... (H-741), XIX ს.

1308. გულ მხიარული ვიხარებ: ამად არ ცრემლი მმილდების: სადაცა შენ და შენი ძმა: ხართ ძნელი გაადვილდების: რაცა მოგინდესთ უცილოდ: იქთ იგი არ აქცილდების: არ თურე კაცმან დაგიდგნა: ვეჭვ კლდეცა გაგილბილდების:

1309. აწ შემინდევ ვერა გნახე: შორს ამისთვის წაგიარე: გზა გზა ყოვნა აღარა მცალს: პატიმრადა იგი მთვარე: ადრე მოვალთ მხიარულნი: ჩვენი ნახვა გაიხარე: ამის მეტი რაღა გკადრო: ძმასა ძმურად მოეხმარე:

1310. ამა მონათა ჩემზედა: გარდაუხდელი გულია: ამოდ მსახურეს თქვენიმცა: გული ამათთვის სრულია: ქება რად უნდა მას ვინცა: თქვენთანა ხან დაზმულია: მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს: ესე ბრძენთაგან თქმულია:

1311. ესე უსტარი დაწერა: შეკრა და წაცახვია მან: მისცა ფრიდონის მონათა: ვარდმან და თმითა იამან: შესთვალა ზეპირ რაცა ხმდა: სრულად მართ ვითა გიამან: მათ მარგალიტი უჩვენის: ძოწისა კარმან ღიამან:

1312. მონახა ჰპოვა ავთანდილ: ნავი მისისა მხარისა: გამოემართა იგი მზე: პირითა სავსე მთვარისა: მაგრა დაგდება უმძიმდა: ფატმანის გულ მწუხარისა: მისთა გამყრელთა ნაკადი: ჩასდის სისხლისა ღვარისა:

1313. ფატმან უსენ და მონანი: ტირან ცრემლითა ცხელითა: იტყვიან მზეო რა გვიყავ: დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა: რად დაგვაბნელენ შენისა: მოშორვებისა ბნელითა: დაცაგუმარხენო ხელითა: ჩვენისა დამმარხველითა:

ავთანდილისაგან გულანშაროს წასვლა და ტარიელის შეყრა:

1314. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ: მგზავრითა რათმე ნავითა: პირ მხიარული აცორვებს: მართ ოდენ მარტო თავითა: მას შეყრა ტარიელისა: უხარის მით ამბავითა: ჴელ განპყრობილი გულითა: არს ღ~თისა საესავითა:

1315. მიწურვილ იყო ზაფხული: ქვეყნით ამოსლვა მწვანისა: ვარდის ფურცლობის ნიშანი: დრო მათის პაემანისა: ეტლის ცვალება მზისაგან: შეჯდომა საროს ტანისა: სულთქნა რა ნახა ყვავილი: მან უნახავმან ხანისა:

1316. არ გვინდა ცა და ღრუბელნი: ცროდეს ბროლისა ცვარითა: ვარდთა აკოცა ბაგითა: მითვე ვარდისა დარითა: უბრძანა გიჭვრეტ თვალითა: გულ ტკბილად შემხედვარითა: მისად სანაცვლოდ მოვილხენ: თქვენთანა საუბარითა:

1317. რა მოეგონის მოყვარე: სდინდიან ცრემლნი მწარენი: ტარიელისკენ იარნა: მან გზანი საწყინარენი: უდაბურნი და უგზონი: უცხონი რამე არენი: სადაცა ნახის დახოცის: ლომ ვეფხნი მოშამბნარენი:

1318. ქვაბნი გამოჩნდეს იამა: იცნა თქვა იგი კლდენია: სადაა ჩემი მოყვარე: და ვისთვის ცრემლი მდენია: ღირსმცა ვარ ვნახო პირის პირ: უამბო რაცა მსმენია: არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა: ცუდ ჩემი განავლენია:

1319. თუ მოსრულა უღონიოდ: შინა ხანსა არ დაზმიდა: მინდორს სადმე წავიდოდა: მხეცისაებრ ველთა ვლიდა: სჯობს თუ შამბ შამბ წავიარო: იგონებდა იხედვიდა: ესე თქვა და მიუქცია: მინდორთაკე წამოვიდა:

1320. მიაცორვებს და იმღერის: მხიარულითა გულითა: მართ საახელდებ უყივის: ხმითა მით სიხარულითა: ცოტაი წავლო გამოჩნდა: მზე სინათლითა სრულითა: შამბისა პირსა ტარიელ: ჰსდგა ხმლითა მომახულითა:

1321. ტარიელს ლომი მოეკლა: მით ხმალსა სისხლი სცხებოდა: შამბისა პირსა ქვეითი: დგა ცხენი არა ხლებოდა: ყივილი ავთანდილისა: ესმოდა ეოცებოდა: შეხედნა იცნა გაიქცა: მისკენ მირბოდა ხლტებოდა:

1322. ხრმალი გასტყორცა ტარიელ: მიმართა მისსა ძმობილსა: ყმა ცხენისაგან გარდიჭრა: მიმართა მისსა ძმობილსა: მათ ერთმანერთსა აკოცეს: ჰგვანან ყელ გარდაჭდობილსა: ხმა შაქრის ფერად გაუჴდა: ვარდსა ჴშირ ჴშირად პობილსა:

1323. ტარიელ მოსთქვამს ტირილით: სიტყვა ნატიფი მჭევრები: სისხლისა ღვარმან შეღება: წითლად გიშრისა ტევრები: ალვისა წყარო ცრემლისა: მორწყავს ნაკადი ბევრები: რადგან შენ გნახე რა მგამა: პატიჟი მჭირდეს მე რვები:

1324. ტარიელ ტირს და ავთანდილ: სიცილით ეუბნებოდა: გაღიმდის ძოწი გააპის: კბილთაგან ელვა კრთებოდა: იტყოდა ვსცანო ამბავი: შენ რომე გიამებოდა: აწ გაახლდების ყვავილი: ვარდი აქამდის ჭკნებოდა:

1325. რა ტარიელ არ შესჯერდა: ავთანდილცა არ დასწყნარდა: მის ამბისა დაყოვნება: ვეღარ გასძლო აუჩქარდა: გამოიღო რიდე მისი: ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა: რა ტარიელ ნახა იცნა: გამოუღო შემოვადა:

1326. წიგნი და კიდე რიდისა: იცნა და გაცაშალა მან: პირსა დაიდვა დაეცა: ვარდმან ფერითა მკრთალამან: სულნი გაექცნეს მოდრიკნა: თავი გიშრისა ტალამან: მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი: ვერ კაენ ვერცა სალამან: