... (H-741), XIX ს.

1538. არა დარჩა უსაბოძვრო: არ კოჭლი და არ საპყარი: მოდიოდა მარგალიტი: მოფანტული მონაყარი: გაბედითდა წასაღებლად: ატლასი და ოქრო მყარი: სამ დღე იყო ინდოთ მეფე: ავთანდილის ვით მაყარი:

1539. ხვალისა მეფე არაბთა: კვლავ პურობს არ ღაფალია: ტარიელს უთხრა შენი მზე: საჭვრეტლად სატურფალია: მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა: და ეგე დედოფალია: ხამს ყურსა გვეგდოს საყურლად: ჩვენ თქვენი ნატერფალია:

1540. აწ მეფეო არ ეგების: ჩვენი სხდომა თქვენად სწორად: სახელმწიფო საჯდომი და: სხვა დაუდგა ტახტი შორად: ქვემოდ დასხნა ავთანდილ და: მისი ცოლი მათად სწორად: პირველ ძღვენი ტარიასთვის: მოიღიან იდვის გორად:

1541. არაბთა მეფე მასპინძლობს: იქმს ოდენ მასპინძლობასა: ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ: არ იხმობს ხელმწიფობასა: გასცემს და უქებს ყველაი: უხობა იეფობასა: ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს: ჩვეული ვით მეფობასა:

1542. მეფესა ქმრითურთ პატივი: ჰქონდა ინდოთა ქალისა: სიყვარული და ჩუქება: ვით სიძისა და სძალისა: რომე სძღვნა არა ეგების: თქმა არცა ნაათალისა: თვითო სკიპტრა და პორფირი: და გვირგვინები თვალისა:

1543. კვლავ უძღვნა ძღვენი ორთავე: მსგავსი მათისა ბედისა: ათასი თვალი ნაშობი: რომანულისა დედისა: კვლავ მარგალიტი ათასი: მართ ვითა კვერცხი ბატისა: ათასი ცხენი ტაიჭი: სიდიდით მსგავსი ქედისა:

1544. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი: მარგალიტი თავ შედგმული: ცხრა ტაიჭი ძვირ ფასისა: უნაგრითა შეკაზმული: ჰინდოთ მეფე თაყვანისცემს: ლაღი ბრძენი არ მახმული: მადლი ჰკადრა ფხიზელურად: თუცა იყო ღვინო სმული:

1545. რას ვაგრძელებდე გარდახდეს: დღენი ერთისა თვისანი: თამაშობდიან არ იყვნეს: ყოლა გაყრანი სმისანი: ტარიელს ჰსძღვნიან უცხონი: თვალნი ლალისა ქვისანი: მათ ყოვლთა მათნი ელვანი: ჰფარვენ მართ ვითა მზისანი:

1546. ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და: იყვის ფიფქისა მთოელად: ავთანდილ როსტანს წინაშე: გაგზავნა დასათხოველად: შესთვალა შენი სიახლე: ხმა ჩემად ლხინად ყოველად: მტერთა აქვსთ ჩემი სამეფო: ვიცი მუნ შიგან მძოველად:

1547. უცებნი მოსრნის მცოდნელთა: ცოდნამან ჴელოვნებამან: ვეჭვ მოქცეს თქვენცა დაღრეჯა: ჩემმან რასაცა ვნებამან: წავიდე ავი არ მიყოს: მე აქა დაყოვნებამან: ადრე კვლავ გნახნე მორჭმულნი: ინებოს ღ~თისა ნებამან:

1548. როსტევან ჰკადრა მეფეო: რად ხართ რასაცა რიდითა: რაცა გიჯობდეს იქმოდით: გასჭვრეტდით გაიცდიდითა: ავთანდილ თანა წამოგყვეს: წადით ლაშქრითა დიდითა: თქვენთა მტერთა და ორგულთა: დაფრეწდით დაცასჭრიდითა:

1549. ავთანდილ უთხრა ტარიელს: ესე სიტყვები ორები: მან უთხრა აგრე ნუ უბნობ: შეცევ ბროლისა ყორები: ახალ შეყრილსა მთვარესა: მზეო ვით მოეშორები: ავთანდილ უთხრა მაგითა: შენგან არ მოვიღორები:

1550. არ დია გინდა დამაგდო: წახვიდე ჩემად მზრახებით: ცოლი უყვარსო გამწირა: იყო ამისად მსახავად: მე დავრჩე შენი გაყრილი: თავისა მე ვაგლახ ავად: კაცსა მოყვრისა გაწირვა: ახ მოუხდების ახ ავად:

1551. ტარიელს უგავს სიცილი: ბროლსა ვარდითა ფრქვევასა: უბრძანა ვიტყვი უშენოდ: შენისა უფრო მე ვასა: რადგან გწადიან წამომყევ: დამწამებ ნურას თნევასა: ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა: ყოვლგნით მასთანა წვევსა:

1552. შეყარნა სპანი არაბეთს: აღარა ხანსა ზმულია: კაცი ოთხმოცი ათასი: ყველაი დაკაზმულია: კაცსა და ცხენსა ემოსა: აბჯარი ხვარაზმულია: არაბთა მეფე მათითა: გაყრითა ნაღველ ჭმულია:

1553. ერთმანერთისა გაყრილნი: ქალნი ორნივე დობილნი: ერთმანერთისა დად ფიცნი: სიტყვისა გამონდობილი: მკერდითა მკერდსა შეკრულნი: ყელისა გარდაჭდობილნი: ჰსტიროდეს მათთა მჭვრეტელთა: გულნიცა ესხნეს წდობილნი:

1554. მთვარე ცისკრისა ნიავსა: რა თანა შეესწოროსა: ორნივე სწორად ნათობენ: მოშორდეს მოეშოროსა: არა თუ იგი მოშორდეს: მართ ცამან მოაშოროსა: მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან: ხამს თავი იქედგოროსა:

1555. მათდავე სახედ რომელსა: ესენი დაუბადიან: იგივე გაყრის სიშორე: არა თუ ნებით სწადიან: ვარდსა სწებვენ და აპობენ: ტირან და ცრემლნი ჩადიან: მათთა გამყრელთა ყველთა: სიცოცხლე არ იქადიან:

1556. ნესტან დარეჯან თქვა ნეტამც: ყოლე არ შემოგცნებოდი: მზისა გამყრელი გაყრითა: აწ ასრე არ დავდნებოდი: ამბავსა სცნევდი მაცნევდი: წიგნითა მეუბნებოდი: ვითა მე შენთვის დამწვარვარ: აგრე შენ ჩემთვის დნებოდი:

1557. თინათინ უთხრა ჱე მზეო: შენთა მჭვრეტელთა ლხინებო: რამცა გაგწირე თუ ვითა: გაყრასა მოვითმინებო: ღ~თისაგან დღეთა თხოვისა: ნაცვლად სიკვდილი ვინებო: აგრემცა მივი რაზომსა: ცრემლსა მე დავიდინებო: