... (S-4988), XVII-XVIII სს.

1317. ზოგთა჻ ვთქუით჻ არის჻ ცისკარი჻ ზოგთა჻ ვთქუთ჻ არის჻ მთვარეო: მას჻ დარაზმულთა჻ მივმართეთ჻ ახლოსმცა჻ ვნახეთ჻ ბარეო: შორს჻ მოუარეთ჻ მივედით჻ შემოვადეგით჻ გარეო: მით჻ ნათლიდაღმე჻ გამოჴდა჻ ჴმა჻ ჩვენი჻ მოუბარეო:

1318. გვითხრა჻ ვინ჻ ხართ჻ ცხენოსანნო჻ თქუენ჻ სახელნი჻ თქუენი჻ თქუენით: გულანშაროთ჻ მოციქული჻ ქაჯეთს჻ მივალ჻ მერიდენით: ესე჻ გვესმა჻ მოვადეგით჻ ალყად჻ გარე჻ მოვერტყენით: პირმზე჻ რამე჻ ცხენოსანი჻ გავიცადეთ჻ თვალით჻ ჩუენით:

1319. უჭურიტეთ჻ პირსა჻ მნათობსა჻ ელვათა჻ მაელვარებსა: მისი჻ ციმციმი჻ მზისაებრ჻ ეფინებოდა჻ არებსა: ძვირ჻ ძვირად჻ გვეუბნებოდა჻ სიტყვასა჻ რასმე჻ წყნარებსა: კბილთაგან჻ შუქ჻ შეადგა჻ ზედან჻ გიშრისა჻ სარებსა:

1320. კულავ჻ ვეუბენით჻ მას჻ მზესა჻ ტკბილ჻ მოუბრითა჻ ენითა: არ჻ მონა჻ იყო჻ ტყუოდა჻ ჩუენ჻ ესე჻ შევიგენითა: როშაქ჻ შეატყო჻ ქალობა჻ გვერდსცა჻ წაუდგა჻ ცხენითა: აღარ჻ გავუშვით჻ დაჭირვა჻ ვჰკადრეთ჻ ჴელითა჻ ჩვენითა:

1321. კულავ჻ ვკითხეთ჻ გუითხარ჻ მართალი჻ საქმე჻ შენ჻ მზებრ჻ ნათელისა: ვისი჻ ხარ჻ ვინ჻ ხარ჻ სით჻ მოხვალ჻ მანათობელი჻ ბნელისა: მან჻ არა჻ გვითხრა჻ გაუშვა჻ წყარო჻ ცრემლისა჻ ცხელისა: რა჻ საბრალოა჻ გავსილი჻ მთვარე჻ ჩანთქმული჻ გუელისა:

1322. არცარა჻ ცხადი჻ ამბავი჻ არცარა჻ დასამალავი: არა჻ არ჻ გვითხრა჻ ვინ჻ იყო჻ ან჻ ვისგან჻ ნამუხთალავი: ქუშ჻ ქუშად჻ გვეუბნებოდა჻ კუშტი჻ თავისა჻ მკრძალავი: ვითა჻ ასპიტი჻ მჭურეტელთა჻ მისთა჻ თვალითა჻ მლალავი:

1323. როშაქ჻ გვიბრძანა჻ ნუ჻ ჰკითხავთ჻ აწ჻ თურე჻ არ჻ სათქმელია: ამისა჻ საქმე჻ უცხოა჻ საამბობლადცა჻ ძნელია: ბედი჻ მეფისა჻ ჩვენისა჻ არსთაგან჻ სანატრელია: მით჻ რომე჻ ღ~თი჻ მას჻ მისცემს჻ რაც჻ უფრო჻ საკვირველია:

1324. ესე჻ ღ~თსა჻ მისაგურელად჻ მისად჻ ჩუენთვის჻ მოუცდია: მიუტანოთ჻ არმაღანად჻ დაგვიმადლებს჻ მეტად჻ დია: ნუ჻ დავმალავთ჻ გავმჟღავნდებით჻ მეფე჻ ჩვენი჻ ამაყია: პირველ჻ მათი჻ შეცოდება჻ მერმე჻ დიდი჻ აუგია:

1325. მივამოწმენით჻ თათბირნი჻ არ჻ კიდე჻ გავაკიდენით: დავბრუნდით჻ ქაჯეთს჻ მივმართეთ჻ მას჻ წინა჻ მოვეკიდენით: არცა჻ რა჻ ვჰკადრეთ჻ ჴელისჴელ჻ არცა჻ თუ჻ წავეკიდენით: იგი჻ ტირს჻ იწვუს჻ გულ჻ მდუღრად჻ ჩარცხის჻ ცრემლისა჻ კი჻ დენით:

1326. მე჻ როშაქს჻ ვჰკადრე჻ გამიშვი჻ კულა჻ ადრე჻ თქუენი჻ მხლებელი: აწ჻ გულანშაროს჻ ქალაქსა჻ ვარ჻ საქმის჻ რასმე჻ მდებელი: მან჻ გამამიშვა჻ აქ჻ სადმე჻ ლარი჻ მიც჻ წასაღებელი: თანა჻ წავიტან჻ წაცავალ჻ მე჻ მათი჻ ზედა჻ მსწრებელი:

