... (H-741), XIX ს.

1403. ავთანდილ და ლომი ფრიდონ: შიგნით ერთად შეიყარნეს: მტერნი სრულად აეწყვიტნეს: სისხლი მათნი მოეღვარნეს: უყივლეს და ერთმანერთი: ნახეს დიდად გაეხარნეს: თქვეს ტარიელ რა იქნაო: მისთვის ჭვრეტად თვალნი არნეს:

1404. ერთმანცა არა იცოდა: ვერა სცნეს ტარიერისა: ციხესა კარსა მიჰმართეს: რიდი არ ჰქონდა მტერისა: მუნ ნახეს რიყე აბჯრისა: ნალეწი ხმალთა წვერისა: ათი ათასი ნობათი: უსულო მსგავსი მტვერისა:

1405. ციხისა მცველნი ყველაი: იდვა მართ ვითა სნეული: თავით ფერხამდინ დაჭრილი: აბჯარი მუნ დახეული: ციხისა კარნი განხმულნი: კართა ნალეწი სრეული: სცნეს ნაქმრად ტარიელისად: საქმე არს ეს მისეული:

1406. გზანი დაჰხვდეს შეკაზმულნი: ავიდეს და აძვრეს ხვრელსა: ნახეს მზისა შესაყრელად: გამოეშვა მთვარე გველსა: მუზარადი მოეხადა: შვენის აკვრა თმასა ლელსა: მკერდი მკერდსა შეეწება: გარდაეჭდო ყელი ყელსა:

1407. ეხვეოდეს ერთმანერთსა: აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს: ამას ჰგვანდეს ოდეს ერთგან: მუშთარ ზუალ შეიყარნეს: მზე რა ვარდსა შემოადგეს: დაშვენდენ და შუქნი არნეს: აქანამდის ჭირ ნახულთა: ამას იქით გაიხარნეს:

1408. მათ ერთმანერთსა აკოცეს: დგანან ყელ გარდაჭდობილნი: კვლავ შეეწებნეს ხშირ ხშირად: ვარდნი ბაგეთათ პობილნი: აწ ესენიცა გავიდეს: შეკრბეს სამივე ძმობილნი: მას მზესა მისცეს სალამი: წარდგეს მართ ვითა ხმობილნი:

1409. მზე მოეგება პირითა: ტურფითა მოცინარითა: აკოცა მისთა მშველელთა: ლაღმან ცნობითა წყნარითა: მათ მდაბლად მადლი უბრძანა: სიტყვითა მით ნარნარითა: ორივე ერთგან უბნობდეს: ტურფითა საუბარითა:

1410. ტარიელსცა უსალამეს: მას ალვისა მორჩსა ვით ხეს: მიულოცეს გამარჯვება: ერთმანერთი მოკითხეს: არა ჰსჭირდა არ ინანეს: რომ აბჯარი არ გაითხეს: თავნი მათნი გაალომეს: მათნი მბრძოლი იშვლეს ითხეს:

1411. სამასისა კაცისაგან: ასსამოცი შეჰყოლოდა: ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა: მაგრა ერთკერძ უხაროდა: მონახეს და არ აცოცხლეს: რაცა მბრძოლი დარჩომოდა: რომე ჰპოვეს საჭურჭლენი: აწმცა თვალვით ვით ითქმოდა:

1412. მოკრიფეს ჯორი აქლემი: რაცა ვით პოვეს მალები: სამიათასსა აჰკიდეს: მარგალიტი და თვალები: თვალი ყველაი დათლილი: იაგუნდი და ლალები: იგი მზე შესვეს კუბოსა: არს მათგან განაკრძალები:

1413. სამოცი კაცი დააგდეს: ქაჯეთს ციხისა მცველია: წამოიყვანეს იგი მზე: მათიღა წაგვრა ძნელია: ზღვათა ქალაქსა დამართეს: თუმცა გზა მუნით გრძელია: თქვეს ფატმან ვნახოთ მუქაფა: გვაც მისი გარდუხდელია:

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა:

1414. ზღვათა მეფესა წინაშე: გაგზავნა მახარობელი: შესთვალა მოველ ტარიელ: მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი: ქაჯეთით მამყავს ჩემი მზე: ჩემი ლახვართა მსობელი: მწადიან გნახნე პატივით: ვითა მამა და მშობელი:

1415. აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა: და მათი დანადებია: მეფეო კარგი ყველაი: მე თქვენგან წამკიდებია: ფატმანს უხსნია ჩემი მზე: დედებია და სდებია: მისად მუქაფად რა გიძღვნა: მძულს ცუდი ნაქადებია:

1416. მოდი გუნახენ გავიარდეთ: ქვეყანასა შენსა ვირე: სრულად ქაჯთა სამეფოსა: გიძღვნი ჩემგან შეიწირე: კაცნი შენნი შეაყენენ: ციხე მაგრად დაიჭირე: მე ვისწრაფი ვერა გნახავ: შენ წამოდი ჩემ კერძ ირე:

1417. თქვენ უბრძანე ჩემმაგიერ: უსენს ქმარსა ფატმანისსა: გამოგზავნოს იამების: ნახვა მისი ხსნილსა მისსა: მისგან კიდე ინატრიდა: ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა: ვინ მზესაცა უნათლეა: ასრე ვითა ბროლი ფისსა:

1418. რა კაცი ტარიელისა: ესტუმრა ზღვათა მფლობელსა: წესია გული გაჰკრთების: ამბავსა გასაკრთომელსა: მისცა მადლი და დიდება: ღ~თსა მართლისა მბრჭობელსა: მაშინვე შეჯდა არ უნდა: მისვლა სხვასაღა მხმობელსა:

1419. ბარგი აჰკიდა გააგო: ქმნა ქორწილისა მათისა: მას მოაქვს რიცხვი ტურფათა: არს სიდიადე სათისა: ფატმან ჰყავს თანა იარეს: სავალი დღისა ათისა: უხარის ნახვა ლომისა: და მზისა ხმელთა მნათისა:

1420. შორს გაეგებნეს სამნივე: დიდსა მეფესა ზღვათასა: გარდახდეს მდაბლად აკოცეს: გარესწყდეს ჯარსა სპათასა: შეასხეს ქება ტარიელს: მან მადლი გაუათასა: ქალი რა ნახეს სტრფიალობს: შუქსა მას ბროლ ბაკმათასა:

1421. ფატმან ხათუნს მისსა მჭვრეტსა: ედებოდა ცეცხლი ნელი: მოეხვია გარდუკოცნა: ჴელი ფერჴი პირი ყელი: იტყვის ღ~თო გემსახურო: განმინათლდა რათგან ბნელი: ვსცან სიმოკლე ბოროტისა: კეთილია შენი გრძელი: