... (H-3061), XVIII ს.

1311. ფატმანს: პური: შეეკაზმა: ავთანდილის: საწვეველად჻ ყმა: შევიდა: მოკაზმული: მხიარულად: არ: პირ: ბნელად჻ ფატმან: ნახა: გაუკვირდა: ვაჭრულისა: უმოსელად჻ შემოსცინა: აგრე: სჯობსო: შენთვის: ხელთა: სასურველად჻

1312. ფატმან: მისსა: შვენებასა: მეტის: მეტად: ჰკვირდებოდა჻ მან: პასუხი: არა: გასცა: თავის: წინა: ღიმდებოდა჻ შეეტყუების: არ: მიცნობსო: რა: რეგვენად: რაგვარ: ჴმობდა჻ თუცა: რასმე: იფერებდა: მეტი: არა: გავიდოდა჻

1313. პური: ჭამეს: გაიყარნეს: ყმა: მივიდა: მისსა: შინა჻ ღვინო: სმული: მხიარული: დაწვა: ამოდ: დაიძინა჻ საღამო: ჟამ: გაიღვიძა: შუქი: ველთა: მოაფინა჻ ფატმან: უჴმო: მოდი: მნახე: მარტო: ვარო: თავის: წინა჻

1314. ფატმან: მივიდა: ავთანდილს: ჴმა: ესმა: მისგან: ოხისა჻ იტყოდა: მამკლავს: უცილოდ: ტანი: ალვისაო: ხისა჻ გვერცა: დაისვა: ბალიში: მისცა: მისისა: ნოხისა჻ ვარდისა: ბაღსა: უჩრდილობს: ჩრდილი: წამწამთა: ქოხისა჻

1315. ავთანდილ: ბძანა: ჰე: ფატმან: ვიცი: ეს: საქმე: შენია჻ დაჰკრთების: ამა: ამბავსა: მართ: ვითა: გველ ნაკბენია჻ მაგრა: აქამდის: მართალი: შენ: ჩემი: არა: გსმენია჻ ჩემნი: მამკულელნი: წამწამნი: შავნი: გიშრისა: ჩხნდენია჻

1316. გგონივარ: ვინმე: ვაჭარი: პატრონი: ქარავანისა჻ მე: ვარ: სპა: სპეტი: მაღლისა: მეფისა: როსტევანისა჻ თავადი: სპისა: დიდისა: მათისა: შესაგვანისა჻ მაქუს: პატრონობა: მრავალი: საჭურჭლე: ზარდახშანისა჻

1317. შენ: გიცი: კარგი: მოყვარე: ერთგული: მისანდობელი჻ მათ: უვის: ერთი: ასული: მზე: ჴმელთა: მანათობელი჻ იგია: ჩემი: დამწველი: და: ჩემი: დამადნობელი჻ მან: გამომგზავნა: დავაგდე: პატრონი: მათი: მშობელი჻

1318. რომე: შენ: ქალი: გყოლია: მე: ძებნად: მისვე: ქალისად჻ მივლია: ყოვლი: ქვეყანა: მის: მზისა: მონაცვალისად჻ მისთვის: გაჭრილი: მინახავს: წევს: ლომი: ფერ ნამკრთალი: სად჻ გამცუდებელად: თავისად: მის: გულისა: და: ძალისად჻

ავთანდილისაგან თავისი და ტარიელის ამბის მბობა ფატმანთან჻

1319. ავთანდილ: ფატმანს: ყოველი: უთხრა: ამბავი: თავისა჻ ამბავი: ტარიელისა: შემოსა: ვეფხის: ტყავისა჻ უბრძანა შენ: ხარ: წამალი: ჯერთ: შენგან: უნახავისა჻ ღონე: წამწმისა: ხშირისა: ყორნის: ფრთებ ნაფუშავისა჻

1320. მოდი: და: ფატმან: მეწივე: ვეცადნეთ: მისსა: რგებასა჻ უშველოთ: იგი: მნათობნი: ნუთუ: მიეცნენ: შვებასა჻ ვინცა: სცნობს: კაცი: ყუელაი: ჩვენსა: დაიწყებს: ქებასა჻ ნუთუ: კულავ მიხუდენ: მიჯნურნი: ერთმანეთისა: ხლებასა჻

1321. მომგვარე: ე: ქაჯეთს: გავგზავნოთ: იგივე: მონა: გრძნეული჻ ქალსა: ვაცნობოთ: ყველაი: ამბავნი: ჩვენგან: ცნეული჻ მანცა: გვაცნობოს: მართალი: ვქნათ: მისი: გამორჩეული჻ ღ~თნ: ქნას: ქაჯთა: სამეფო: მოგესმას: ჩვენგან: ძლეული჻

1322. ფატმან: თქუა: ღ~თსა: დიდება: საქმენი: მამხუდეს: მორანი჻ დღეს: რომე: მესმნეს: ამბავნი: უკუდავებისა: სწორანი჻ მოგვარა: მონა: გრძნეული: შავი: მართ: ვითა: ყორანი჻ უბრძანა: ქაჯეთს: გაგგზავნი: წა: გზანი: გისხენ: შორანი჻

1323. აწ: გამოჩნდების: საჴრმობა: ჩემთვის: შენისა: გრძნებისა჻ ფიცხლად: დამივსე: საჴმილი: შენ: ჩემთა: ცეცხლთა: გზნებისა჻ მას: ზედა ჰკადრე: მიზეზი: მისისა: განკურნებისა჻ მან: უთხრა: ხვალე: მოგართვა: ყოვლი: ამბავი: ნებისა჻

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანთან ქაჯეთს მიწერილი჻

1324. ფატმან: სწერს: აჰა: მნათობო: სოფლისა: მზეო: ზენაო჻ შენთა: შორს მყოფთა: ყოველთა: დამწველო: ამაგზენაო჻ სიტყუა: მჭევრო: და: წყლიანო: ტურფაო: ლამაზენაო჻ ბროლო: და: ლალო: ოროვე: კულავ: ერთგან: შენათხზენაო჻

1325. თუცა: თუ: შენი: ამბავი: შენ: არა: მამასმენიე჻ მე: ეგრეც: ვიცან: ამბავი: მით: გულსა: შენთვის: ველიე შენთვის: ხელქმნილსა: ტარიელს: ამბითა: მოალხენიე჻ ორნივე: მიხუდეთ: წადილსა: იგი: ვარდობდეს შენ: იე჻

1326. მოსრულა: შენად: საძებრად: მისი: ძმად შეფიცებული჻ ავთანდილ: მოყმე: არაბი: არაბეთშიგან: ქებული჻ სპასპეტი: როსტენ: მეფისა: ვერვისგან: დაწუნებული჻ შენ: სწერდი: შენსა: ამბავსა: ლაღი: ბრძნად: გაგონებული჻

1327. ჩუენ: ამისთვის: ესე: მონა: გამოვგზავნეთ: თქუენსა: წინა჻ ვსცნათ: ამბავი: ქაჯეთისა: მოსრულამცა: ქაჯნი: შინა჻ მანდაურთა: მეომართა: ანგარიში: წურილად: გვინა჻ ვინ: არიან: მცველნი: შენნი: ან: თავადი: მათი: ვინა჻

1328. რაცა: იცი: მანდაური: მოგვიწერე: გაამჟღავნე჻ მერმე: შენსა: საყუარელსა: ნიშანირა: გაუგზავნე჻ შენი: ყუელა: აქამდისი: ჭირი: ლხინსა: გაამთავნე჻ ღ~თსა: უნდეს მოყუარენი: შესაფერნი: შეგაზავნე჻