... (H-741), XIX ს.

1479. ფრიდონისით გაემართნეს: იგი ლომნი იგი მზენი: თანა მიჰყავს პირი მზისა: ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი: ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო: ჩაწყობილი დანათხზენი: მუნ ბალახშსა აშვენებდეს: სინატიფე სინაზენი:

1480. იგი მზე უჯდა კუბოსა: და აგრე არონინებდეს: მინადირობდეს ნადირსა: მუნ სისხლსა დაადინებდეს: სადაცა დახვდის ქვეყანა: მჭვრეტელთა მოალხინებდეს: მოეგებნიან სძღნობდიან: აქებდეს არ აგინებდეს:

1481. მას ჰგვანდეს თუცა სამყაროს: მზე უჯდა შუა მთვარეთა: იარნეს დღენი მრავალნი: ლაღთა ბრძნათ მოუბარეთა: შიგან მათ დიდთა მინდორთა: ყოვლგნით კაც მიუმხვდარეთა: სად ყოფილ იყო ტარიელ: მიხვდა მის კლდისა არეთა:

1482. ტარიელ ბრძანა მე მმართებს: დღეს თქვენი მასპინძელობა: მუნ მივალ სადა ყოფილ ვარ: მჭირდა სადამდის ხელობა: მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან: მას უძს ხორცისა ხმელობა: მე რომე გიძღვნი ტურფათა: აქოთ ლარისა ჭრელობა:

1483. მივიდეს შიგან გარდახდეს: ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა: ასმათს აქვს ხორცი ირმისა: იქს მასპინძლობა კვეთასა: ამხანაგობდეს ლაღობდეს: წასვლასა მათ საქმეთასა: ღ~თსა მადლობდეს შეცვლასა: ლხინად ჭირისა დღეთასა:

1484. მოიარეს ქვაბოვანნი: თამაშობდეს მხიარულნი: ჰპოვეს იგი საჭურჭლენი: ტარიასგან დაბეჭდულნი: ვერცა ვისგან დანათვალნი: ვერცა ვისგან შეგებულნი: არ იტყვიან არა გვაქვსო: იგ ამისთვის გულ ნაკლული:

1485. უბოძა ტურფა მრავალი: მათ მათი შესადარები: კვლავ ფრიდონისნი აავსნა: სპა ჰყუა თუ სპასალარები: აივსო კაცი ყველაი: მაშინ მათ თანა ნარები: მაგრა ძეს რომე საჭურჭლე: გვანდა კაც დაუკარები:

1486. ფრიდონს უთხრა ვალი შენი: ჩემგან ძნელად გარდიხდების: მაგრა თქმულა კარგის მქნელი: კაცი ბოლოდ არ წახდების: აწ საჭურჭლე რაზომიცა: აქა ძეს და ან იდების: შენი იყოს ყველაკაი: შენ წაიღე ვითა გხვდების:

1487. ფრიდონ მდაბლად თაყვანისცა: ჰკადრა მადლი მეტის მეტი: მე მეფეო რად გგონივარ: უჭკუო და აგრე რეტი: მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს: ვინმცა იყო ვითა კეტი: ჩემი ლხინი მუნამდისა: ვირე ვიყო შენი მჭვრეტი:

1488. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა: მოსასხმელად აქლემისად: სახლსა მისსა მისაღებლად: მის ყველასა საჭურჭლისად: აწ მუნითგან გაემართნეს: არაბეთით მივლად გზისად: ავთანდილა გალეული: შესაყრელად მთვარე მზისად:

1489. მიხვდეს არაბთა საზღვარსა: რა ვლეს მრავალნი ხანები: დახვდეს სოფლები ციხები: ხშირ ხშირად თანის თანები: მუნ შიგა მყოფსა ემოსა: ტანსა ლურჯი და მწვანები: ავთანდილისთვის ყველაი: ცრემლითა არს ნაბანები:

1490. ტარიელ კაცი გაგზავნა: წინაშე როსტან მეფესა: შესთვალა გკადრებ მეფეო: სურვილთა სიიეფესა: მე მოვალ მეფე ჰინდოთა: დარბაზსა თქვენსა სეფესა: გიჩვენებ ვარდსა კოკობსა: უფრჭკვნელ მოუკრეფელსა:

1491. მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა: ნახვა მიწისა შენისა: ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ: შემოტევება ცხენისა: მე შენთა სპათა ვაჩვენე: ნიშანი რამე წყენისა: დავხოცე მონა მრავალი: მსახურნი სრისა თქვენისა:

1492. აწ ამად მოვალ წინაშე: დავჰყარენ ჩემნი გზანია: შემინდოთ რაცა შეგცოდეთ: ჰქმნეთ გაწყრომისა კმანია: ძღვენი არა გვაქვს გმოწმობენ: ფრიდონ და მისნი ყმანია: ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ: მე თქვენთვის მამიტანია:

1493. რა მიუვიდა მეფესა: მახარობელი ჟამისა: ვით გაეხარნეს ვერ იტყვის: ენა ერთისა წამისა: თინათინს ღაწვთა ემატა: ელვა შუქისა სამისა: ბროლსა და ლალსა აშვენებს: მუნ ჩრდილი წარბ წამწამისა:

1494. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა: სიცილი თქართქარებისა: ლაშქარნი რბოდეს მი და მო: ქმნა სწადდა მათკენ რბენისა: დაიწყეს მოსხმა ცხენისა: მოღება უნაგრებისა: შესხდეს სიმრავლე მოყმისა: მკლავ ფიცხელ გულ მაგრებისა:

1495. მეფე შეჯდა გაეგებნეს: თავადნი და სრულად სპანი: ვისცა ესმის მოვიდიან: მას წინაშე სხვაგნით სხვანი: ყველაკაი ღ~თსა მადლობს: გაამაღლნეს მათნი ჴმანი: სთქვეს ბოროტსა უმყოფოა: კეთილნია შენთვის მზანი:

1496. რა ერთმანერთი აუჩნდა: მისაგებ მოსაგებავი: ავთანდილ ეტყვის ტარიელს: სიტყვათა დანაზებავთა: აიგერა ხედავთ მინდორთა: მტვერითა შენაღებავთა: ამად მედების სახმილი: გულსა ეცხება ებავთა:

1497. ისია ჩემი გამზრდელი: და თქვენდა მოგებებულა: იქი ვერ მივალ მრცხვენიან: გულსა სახმილი დებულა: ჩემად არაკად სულდგმული: კაცი არ გაწბილებულა: რასაცა მიზამთ თქვენ იცით: ფრიდონ თქვენადვე ხლებულა:

1498. ტარიელ უთხრა კარგსა იქმ: შენ პატრონისა კრძალვასა: აწ დადეგ იქი ნუ მოხვალ იქმცა უჩემოდ ხალვასა: მე მივალ უთხრობ მეფესა: შენგან თავისა მალვასა: ვეჭვ ღ~თითა ადრე შეგყარო: მზესა მას ტანად ალვასა: