... (H-741), XIX ს.

1422. ქალი ფატმანს ეხვეოდა: ტკბილად იტყვის არ გამწყრალი: ღ~თნ გული გამინათლა: გახეთქილი გაცამწყრალი: აწ აგრე ვარ გავსებული: წინას ვიყავ ვითა მცხრალი: მზემან შუქნი შემომადგნა: ვარდი მით ვჩან არ დამზრალი:

1423. ზღვათა მეფე გარდაიჴდის: მუნ ქორწილსა მეტად დიდსა: ქაჯეთიცა დაუმადლა: არ გაუშვა დღესა შვიდსა: უხვად გასცემს საბოძვარსა: საჭურჭლესა ანაკიდსა: პერპერასა დაპანტულსა: ზედა ჰსცვეთდეს ვითა ხიდსა:

1424. მუნ იდვის გორი ლარისა: სტავრისა და ატლასისა: ტარიელს უძღვნა გვირგვინი: ვერ დანადები ფასისა: იაგუნდისა მრთელისა: ყვითლისა მეტად ხასისა: კვლავ ერთი ტახტი ოქროსა: წითლისა მართ ხალასისა:

1425. ნესტან დარეჯანს ყაბაჩა: უძღვნა შემკული თვალითა: იაგუნდითა წითლითა: ბალახშითა და ლალითა: დასხდეს ორნივე ქალ ყმანი: პირითა ელვა მკრთალითა: მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს: ცეცხლითა მართ ახალითა:

1426. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა: უსაზომო დიდი ძღვენი: ძვირფასისა უნაგირი: უკეთესი თვითო ცხენი: თითო კაბა თვალიანი: უცხო ფერთა შუქთა მფენი: მოახსენეს მადლი რა ვსთქვათ: სვიანამცა დავლა თქვენი:

1427. ტარიელ მადლსა გარდიხდის: ტურფა სიტყვითა ენითა: დიდად ვიამე მეფეო: პირველ ნახვითა თქვენითა: მერმე აგვავსენ მრავლითა: ტურფა ფერითა ძღვენითა: ვიცი შორი შორ არ ჩავლა: ჩვენ თქვენი კარგად ვჰქენითა:

1428. ზღვათა მეფე მოახსენებს: ხელმწიფეო ლომო ქველო: მოახლეთა სიცოცხლეო: ვერ მჭვრეტელთა შორით მკლულო: მზგავსი თქვენი რამცა მეძღვნა: შვენიერო სანახველო: რა მოგშორდე რა მერგების: საჭვრეტელად სასურველო:

1429. ტარელ ფატმანს უბრძანა: მე თავი შენი მიდია: დავ გული შენი ჩემზედა: გარდაუხდელი დიდია: აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე: ქაჯეთით ამიკიდია: მომიცემია წაიღე: არ კიდე მომიყიდია:

1430. ფატმან ხათუნ თაყვანისცა: ჰკადრებს მადლსა მეტის მეტსა: მე მეფეო შენი ნახვა: მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა: რა მოგშორდე რა ვიქნები: მე დამაგდებ ვითა რეტსა: ახ ნეტარძი მოახლეთა: ვაგლახ თქვენსა ვერა მჭვრეტსა:

1431. ზღვათა მეფესა ეტყვიან: ორნივე შუქთა მაფენი: კბილნი ბროლნი და ბაგენი: სადაფთა მოსადაფენი: უთქვენოდ მყოფთა არ გვინდა: ნიშანი ნაჩანგ დაფენი: მაგრა გაგვიშვენ ჟამია: წავიდეთ ვართ მოსწრაფენი:

1432. შენ იყავ მამა მშობელი: და ჩვენი საესავიო: მაგრა ამასცა ვიაჯით: გვიბოძოთ ერთი ნავიო: მეფემან ბრძანა არა მშურს: სამიწოდ თქვენად თავიო: რადგან ისწრაფი რა გკადრო: წა გიწინამძღვრდეს მკლავიო:

1433. მეფემან ნავი ხვამალდი: მოჰკაზმა ზღვისა კიდესა: გამოემართა ტარიელ: გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა: თავსა იცემდეს იგლეჯდეს: თმა წვერსა გაიყრიდესა: ფატმანის ცრემლთა შედენით: თვით ზღვაცა გაადიდესა:

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისვლა:

1434. გამოვლნეს ზღვანი სამთავე: ერთგან ძმად შენაფიცართა: კვლავ ამტკიცებდეს სიტყვათა: მათ პირველ დანამტკიცართა: შვენის მღერა და სიცილი: მათ მისთა არ უიცართა: ბაგეთათ შუქი შეადგის: ზედან ბროლისა ფიცართა:

1435. მუნით კაცი ასმათს თანა: მათ გაგზავნეს მახარობლად: კვლავ ფრიდონის თავადთასა: ნაომართა მათთა მთხრობლად: მანდა მოვა მოიმაღლებს: მზე მნათობთა მამაგრობლად: ჩვენ დამზრალნი აქანამდის: აწ ვიქინებთ დაუზრობლად:

1436. იგი მზე შესვეს კუბოსა: იარეს გზა ზღვის პირისა: მიყმაწვილობდეს უხარის: მათ გარდახდომა ჭირისა: მივიდეს სადა ქვეყანა: იყო ნურადინ გმირისა: მოეგებნიან ისმოდის: ხმა სიმღერისა ხშირისა:

1437. მუნ მიეგება ყოველნი: ფრიდონის დიდებულები: ასმათი სავსე ლხინითა: მას აღარ აჩნდა წყლულები: ნესტან დარეჯანს მოიჭდო: რომე ვერ გახსნის ცულები: აწ გაუსრულა ყოველი: მან მისი ნაერთგულები:

1438. ნესტან დარეჯან ეხვევის: პირსა აკოცებს პირითა: უბრძანა ჩემო ვაგლახ მე: შენცა აგავსე ჭირითა: აწ ღ~თნ მოგვცა წყალობა: ვსცან მისი არ სიძვირით ა: მე გულსა შენსა ეზომსა: არ ვიცი გარდვიხდი რითა:

1439. ასმათ ჰკადრა მადლი ღ~თსა: ვარდნი ვნახენ არ დაზრულნი: ბოლოდ ესრე გააცხადნა: გონებამან დაფარულნი: სიკვდილიცა სიცოცხლედ მჩანს: ოდეს გნახენ მხიარულნი: სჯობს ყოველთა მოყვარულთა: პატრონ ყმანი მოყვარულნი:

1440. დიდებულთა თაჰყვანისცეს: მოახსენეს დიდი ქება: რომე ღ~თნ გაგვახარნა: კურთხეულა მისი ღ~თება: ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი: აღარა გვწვავს ცეცხლთა დება: წყლულსა მისგან დაკოდილსა: მასვე ძალ უც განკურნება: