... (H-66), 1832 წ.

1308. რა მოეგონის მოყვარე: სდინდიან ცრემლნი მწარენი ტარიელისკენ იარნა: მან გზანი საწყინარენი უდაბურნი და უგზონი: უცხონი რამე არენი სადაცა ნახის დახოცის: ლომ ვეფხნი მოშამბნარენი

1309. ქვაბნი გამოჩნდეს იამა: იცნა თქვა იგი კლდენია სადაა ჩემი მოყვარე: და ვისთვის ცრემლი მდენია ღირს ვარმცა ვნახო პირის პირ: უამბო რაცა მსმენია არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა: ცუდ ჩემი განავლენია

1310. თუ მოსრულა უღონიოდ: შინა ხანსა არ დაზმიდა მინდორს სადმე წავიდოდა: მხეცისაებრ ველთა ვლიდა სჯობს თუ შამბ შამბ წავიარო: იგონებდა იხედვიდა ესე თქვა და მიუქცია: მინდორთაკე წამოვიდა

1311. მიაცორვებს და იმღერის: მხიარულითა გულითა მართ სახელდებ უყივის: ხმითა მით სიხარულითა ცოტაი წავლო გამოჩნდა: მზე სინათლითა სრულითა შამბისა პირსა ტარიელ: დგას ჴმალთა მომახულითა

1312. ტარიელს ლომი მოეკლა: მით ჴრმალსა სისხლი სცხებოდა შამბისა პირსა ქვეითი: დგა ცხენი არა ხლებოდა ყივილი ავთანდილისა: ესმოდა ეოცებოდა შეხედნა იცნა გაიქცა: მისკენ მირბოდა ხლტებოდა

1313. ჴმალი გასტყორცა ტარიელ: მიმართა მისსა ძმობილსა ყმა ცხენისაგან გარდიჭრა: გვანდა ეტლისა სწრობილსა მათ ერთმანერთსა აკოცეს: გვანან ყელ გარდაჭდობილსა ჴმა შაქრის ფერად გაუხდა: ვარდსა ხშირ ხშირად პობილსა

1314. ტარიელ მოთქუა ტირილით: სიტყვა ნატიფი მჭევრები სისხლისა ღვარმან შეღება: წითლად გიშრისა ტევრები ალვისა წყარო ცრემლისა: მორწყავს ნაკადი ბევრები რადგან შენ გნახე რამგამა: პატიჟი მჭირდეს მე რვები

1315. ტარიელ ტირს და ავთანდილ: სიცილით ეუბნებოდა გაღიმდის ძოწი გააპის: კბილთაგან ელვა კრთებოდა იტყოდა ვსცანო ამბავი: შენ რომე გიამებოდა აწ გაახლდების ყვავილი: ვარდი აქამდის ჭკნებოდა

1316. ტარიელ უთხრა ჱე ძმაო: კმარს დღესა რაცა მლხენია ყოველი ჩემი სალხინო: მინახავს ნახვა შენია სხვად ნუ ყოს ღ~თნ წამალი: არცა რა მოგისმენია კაცმამცა სოფელს ვით პოვა: რაც არა საქმე ზენია

1317. რა ტარიელ არ შესჯერდა: ავთანდილცა არ დასწყნარდა მის ამბისა დაყოვნება: ვეღარ გასძლო აუჩქარდა გამოიღო რიდე მისი: ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა რა ტარიელ ნახა იცნა: გამოუღო შემოვარდა

1318. წიგნი და კიდე რიდისა: იცნა და გაცაშალა მან პირსა დაიდვა დაეცა: ვარდმან ფერითა მკრთალამან სულნი გაექცნეს მოდრიკნა: თავი გიშრისა ტალამან მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი: ვერ კაენ ვერცა სალამან

1319. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს: უსულოდ ქვე მდებარესა შეფრინდა შველად მიმართა: მას ტკბილად მოუბარესა ვერა ვერ არგო დამწვარსა: სრულად ცეცხლ ნადებარსა მისთა ნიშანთა სიცოცხლე: მართ მისი მაიბარესა

1320. ავთანდილ დაჯდა ტირილად: ტირს ხმითა მშვენიერითა ყორანსა გაგლეჯს ხშირ ხშირად: აფრთხობს ბროლისა ჭერითა გახეთქა ლალი გათლილი: ანდამატისა კვერითა მუნით წყარონი გამოხდეს: ძოწსა ვამსგავსე ფერია

1321. პირსა იხოკს ღაწვთა სისხლი: ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა რაცა ვქენო არ უქნია: არცა შმაგსა არცა რეტსა წყალი სწრაფით რად დავასხი: ცეცხლსა ძნელად დაშაშრეტსა ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს: გული ლხინსა მეტის მეტსა

1322. მე მოვკალ ჩემი მოყვარე: რა მმართებს გაწბილებულსა თავსა ვაბრალობ საქმესა: არ დასმით გაგონებულსა ცრუ კაცი კარგა ვერა იქს: საქმესა გაძნელებულსა თქმულა სიწყნარე გმობილი: სჯობს სიჩქარესა ქებულსა

1323. უცნობო ქნილი ტარიელ: ძეს მგზავსად ნატუსალისად ავთანდილ ადგა გამოვლნა: შამბნი საძებრად წყალისად მან პოვა სისხლი ლომისა: მოაქვს სავსებლად ალისად მკერდსა დაასხა გავეხდა: ლაჟვარდი ფერად ლალისად

1324. ავთანდილ მკერდსა დაასხა: მას ლომსა სისხლი ლომისა ტარიელ შეკრთა შეიძრა: რაზმი ინდოთა ტომისა თვალნი აახვნა მიეცა: ძალი ზე წამოჯდომისა ლურჯათ ჩანს შუქი მთვარისა: მზისგან შუქ ნაკრთომისა

1325. ზამთარი ვარდთა გააჴმობს: ფურცელნი ჩამოსცვივიან ზაფხულის მზისა სიახლე: დასწვავს გვალვასა ჩივიან მაგრა მაზედა ბულბულნი: ტურფასა ხმასა ყივიან სიცხე სწვავს ყინვა დააზრობს: წყლულნი ორჯელვე სტკივიან

1326. აგრევე გული კაცისა: მოსაგვარებლად ძნელია ჭირსა და ლხინსა ორზედვე: ზედან მართ ვითა ჴელია მიწყივ წყლულდების საწუთრო: მისი აროდეს მრთელია იგი მიენდოს სოფელსა: ვინცა თავისი მტერია

1327. ტარიელ ნახა ნაწერი: კვლაცა მკვლელისა მისისა იკითხავს თუცა აშეთებს: კითხვა წიგნისა მისისა დაუყვის ცრემლმან სინათლე: ბნელად ჩანს შუქი დღისისა ავთანდილ ადგა დაუწყო: თხრობა სიტყვისა მქისისა