1327. მათ჻ კაცთა჻ დიდად჻ იამა჻ ესე჻ ამბავი჻ მონისა: მე჻ გავიგონე჻ შერემშრა჻ ნაკადი჻ ცრემლთა჻ ფონისა: მენიშნა჻ ყოვლი჻ ნიშანი჻ ვიცან჻ ჩემისა჻ ღონისა: ცოტაი჻ ლხინი჻ მამეცა჻ მსგავსი჻ დრამისა჻ წონისა:

1328. მოვიყვანე჻ იგი჻ მონა჻ ახლოს჻ დავსუი჻ ჩემსა჻ წინა: ვჰკითხე჻ მითხარ჻ რას჻ იტყოდი჻ გაგონება჻ მეცა჻ მინა: მან჻ იგივე჻ კულავ჻ მიამბო჻ რაცა჻ მუნით჻ მამესმინა: მან჻ ამბავმან჻ გამაცოცხლა჻ სულ჻ მობრძავი჻ დამარჩინა:

1329. მე჻ ორნი჻ შავნი჻ მონანი჻ მყუანან჻ სავსენი჻ გრძნებითა: უჩინოდ჻ მივლენ჻ წამოვლენ჻ მათითა჻ ჴელოვნებითა: მოვასხი჻ ქაჯეთს჻ გავგზავნენ჻ ვარქუი჻ თუ჻ ნუ჻ დასდგებითა: მიცანით჻ მისი჻ ამბავი჻ თქუენითა჻ მოქმედებითა:

1330. სამ჻ დღე჻ მოვიდეს჻ მიამბეს჻ ფიცხლა჻ ებიჯა჻ გზისადა: მიუგურიაო჻ მეფისა჻ ზღვას჻ იქით჻ წამავლისადა: ვერვის჻ შეუდგმან჻ საჭურეტად჻ თვალნი჻ მართ჻ ვითა჻ მზისადა: ქვე჻ დაუწინდავს჻ საცოლედ჻ როსან჻ ცოტასა჻ ყმისადა:

1331. როსანს჻ შევრთოთო჻ დულარდუხტს჻ მეფესა჻ უბრძანებია: ჯერ჻ ქორწილობად჻ არა჻ მცალს჻ აწ჻ გული჻ ცეცხლნადებია: შემოვიქცევი჻ შევისძლობ჻ ვინ჻ ცისა჻ მზედ჻ ნაქებია: ციხეს჻ დაუსვამს჻ ხადუმი჻ ერთაი჻ უახლებია:

1332. ყოვლი჻ მცოდნელი჻ გრძნებისა჻ მას჻ თანა჻ წაუტანია: მით჻ რომე჻ გზაა჻ საჭირო჻ მტერნი჻ საომრად჻ მზანია: ქვე჻ დაუყრია჻ მოყმები჻ ვინც჻ უფრო჻ გულოვანია: დაეყოვნების჻ წასულა჻ ჯერთო჻ ცოტაი჻ ხანია:

1333. ქაჯთა჻ ქალაქი჻ აქამდის჻ მტერთაგან჻ უბრძოლველია: ქალაქსა჻ შიგან჻ მაგარი჻ კლდე჻ მაღალი჻ და჻ გრძელია: მას჻ კლდესა჻ შუა჻ გვირაბი჻ ასაძრომელი჻ ჴურელია: მუნ჻ არის჻ მარტო჻ მნათობი჻ ქვე჻ ზის჻ შემყრელთა჻ მწველია:

1334. გვირაბის჻ კარსა჻ ნიადაგ჻ მოყმე჻ სცავს჻ არ჻ პირ჻ ნასები: ათი჻ ათასი჻ ჭაბუკი჻ დგას჻ ყუელაკაი჻ ხასები: ქალაქის჻ კართა჻ სამთავე჻ სამათასსამათასები: გულო჻ გაგსაჯა჻ სოფელმან჻ არ჻ ვიცი჻ და჻ გლახ჻ რას჻ ები:

1335. ესე჻ ამბავი჻ ავთანდილ჻ პირ჻ მზემან჻ მაგრამ჻ ხვადამან: რა჻ მოისმინა჻ იამა჻ სხვად჻ არა჻ გაუცხადა჻ მან: შესწირა჻ ღ~თსა჻ მადლობა჻ ტურფამან჻ დანაბადამან: ამბავი჻ ჩემი჻ სალხინო჻ მითხარო჻ ვისმანღა჻ დამან:

1336. ფატმანს჻ უთხრა჻ საყუარელო჻ კმა჻ ხარ჻ ჩემთვის჻ სასურველად: მე჻ ამბავი჻ სანატრელი჻ მომასმინე჻ არ჻ პირ჻ ბნელად: მაგრამ჻ საქმე჻ ქაჯეთისა჻ გამაგონე჻ უფრო჻ მრთელად: ქაჯნი჻ ყუელა჻ უჴორცოა჻ რამან჻ შექმნა჻ ჴორციელად: