... (H-403), 1818 წ.

1423. სამოცი კაცი დააგდეს: ქაჯეთს ციხისა მცველია჻ წამოიყვანეს იგი მზე: მათიღა წაგვრა ძნელია჻ ზღვათა ქალაქსა დამართეს: თუცა გზა მუნით გრძელია჻ თქვეს ფატმან ვნახოთ მუქაფა: გვაც მისი გარდუხდელია჻

ტარიელისაგან ზღვათა მეფისას მისვლა჻

1424. ზღვათა მეფესა წინაშე: გაგზავნა მახარობელი჻ შესთვალა მოველ ტარიელ: მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი჻ ქაჯეთით მამყავს ჩემი მზე: ჩემი ლახვართა მსობელი჻ მწადიან გნახნე პატივით: ვითა მამა და მშობელი჻

1425. აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა: და მათი დანადებია჻ მეფეო კარგი ყველაი: მე თქვენგან წამკიდებია჻ ფატმანს უჴსნია ჩემი მზე: დედებია და სდებია჻ მისად მუქაფად რა გიძღვნა: მძულს ცუდი ნაქადებია჻

1426. მოდი გუნახენ გავიარდეთ: ქვეყანასა შენსა ვირე჻ სრულად ქაჯთა სამეფოსა: გიძღვნი ჩემგან შეიწირე჻ კაცნი შენნი შეაყენენ: ციხე მაგრად დაიჭირე჻ მე ვისწრაფი ვერა გნახავ: შენ წამოდი ჩემ კერძ ირე჻

1427. თქუენ უბრძანე ჩემმაგიერ: უსენს ქმარსა ფატმანისსა჻ გამოგზავნოს იამების: ნახვა მისი ჴსნილსა მისსა჻ მისგან კიდე ინატრიდა: ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა჻ ვინ მზესაცა უნათლეა: ასრე ვითა ბროლი ფისსა჻

1428. რა კაცი ტარიელისა: ესტუმრა ზღვათა მფლობელსა჻ წესია გული გაჰკრთების: ამბავსა გასაკრთომელსა჻ მისცა მადლი და დიდება: ღ~თსა მართლისა მბრჭობელსა჻ მაშინვე შეჯდა არ უნდა: მისვლა სხვასაღა მხმობელსა჻

1429. ბარგი აჰკიდა გააგო: ქმნა ქორწილისა მათისა჻ მას მოაქუ რიცხვი ტურფათა: არს სიდიადე სათისა჻ ფატმან ჰყავს თანა იარეს: სავალი დღისა ათისა჻ უხარის ნახვა ლომისა: და მზისა ჴმელთა მნათისა჻

1430. შორს გაეგებნეს სამნივე: დიდსა მეფესა ზღვათასა჻ გარდაჰჴდეს მდაბლად აკოცეს: გარესწყდეს ჯარსა სპათასა჻ შეასხეს ქება ტარიელს: მან მადლი გაუათასა჻ ქალი რა ნახეს სტრფიალობს: შუქსა მას ბროლ ბაკმათასა჻

1431. ფატმან ხათუნს მისსა მჭვრეტსა: ედებოდა ცეცხლი ნელი჻ მოეხვია გარდუკოცნა: ჴელი ფერჴი პირი ყელი჻ იტყვის ღ~თო გემსახურო: გამინათლდა რათგან ბნელი჻ ვსცან სიმოკლე ბოროტისა: კეთილია შენი გრძელი჻

1432. ქალი ფატმანს ეხვეოდა: ტკბილად იტყვის არ გამწყრალი჻ ღ~თნ გული გამინათლა: გახეთქილი გაცამწყრალი჻ აწ აგრე ვარ გავსებული: წინას ვიყავ ვითა მცხრალი჻ მზემან შუქნი შემომადგნა: ვარდი მით ვჩან არ დამზრალი჻

1433. ზღვათა მეფე გარდაიხდის: მუნ ქორწილსა მეტად დიდსა჻ ქაჯეთიცა დაუმადლა: არ გაუშვა დღესა შვიდსა჻ უხვად გასცემს საბოძვარსა: საჭურჭლესა ანაკიდსა჻ პერპერასა დაპანტულსა: ზედა სცვეთდეს ვითა ჴიდსა჻

1434. მუნ იდვის გორი ლარისა: სტავრისა და ატლასისა჻ ტარიელს უძღვნა გვირგვინი: ვერ დანადები ფასისა჻ იაგუნდისა მრთელისა: ყჳთლისა მეტად ხასისა჻ კვლავ ერთი ტახტი ოქროსა: წითლისა მართ ხალასისა჻

1435. ნესტან დარეჯანს ყაბაჩა: უძღვნა შემკული თვალითა჻ იაგუნდითა წითლითა: ბალახშითა და ლალითა჻ დასხდეს ორნივე ქალ ყმანი: პირითა ელვა მკრთალითა჻ მათნი მჭვრეტელნი დაიწუნეს: ცეცხლითა მართ ახალითა჻

1436. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა: უსაზომო დიდი ძღვენი჻ ძვირფასისა უნაგირი: უკეთესი თვითო ცხენი჻ თითო კაბა თვალიანი: უცხო ფერთა შუქთა მფენი჻ მოახსენეს მადლი რა ვჰთქუათ: სვიანამცა დავლა თქვენი჻

1437. ტარიელ მადლსა გარდიხდის: ტურფა სიტყჳთა ენითა჻ დიდად ვიამე მეფეო: პირველ ნახვითა თქუენითა჻ მერმე აგვავსენ მრავლითა: ტურფა ფერითა ძღვენითა჻ ვიცი შორი შორ არ ჩავლა: ჩვენ თქუენი კარგად ვჰქენითა჻

1438. ზღვათა მეფე მოახსენებს: ჴელმწიფეო ლომო ქველო჻ მოახლეთა სიცოცხლეო: ვერ მჭვრეტელთა შორით მკლულო჻ მზგავსი თქუენი რამცა მეძღვნა: შვენიერო სანახველო჻ რა მოგშორდე რა მერგების: საჭვრეტელად სასურველო჻

1439. ტარელ ფატმანს უბრძანა: მე თავი შენი მიდია჻ დავ გული შენი ჩემზედა: გარდაუხდელი დიდია჻ აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე: ქაჯეთით ამიკიდია჻ მომიცემია წაიღე: არ კიდე მამიყიდია჻

1440. ფატმან ხათუნ თაყვანისცა: ჰკადრებს მადლსა მეტის მეტსა჻ მე მეფეო შენი ნახვა: მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა჻ რა მოგშორდე რა ვიქნები: მე დამაგდებ ვითა რეტსა჻ ახ ნეტარძი მოახლეთა: ვაგლახ თქუენსა ვერა მჭვრეტსა჻

1441. ზღვათა მეფესა ეტყჳან: ორნივე შუქთა მაფენი჻ კბილნი ბროლნი და ბაგენი: სადაფთა მოსადაფენი჻ უთქუენოდ მყოფთა არ გვინდა: ნიშანი ნაჩანგ დაფენი჻ მაგრა გაგვიშვენ ჟამია: წავიდეთ ვართ მოსწრაფენი჻