... (H-403), 1818 წ.

1403. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს: საუბართა ესოდენთა჻ ამაზედან გაიცინნეს: მათ წყლიანთა სიტყუა ბრძენთა჻ ერთმანეთსა ალაღობნეს: ლაღობათა მათთა ფერთა჻ გარდაჴდეს და დაეკაზმნეს: უკეთესთა შესხდეს ცხენთა჻

1404. კვლავ ერთმანერთსა მიუგეს: სიტყუები არ პირ მკუახები჻ დაასკვნეს იგი თათბირი: ტარიას განაზრახები჻ გაიყუეს კაცი ას ასი: ყუელაი გმირთა სახები჻ ცხენებსა შესხდეს აიღეს: მათ მათი ჩაბალახები჻

1405. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ: მზისაცა მეტითა჻ მათ სამთა შვიდნი მნათობნი: ჰფარვენ ნათლისა სვეტითა჻ ტარიელ შავსა ზედა ზის: ტანითა მით წერწეტითა჻ დალივნეს მტერნი ომითა: ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა჻

1406. ჩემი აწ ესე ნათქუამი: მათი სახე და დარია჻ რა ზედა წვიმდეს ღრუბელი: და მთათა აღტყდეს ღვარია჻ მოვა და ხევთა მოგრაგნის: ისმის ზათქი და ზარია჻ მაგრა რა ზღვათა შეერთვის: მაშინ ეგრეცა წყნარია჻

1407. თუცა ფრიდონ და ავთანდილ: სიკეთე მიუწდომნია჻ მაგრა ტარიას შემბმელნი: არვისგან მოსანდომნია჻ მზე მნათობთაცა დაჰფარავს: არცაღა ნათლად ჴმონია჻ აწ იყურებდით მსმენელნო: გესმნენ ფიცხელი ომნია჻

1408. სამთავე სამად გაიყუეს: თვითომან თვითო კარები჻ თანა ჰყუა კაცი სამასი: ყველაი გმირთა დარები჻ მას ღამით უქნეს სადარნო: უცრუო ანაჩქარები჻ გათენდა გაჩნდეს მიმართეს: თავის თავ ჰქონდა ფარები჻

1409. პირველ ამოდ მიდიოდეს: მგზავრთა რათმე მაგიერად჻ მათ შიგანთა ვერა უგრძნეს: ვერცა დახვდეს გულ ხმიერად჻ გულსა შიში არა ჰქონდა: ამოდ დგეს და ნებიერად჻ მიდგეს გარე მუზარადი: დაიხურნეს ჟამიერად჻

1410. ანაზდად ცხენი გაქუსლეს: მათრახმან შექნა წრიალი჻ რა ნახნეს კარნი გაახვნეს: ქალაქით გაჰჴდა ზრიალი჻ სამთავე სამგნით მიჰმართეს: თავსა მით უყუეს რიალი჻ იკრეს ნობსა და დაბდაბსა: შეიქნა ბუკთა ტკრციალი჻

1411. მაშინ ქაჯეთს მოიწია: უსაზომო რისხვა ღ~თისა჻ კრონოს წყრომით შემხედველმან: მოიშორვა სიტკბო მზისა჻ მათვე რისხვით გარდუბრუნდა: ბორბალი და სიმგრგვლე ცისა჻ ველნი მკვდართა ვერ იტევდა: გადიადდა ჯარი მკვდრისა჻

1412. კაცსა უკრავად დაბნედდის: ჴმა ტარიელის ჴაფისა჻ აბჯარსა ფრეწდის გაცუდდეს: სიმაგრე ჯავშან ქაფისა჻ სამგნითვე კართა შესჯარნეს: ჭირი არ ნახეს კაფისა჻ რა ქალაქს შეჰჴდეს შეიქნა: სიხარკე ციხეს სწრაფისა჻

1413. ავთანდილ და ლომი ფრიდონ: შიგნით ერთად შეიყარნეს჻ მტერნი სრულად აეწყვიტნეს: სისხლი მათნი მოეღვარნეს჻ უყივლეს და ერთმანერთი: ნახეს დიდად გაეხარნეს჻ თქვეს ტარიელ რა იქნაო: მისად ჭვრეტად თვალნი არნეს჻

1414. ერთმანცა არა იცოდა: ვერა ცნეს ტარიერისა჻ ციხესა კარსა მიმართეს: რიდი არ ჰქონდა მტერისა჻ მუნ ნახეს რიყე აბჯრისა: ნალეწი ჴმალთა წვერისა჻ ათი ათასი ნობათი: უსულო მსგავსი მტვერისა჻

1415. ციხისა მცველნი ყველაი: იდვა მართ ვითა სნეული჻ თავით ფერხამდი დაჭრილი: აბჯარი მუნ დახეული჻ ციხისა კარნი განხმულნი: კართა ნალეწი სრეული჻ თქვეს ნაქმრად ტარიელისად: საქმე არს ეს მისეული჻

1416. გზანი დახვდეს შეკაზმულნი: ავიდეს და აძურეს ხვრელსა჻ ნახეს მზისა შესაყრელად: გამოეშვა მთვარე გველსა჻ მუზარადი მოეხადა: შვენის აკვრა თმასა ლელსა჻ მკერდი მკერდსა შეეწება: გარდაეჭდო ყელი ყელსა჻

1417. ეხვეოდეს ერთმანერთსა: აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს჻ ამას გვანდეს ოდეს ერთგან: მუშთარ ზუალ შეიყარნეს჻ მზე რა ვარდსა შემოადგეს: დაშვენდენ და შუქნი არნეს჻ აქანამდის ჭირ ნახულთა: ამას იქით გაიხარნეს჻

1418. მათ ერთმანერთსა აკოცეს: დგანან ყელ გარდაჭდობილნი჻ კვლავ შეეწებნეს ჴშირ ჴშირად: ვარდნი ბაგეთათ პობილნი჻ აწ ესენიცა გავიდეს: შეკრბეს სამივე ძმობილნი჻ მას მზესა მისცეს სალამი: წარდგეს მართ ვითა ხმობილნი჻

1419. მზე მოეგება პირითა: ტურფითა მოცინარითა჻ აკოცა მისთა მშველელთა: ლაღმან ცნობითა წყნარითა჻ მათ მდაბლად მადლი უბრძანა: სიტყვითა მით ნარნარითა჻ ორივე ერთგან უბნობდეს: ამოთა საუბარითა჻

1420. ტარიელსცა უსალამეს: მას ალვისა მორჩსა ვით ხეს჻ მიულოცეს გამარჯვება: ერთმანერთი მოკითხეს჻ არა სჭირდა არ ინანეს: რომ აბჯარი არ გაითხეს჻ თავნი მათნი გაალომეს: მათნი მბრძოლი იშვლეს ითხეს჻

1421. სამასისა კაცისაგან: ასსამოცი შეჰყოლოდა჻ ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა: მაგრა ერთკერძ უხაროდა჻ მონახეს და არ აცოცხლეს: რაცა მბრძოლი დარჩომოდა჻ რომე ჰპოვნეს საჭურჭლენი: აწმცა თვალვით ვით ითქმოდა჻

1422. მოკრიფეს ჯორი აქლემი: რაცა ვით ჰპოვეს მალები჻ სამიათასსა აჰკიდეს: მარგალიტი და თვალები჻ თვალი ყუელაი დათლილი: იაგუნდი და ლალები჻ იგი მზე შესვეს კუბოსა: არს მათგან განაკრძალები჻