... (H-741), XIX ს.

1384. რა გახვიოდე გუშაგთა: ესმას აბჯრისა ჩხერება: გიგრძნობენ თოკსა მოჰკვეთენ: ამისი ხამს დაჯერება: წაგიხდეს ცუდად ყველაი: დაგრჩეს ცუდიღა ფერება: ეგე თათბირი არ ვარგა: სხვაებრ ვქნათ თავის ტერება:

1385. ჰსჯობს დადეგით დამალულნი: თქვენ ადგილსა იდუმალსა: ისი კაცნი არ იჭირვენ: მგზავრსა ქალაქს შემავალსა: სავაჭროდა შევეკაზმი: ვიქ საქმესა მე მუხთალსა: ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ: მუზარადსა ჯაჭვსა ხრმალსა:

1386. სამთავე შესვლა არ ვარგა: თუ გვიგრძნან არს სათუები: მე მარტო შევალ ვაჭრულად: და კარგად შევეტყუები: მალვით ჩავიცვამ აბჯარსა: გავსჩნდები გავეცრუები: ღ ~თნ ქნას უხვად ვადინო: შიგნით სისხლისა რუები:

1387. შიგნითა მცველთა მოვიცლი: მე უნახავად ჭირისა: თქვენ გარეთ კართა ეცენით: ყოველნი მზგავსად გმირისა: კლიტეთა დავლეწ გავახვამ: ნახოთ გაღება კარისა: თუ რა სხვა გვიჯბს თქვენ ბრძანეთ: ვარ მრჩევლად ამა პირისა:

თათბირი ტარიელისა სამთაგანვე ციხის შეხდომა და აღება:

1388. ტარიელ უთხრა მე თქვენი: ვსცან გმირთა მეტი გმირობა: თქვენსა ძალგულსა თქვენივე: ჰგავს თათბირობა პირობა: ვიცი გწადს ომი ფიცხელი: არ ცუდი ხრმალთა ღირობა: კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს: რა ომმან ქნას გაჭირობა:

1389. მაგრა იყვენით ჩემთვისცა: საქმისა რასმე რჩევითა: ხმა ესმას ჩემსა ხელ მქმნელსა: ზედა გარდმოდგეს მზე ვითა: თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი: უომრად მნახოს მე ვითა: ესე მე დამსვრის ნუ უბნობთ: სიტყვითა თქვენ სათნევითა:

1390. მაგა თათბირსა ესე სჯობს: ვჰქნათ ჩემი მონახსენები: გავიყოთ კაცი ას ასი: რა ღამე ჩნდეს ნათენები: სამთავე სამგნით მივმართოთ: ფიცხლად დავსწკიპოთ ცხენები: მოგვეგებვიან ვემცრობით: ჩვენ ჴრმალსა მივსცემთ მძლედ ნები:

1391. ფიცხლად შევებნეთ შევსჯარნეთ: ვერ მოგვასწრებენ კარებსა: სამთაგან ერთი შეუვალთ: სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა: მან ერთმან შიგნით შიგანი: მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა: ხელი კვლა ვჰხადოთ აბჯარსა: მას ჩვენგან მძლედ ნაჴმარებსა:

1392. ფრიდონ უთხრა შემიგია: გამიგია ვიცი მე რა: მაგა ცხენსა ჩემეულსა: მოასწრობენ კართა ვერა: ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი: ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა: თვარა ყოლა არ გიძღვნიდი: ჩემი გითხრა სიძუნწე რა:

1393. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს: საუბართა ესოდენთა: ამაზედან გაიცინნეს: მათ წყლიანთა სიტყვა ბრძენთა: ერთმანეთსა ალაღობნეს: ლაღობათა მათთა ფერთა: გარდახდეს და დაეკაზმნეს: უკეთესთა შესხდეს ცხენთა:

1394. კვლავ ერთმანერთსა მიუგეს: სიტყვები არ პირ მკვახები: დაასკვნეს იგი თათბირი: ტარიას განაზრახები: გაიყვეს კაცი ას ასი: ყველაი გმირთა სახები: ცხენებსა შესხდეს აიღეს: მათ მათი ჩაბალახები:

1395. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ: მზისაცა მეტითა: მათ სამთა შვიდნი მნათობნი: ჰფარვენ ნათლისა სვეტითა: ტარიელ შავსა ზედან ზის: ტანითა მით წერწეტითა: დალივნეს მტერნი ომითა: ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა:

1396. ჩემი აწ ესე ნათქვამი: მათი სახე და დარია: რა ზედა სწვიმდეს ღრუბელი: და მთათა აღტყდეს ღვარია: მოვა და ხევთა მოგრაგნის: ისმის ზათქი და ზარია: მაგრა რა ზღვათა შეერთვის: მაშინ ეგრეცა წყნარია:

1397. თუმცა ფრიდონ და ავთანდილ: სიკეთე მიუწდომნია: მაგრა ტარიას შემბმელნი: არვისგან მოსანდომნია: მზე მნათობთაცა დაჰფარავს: არცაღა ნათლად ხომნია: აწ იყურებდით მსმენელნო: გესმნენ ფიცხელი ომნია:

1398. სამთავე სამად გაიყვეს: თვითომან თვითო კარები: თანა ჰყვა კაცი სამასი: ყველაი გმირთა დარები: მას ღამით უქნეს სადარნო: უცრუო ანაჩქარები: გათენდა გაჩნდეს მიმართეს: თავის თავ ჰქონდა ფარები:

1399. პირველ ამოდ მიდიოდეს: მგზავრთა რათმე მაგიერად: მათ შიგანთა ვერა იგრძნეს: ვერცა დახვდეს გულ ხმიერად: გულსა შიში არა ჰქონდა: ამოდ დგეს და ნებიერად: მიდგეს გარე მუზარადი: დაიხურნეს ჟამიერად:

1400. ანაზდად ცხენი გაქუსლეს: მათრახმან შექნა წრიალი: რა ნახნეს კარნი გაახვნეს: ქალაქით გახდა ზრიალი: სამთავე სამგნით მიმართეს: თავსა მით უყვეს რიალი: იკრეს ნობსა და დაბდაბსა: შეიქნა ბუკთა ტკრციალი:

1401. მაშინ ქაჯეთს მოიწია: უსაზომო რისხვა ღ~თისა: კრონოს წყრომით შემხედველმან: მოიშორვა სიტკბო მზისა: მათვე რისხვით გარდუბრუნდა: ბორბალი და სიმგრგვლე ცისა: ველნი მკვდართა ვერ იტევდა: გადიადდა ჯარი მკვდრისა:

1402. კაცსა უკრავად დაბნედდის: ხმა ტარიელის ხაფისა: აბჯარსა ფრეწდის გაცუდდეს: სიმაგრე ჯავშან ქაფისა: სამგნითვე კართა შესჯარნეს: ჭირი არ ნახეს კაფისა: რა ქალაქს შეხდეს შეიქნა: სიხარკე ციხეს სწრაფისა: