... (H-741), XIX ს.

1347. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის: ეგე ამბავი მრთელია: ლხინი მოგვეცა მოგვშორდა: ყოველი ჭირი ძნელია: მზე მოგვეახლა უკუნი: ჩვენთვის აღარა ბნელია: ბოროტსა სძლია კეთილმან: არსება მისი გრძელია:

1348. ჰინდოთ მეფე მხიარული: ასმათს რასმე უბრძანებდა: ერთმანერთსა ეხვეოდეს: სიხარული ატირებდა: ვარდსა ზედან ყორნის ბოლო: ნამსა თხელსა აპკურებდა: კაცსა ღ~თი არ გასწირავს: თუმცა კაცი შეიგებდა:

1349. ღ~თსა მისცეს დიდი მადლი: თქვეს გვიყოო რაცა სჯობდა: აწღა ვსცანით უარესსა: პირი თქვენი არ გაბრჭობდა: ჰინდოთ მეფე ხელ აპყრობით: მხიარული ამას ჰჴმობდა: ქვაბს შევიდეს მხიარულნი: ასმათ რასმე მასპინძლობდა:

1350. ტარიელ ეტყვის ავთანდილ: ისმინე სიტყვა ასები: გიამბობ რასმე ამბავსა: მოანბვედ ნუ გენასები: მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ: დავხოცე დევთა დასები: მას აქათ მათი აქა ძეს: საჭურჭლე ძვირ ნაფასები:

1351. მე აგრე არა მინახავს: მართ ვითა არა მნდომია: მოდი და გავხსნათ შევიგნეთ: საჭურჭლე თუ რა ზომია: იამა ადგეს ორნივე: არცა ქვე ასმათ მჯდომია: დალეწეს კარი ორმოცი: მათგან არ ზედა ომია:

1352. ჰპოვეს საჭურჭლე უსახო: კვლავ უნახავი თვალისა: მუნ იდვა რიყე თვალისა: ხელ წმიდად განათალისა: ჰსჩნდის მარგალიტი ოდენი: ბურთისა საბურთალისა: ვინმცა ჰქმნა რიცხვი ოქროსა: ვერვისგან დანათვალისა:

1353. იგი სახლი ორმოცივე: შიგან იყო გატენილი: ჰპოეს ერთი ზარადახანი: აბჯრისათვის ახლად ქნილი: მუნ აბჯარი ყოვლი ფერი: ასრე იდვა ვითა მწნილი: შიგან ერთი კიდობანი: დაბეჭდილი არ გახსნილი:

1354. ზედა ეწერა აქა ძეს: აბჯარი საკვირველიო: ჯაჭვ მუზარადი აბჯარი: ხმალი ბასრისა მჭრელიო: თუ ქაჯნი დევთა შეებნენ: იყოს დღე იგი ძნელიო: უმისჟამისოდ ვინც გახსნას: იყოს მეფეთა მკვლელიო:

1355. კიდობანი გახსნეს ჰპოეს: მუნ აბჯარი სამი ტანი: რასაცა ვით შეიმოსენ: მეომარნი სამნი ყმანი: ჯაჭვი ჴრმალი მუზარადი: საბარკული მათი გვანი: ზურმუხტისა ბუდებითა: იყვნეს ვითა ლუსკუმანი:

1356. თვითომან თვითო ჩაიცვეს: თავის თავს გამოსცდიდიან: ჯაჭვ მუზარადსა აბჯარსა: მართ ვერა ვერ მოჰკიდიან: ხმალი რკინასა მოჰკრიან: ვით ბანბის მკედსა სჭრიდიან: მათ უღირს ყოვლად ქვეყანად: შევატყევ არ გაჰყიდიან:

1357. თქვეს ესე ნიშნად გვეყოფის: ვართო კარგითა ბედითა: ღ~თნ მოგხუედნა თვალითა: ზეგარდმო მონახედითა: აიღეს იგი აბჯარი: თავის თავისა ქედითა: თვითო მათ ერთი ფრიდონის: საძღვნობლად შეკრეს ღვედითა:

1358. ოქროც რამე წაიტანეს: მარგალიტი ღარიბები: გამოვიდეს გამობეჭდეს: ორმოცივე საჭურჭლები: ავთანდილ ჰსთქვა ამას იქით: დავამაგრო ხრმალსა ნები: ამას ღამე არსად წავალ: რა გათენდეს არ დავდგები:

1359. აქა მხატვარო დახატე: ძმად უმტკიცესად ძმობილნი: იგი მიჯნურნი მნათობთა: სხვისა ვერვისგან სწრობილნი: ორნივე გმირნი მოყმენი: მამაცობისა ცნობილნი: რა ქაჯეთს მივლენ გასინჯოთ: ომი ლახვართა სობილნი:

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასვლა ფრიდონისას:

1360. რა გათენდა გაემართნეს: წაიტანეს ასმათ თანა: ნურადინის ქვეყანამდი: შეისვიან მათ უკანა: მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად: ცხენი მისცა არ უძღვანა: ავთანდილ კმა ყოლაოზად: სხვამცა ვინღა წაიტანა:

1361. იარეს და ზედა შეხვდეს: ნურადინის მეჯოგეთა: ჯოგი ნახეს მოეწონა: ფრიდონისთვის ეაგეთა: მუნ ავთანდილს ჰინდო ეტყვის: გაქნევ კარგთა სიშმაგეთა: მოდი ფრიდონს გავლაღობნეთ: ჯოგსა მისსა მოვადგეთა:

1362. ჯოგი წაუღოთ მოსრულნი: ვესმით ჯოგისა წაღებად: გამოემართვის საომრად: ხელთა სისხლისა დაღებად: ანაზდად გვიცნობს განკრთების: გულსა შეელმის დაღებად: ამოა კარგი ლაღობა: ლაღსავე შეიქს ლაღებად:

1363. დაიწყეს პყრობა ტაიჭთა: ფრიდონის უკეთესებსა: მუნ მეჯოგეთა ფანოსი: შეექმნა ეკრა კვესებსა: უყივლეს ვინ ხართ მოყმენო: ვინ იქთ საქმესა ზესებსა: ჯოგი მისია ვინ მტერსა: ჰკრავს ხრმალსა არ აკვნესებსა:

1364. მათ მშვილდები დაიწვადეს: მეჯოგეთა გაეკიდნეს: მეჯოგენი მიიზახდეს: ხმანი მათნი გაადიდნეს: გვიშველეთო გვიშველეთო: მეკობრეთა ამოგვწყვიტნეს: ხმა შეიქნა შეიყარნეს: ფრიდონს ჰკადრეს არ დარიდნეს:

1365. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა: შეკაზმული გამოვიდა: ხმა შეიქნა შეიყარნეს: რაზმი ველთა დაჰფარვიდა: იგი მზენი მოეგებნეს: ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა: დაეხურნეს ზარადები: პირსა მათსა უფარვიდა: