან ამბავმან გამაცოცხლა სულ მობრძავი დამარჩინა

1346. მე ორნი შავნი მონანი მყუანან სავსენი გრძნებითა უჩინოდ წავლენ წამოვლენ მათითა ჴელოვნებითა მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ ვარქუი თუ ნუ დადგებითა მაცნობეთ მისი ამბავი თქუენითა მოქმედებითა

1347. სამ დღე მოვიდეს მიამბეს ფიცხლა ებიჯა გზისადა მიუგვრიაო მეფისა ზღუათ იქით წამავლისადა ვერ ვის შეუდგმან საჭურეტლად თუალნი მართ ვითა მზისადა ქუე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა

1348. როსანს შევრთოთო დულარდუხტს მეფესა უბრძანებია ჯერ ქორწილობად არა მცალს აწ გული ცეცხლნადებია შემოვიქცევი შევისძლობ ვინ ცისა მზედ ნაქებია ციხეს დაუსუამს ხადუმი ერთაი უახლებია

1349. ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია მით რომე გზაა საჭირო მტერნი საომრად მზანია ქუე დაუყრია მოყმები ვინც უფრო გულო[ვ]ანია დაეყო[ვ]ნების წასრულა ჯერეთო ცოტაი ხანია

1350. ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია მას კლდესა შუა გუირაბი ასაძრომელი ჴურელია მუნ არის მარტო მნათობი მისთა შემყრელთა მწუელია