... (H-741), XIX ს.

1366. რა ტარიელ ფრიდონ იცნა: აწ ვნახეო ვინცა მინა: მუზარადი მოიხადა: გაიღიმდა გაიცინა: ფრიდონს უთხრა რასა ლამი: ჩვენი მოსლვა რას გეწყინა: პურად ავი მასპინძელი: მოგვეგებვი ომად წინა:

1367. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა: დავარდა და თაყვანის სცა: იგინიცა გარდაუხდეს: მოეხვივნეს აკოცესცა: ფრიდონ ღ~თსა ჴელაპყრობით: უსაზომო მადლი მისცა: დიდებულნი აკოცებდეს: იცნობდიან იგი ვისცა:

1368. ფრიდონ უთხრა რასა ჰსდეგით: მოგელოდი უწინარე: მე მზა ვარო სამსახური: თქვენი რამცა დავიზარე: ჰგვანდა თუმცა შეყრილ იყვნეს: ორნი მზენი ერთი მთვარე: ერთმანერთი დააშვენეს: გაემართნეს იქცეს გარე:

1369. ფრიდონის სახლსა გარდახდეს: ორნივე ტურფად გებულსა: ახლოს დაისვამს ავთანდილს: მისსა ძმად შეფიცებულსა: ტარიელ დაჯდა საჯდომსა: ოქსინო გარდაგებულსა: მათ უძღვნეს იგი აბჯარი: ფრიდონს ჭაბუკად ქებულსა:

1370. უთხრეს ჯერთ ჟამად არა გვაქვს: სხვა შენთვის არმაღანია: მაგრა ტურფანი მრავალნი: ქვე სადმე გვისხენ სხვანია: მან დასდვა პირი მიწასა: არ დაიყოვნა ხანია: ჩემთვის ამისი ბოძება: არს თქვენი შესაგვანია:

1371. გამოისვენეს მას ღამით: ფრიდონის მასპინძლობითა: აბანოს ჰბანნა აავსნა: შესამოსლისა ძღნობითა: დამოსნა ტურფა ტურფითა: ერთმანერთისა მჯობითა: თვალ მარგალიტი ღარიბი: უძღვნა ოქროსა გობითა:

1372. უთხრა თუ ესე სიტყვაა: ავისა მასპინძელისა: ჰგავს მომწყენოდეს სტუმრობა: თქვენ ბრძნისა ვითა ხელისა: მაგრა აწ ყოფნა არა ვარგა: წავლა სჯობს გზისა გრძელისა: თუ ქაჯნი მოგვესწრებიან: საეჭვი არს სიძნელისა:

1373. დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა: კარგნი გვინდან და ცოტანი: სამასი კაცი გვეყოფის: წავიდეთ მართ მეოტანი: ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა მეომრად: დავაგნეთ ხრმალსა კოტანი: მას ადრე ვჰპოებთ ვისიცა: მოგვკლავს ალვისა მოტანი:

1374. ქაჯეთს ერთხელ კვლაც ვყოფილვარ: ნახავთ თქვენცა გემაგრების: ყოვლგნით კლდეა გარეშემო: მტერი ვერა მოადგების: თუ იდუმალ არ შეუვალთ: ცხადად შებმა არ ეგების: მით ლაშქარი არად გვინდა: რაზმი მალვით ვერ მოგვყვების:

1375. იგინიცა დაემოწმნეს: ამა მისა ნაუბარსა: მუნ დააგდეს ქალი ასმათ: ფრიდონ მისცემს საჩუქარსა: თვით სამასსა ცხენოსანსა: წაიტანდეს გმირთა დარსა: ბოლოდ ღ~თი გაუმარჯვებს: ყოვლსა პირველ შენაზარსა:

1376. ზღვა გაიარეს სამთავე: ერთგან ძმად შეფიცებულთა: ფრიდონ გზა იცის იარეს: დღისით და ღამით რებულთა: ფრიდონ თქვა ვახლავთ არეთა: ჩვენ ქაჯეთს მიახლებულთა: აქადგან ღამით ვლა გვინდა: მით არას გამჟღავნებულთა:

1377. ამა ფრიდონის თათბირთა: სამნივე ერთგან ზმიდიან: რა გაუთენდის დადგიან: და ღამით ფიცხლა ვლიდიან: მივიდენ აჩნდა ქალაქი: მცველთა ვერ დასთვალვიდიან: გარე კლდე იყო გუშაგთა: ჴმა ჯარვით გაადიდიან:

1378. გვირაბის კარსა ჭაბუკი: ათი ათასი მცველია: მათ ლომთა ნახეს ქალაქი: მთვარე დგას მუნ ნათელია: თქვეს ვითათბიროთ ვითა ვქმნათ: აწ გამორჩევა ძნელია: ასი ათასსა აჯობებს: თუ გამორჩევით მქმნელია:

თათბირი ნურადინ ფრიდონისა ქაჯეთის ციხეს რომ მოადგეს:

1379. ფრიდონ თქვა ვიტყვი სიტყვასა: ვეჭვ ჩემი არ დამცდარია: ჩვენ ცოტანი ვართ ქალაქი: დიდთაგან საომარია: პირისპირ ომი არ ძალ გვაქვს: არ ჟამი საკვეხარია: ათას წელ ვერსით შევუვალთ: თუ ზედ დაგვიხშან კარია:

1380. ჩემსა სიმცროსსა გამზრდელნი: სამუშაითოდ მზრდიდიან: მასწავლნეს მათი საქმენი: მახტუნებდიან მწვრთიდიან: ასრე გავიდა საბელსა: რომ თვალნი ვერ მამკიდიან: ვინცა მიჭვრეტდიან ყმაწვილნი: იგიცა ინატრიდიან:

1381. აწ ვინცა იცით უკეთე: შეტყორცა საგდებელისა: მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ: წვერი საბლისა გრძელისა: მაზედა გავლან ადვილად: მიჩანს მართ ვითა ველისა: თქვენ ჭირად გიყო შიგანთა: პოვნა კაცისა მრთელისა:

1382. აბჯრითა გავლა არად მჩანს: ჭირად გატანა ფარისა: შიგან ჩავხტები კისკასად: ვეცემი მსგავსად ქარისა: ლაშქართა დავხოც გავახვამ: ნახოთ გაღება კარისა: თქვენცა მუნ მოდით სადაცა: გესმას ზრიალი ზარისა:

თათბირი ავთანდილისა ქაჯეთის ციხის შეპარვით შესვლისა და აღებისა:

1383. ავთანდილ უთხრა ჱე ფრიდონ: მოყვასნი ვერ გიჩივიან: ლომთა მკლავთაგან იმედი: გაქვს არა წყლულნი გტკივიან: ჰსთათბირობ ძნელთა თათბირთა: მტერთა ივაგლახივიან: მაგრა თუ გესმის გუშაგნი: რა ახლო ახლო ყივიან: