... (H-741), XIX ს.

1441. მოვიდეს და პირი ხელსა: დასდვეს აგრე გარდაჰკოცნეს: მეფე ეტყვის ძმათა თქვენთა: თავნი ჩვენთვის დაიჴოცნეს: იგი შვებას საუკუნოს: ცხადად პოვეს არ იოცნეს: ერთსა მიხვდეს საზიაროდ: დიდებანი იასოცნეს:

1442. თუმცა მე მათი დახოცა: მტკივის და სატკივარია: მაგრა მათ მიხვდა უკვდავი: მუნ დიდი საჩუქარია: ესე ჰსთქვა ნელად ატირდა: და წვიმა თოვლსა არია: ნარგისთათ იძვრის ბორიო: ვარდსა ზრავს იანვარია:

1443. მუნ ატირდეს ყველაკანი: რა ტირილად იგი ნახეს: რაცა ვისრა დაჰკლებოდა: მათ ტირილით სულთქმით ახეს: დადუმდეს და მოახსენეს: რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს: თქვენთა მჭვრეტთა მღერა მართებს: რასათვისმცა ივაგლახეს:

1444. ვინ ღირსა თქვენსა ეგზომსა: ტირილსა შეჭირვებასა: თქვენთვის სიკუდილი დია ჰსჯობს: მიწათა ზედან რებასა: კვლავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა: ნურათ იქთ გამწარებასა: ღ~თიმცა მუქფად მოგიზღავს: ათასსა გახარებასა:

1445. ავთანდილცა მიუმტკივნა: იტყვის დიდსა სიმძიმილსა: მათ შეასხეს ქება უთხრეს: თავნი მივჰსცნეთ აწ ღიმილსა: რადგან მიხვდა დაკარგული: ლომი მზესა წახდომილსა: აღარა ვსტირთ სატირალსა: აღარ დავსდებთ თვალთა მილსა:

1446. მივიდეს სადა ქალაქი: დიდი მულღაზანზარია: სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა: გახდა ზათქი და ზარია: დაბდაბისა და ქოსისა: ჴმა ტურფად შენათხზარია: მოატყდეს მოქალაქენი: დააგდეს მუნ ბაზარია:

1447. შუკათათ მოდგნეს ვაჭარნი: ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია: შორს უარებდეს სარანგნი: ხელთა აქვს მათ აბჯარია: მოიჯრებოდეს ჯალაბნი: სარანგთა დამსაჯანია: მათად საჭვრეტლად მიშვება: მუნ მათგან სააჯარია:

1448. გადახდეს ფრიდონისასა: სრა ნახეს მოსაწონები: გამოეგება მრავალი: ოქროს სარტყლითა მონები: ფერხთა საფენლად ოქსინო: მართ მათგან არს ნაქონები: თავსა აყრიდეს ოქროსა: ხვეტს ჯარი მუნ ნარონები:

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან:

1449. მათ ქალ ყმათათვის საჯდომი: დაედგა თეთრ ძოწეული: წითელ ყვითლითა თვალითა: ზედა კეკლუცად ფრქვეული: ავთანდილისთვის ყვითელი: და შავი ერთგან რეული: მოვიდეს დასხდეს მჭვრეტელნი: ვსცან მათი სული ლეული:

1450. მგოსანნი მოდგეს ისმოდა: ხმა სიმღერისა ტკბილისა: ქორწილი ჰქმნეს და გამრავლდა: ძღნობა ლარისა ლბილისა: ფრიდონის პურად კარგისა: არ მასპინძლისა წბილისა: ნესტან დარეჯანს უშვენის: ღიმილი ჩენა კბილისა:

1451. მოიღეს ძღვენი უსახო: ფრიდონის არ ალქატისა: ცხრა მარგალიტი სიდიდით: მართ ვითა კვერცხი ბატისა: კვლავ ერთი თვალი სამგზავსო: მზისა შუქ მონამატისა: მას წინა ღამით ძალ ედვის: მხატვარსა ხატვა ხატისა:

1452. კვლავ უძღვნა თვითო ფარღული: გარდასაყრელი ყელისა: მრგულად გათლილისა თვალისა: იაგუნდისა მრთელისა: კვლავ მოაქვს ერთი ტაბაკი: მძლედ საჭირავი ხელისა: ავთანდილისთვის ლომისა: ძღვენი ფრიდონის ქველისა:

1453. იგი ტაბაკი სავსეა: მარგალიტითა მსხვილითა: ავთანდილს უძღვნა ყველაი: არა სიტყვითა წბილითა: აივსო სახლი სტვირითა: და ოქსინოთა ლბილითა: ტარიელ მადლი უბრძანა: ლაღმან სიტყვითა ტკბილითა:

1454. ფრიდონისგან უსაზომო: ქორწილია დღესა რვასა: ყოვლთა დღეთა მიართმიდეს: უფასოსა ძღვენსა მზასა: დღე და ღამე არ გასწყვეტდის: ჩაღანა და ჩანგი ხმასა: აჰა მიხვდეს შესაფერნი: ყმა ქალსა და ქალი ყმასა:

1455. ტარიელ ფრიდონს უბრძანა: დღე ერთ სიტყვები გულისა: არს გული თქვენი საჩემო: უფროსი ძმისა სრულისა: არ გემუქფების სიცოცხლე: არცა მოცემა სულისა: მე თქვენგან ვჰპოვე მოკვდავმან: ჩემი წამალი წყლულისა:

1456. ავთანდილისგან შენც იცი: ჩემთვის თავისა დადება: აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა: მოხმარებისა წადება: შენ მიდი ჰკითხე რა უნდა: მან ქნას ამისი ცხადება: ვითა დამივსო სახმილი: ეგრე მისიცა კმა დება:

1457. უთხრა ძმაო რა გარდიხდის: შენგან ჩემსა ჭირნახულსა: ღ~თი მოგცემს წყალობასა: მისგან ზეცით შესახულსა: თუ ვერა ვიქმ საწადელსა: შენსა შენთვის გაზრახულსა: არა ვნახავ სახლსა ჩემსა: არ დარბაზსა არცა ხულსა:

1458. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა: ანუ რით მოგეხმარები: ვარჩევ წავიდეთ არაბეთს: იყავ ჩემიცა მარები: ტკბილი სიტყვითა გავმართოთ: და ხმლითა საომარები: თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ: მე ჩემსა არ ვექმარები:

1459. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს: ტარიას მოციქულობა: მას გაეცინნეს გაღიმდა: შვენოდა მხიარულობა: თქვა თუ მეშველი რად მინდა: მჭირს არავისგან წყლულობა: ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს: არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა: