... (H-403), 1818 წ.

1442. შენ იყავ მამა მშობელი: და ჩვენი საესავიო჻ მაგრა ამასცა ვიაჯით: გვიბოძოთ ერთი ნავიო჻ მეფემან ბრძანა არა მშურს: სამიწოდ თქუენად თავიო჻ რადგან ისწრაფი რა გკადრო: წა გიწინამძღვრდეს მკლავიო჻

1443. მეფემან ნავი ხომალდი: მოჰკაზმა ზღვისა კიდესა჻ გამოემართა ტარიელ: გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა჻ თავსა იცემდეს იგლეჯდეს: თმა წვერსა გაიყრიდესა჻ ფატმანის ცრემლთა შედენით: თვით ზღვაცა გაადიდესა჻

ტარიელისაგან ზღვათა მეფის გაყრა და ფრიდონისას მისვლა჻

1444. გამოვლნეს ზღუანი სამთავე: ერთგან ძმად შენაფიცართა჻ კვლავ ამტკიცებდეს სიტყვათა: მათ პირველ დანამტკიცართა჻ ჰშვენის მღერა და სიცილი: მათ მისთა არ უიცართა჻ ბაგეთათ შუქი შეადგის: ზედან ბროლისა ფიცართა჻

1445. მუნით კაცი ასმათს თანა: მათ გაგზავნეს მახარობლად჻ კვლავ ფრიდონის თავადთასა: ნაომართა მათთა მთხრობლად჻ მანდა მოვა მოიმაღლებს: მზე მნათობთა მამაგრობლად჻ ჩვენ დამზრალნი აქანამდის: აწ ვიქინებთ დაუზრობლად჻

1446. იგი მზე შესვეს კუბოსა: იარეს გზა ზღვის პირისა჻ მიყმაწვილობდეს უხარის: მათ გარდახდომა ჭირისა჻ მივიდეს სადა ქუეყანა: იყო ნურადინ გმირისა჻ მოეგებნიან ისმოდის: ჴმა სიმღერისა ხშირისა჻

1447. მუნ მიეგება ყოველნი: ფრიდონის დიდებულები჻ ასმათი სავსე ლხინითა: მას აღარ აჩნდა წყლულები჻ ნესტან დარეჯანს მოიჭდო: რომე ვერ გახსნის ცულები჻ აწ გაუსრულა ყოველი: მან მისი ნაერთგულები჻

1448. ნესტან დარეჯან ეხვევის: პირსა აკოცებს პირითა჻ უბრძანა ჩემო ვაგლახ მე: შენცა აგავსე ჭირითა჻ აწ ღ~თნ მოგვცა წყალობა: ვსცან მისი არ სიძვირით ა჻ მე გულსა შენსა ეზომსა: არ ვიცი გარდვიხდი რითა჻

1449. ასმათ ჰკადრა მადლი ღ~თსა: ვარდნი ვნახენ არ დაზრულნი჻ ბოლოდ ასრე გააცხადნა: გონებამან დაფარულნი჻ სიკუდილიცა სიცოცხლედ მჩანს: ოდეს გნახენ მხიარულნი჻ სჯობს ყოველთა მოყვარულთა: პატრონ ყმანი მოყვარულნი჻

1450. დიდებულთა თაყუანიჰსცეს: მოახსენეს დიდი ქება჻ რომე ღ~თნ გაგვახარნა: კურთხეულა მისი ღ~თება჻ ჩვენ გვიჩვენა პირი თქუენი: აღარა გვწვავს ცეცხლთა დება჻ წყლულსა მისგან დაკოდილსა: მასვე ძალ უც განკურნება჻

1451. მოვიდეს და პირი ჴელსა: დასდვეს აგრე გარდაჰკოცნეს჻ მეფე ეტყვის ძმათა თქუენთა: თავნი ჩვენთვის დაიჴოცნეს჻ იგი შვებას საუკუნოს: ცხადად პოვეს არ იოცნეს჻ ერთსა მიხუდეს საზიაროდ: დიდებანი იასოცნეს჻

1452. თუცა მე მათი დახოცა: მტკივის და სატკივარია჻ მაგრა მათ მიხუდა უკუდავი: მუნ დიდი საჩუქარია჻ ესე თქუა ნელად ატირდა: და წვიმა თოვლსა არია჻ ნარგისთათ იძვრის ბორიო: ვარდსა ზრავს იანვარია჻

1453. მუნ ატირდეს ყუელაკანი: რა ტირილად იგი ნახეს჻ რაცა ვისრა დაჰკლებოდა: მათ ტირილით სულთქმით ახეს჻ დადუმდეს და მოახსენეს: რათგან ბრძენთა მზეებრ გსახეს჻ თქუენთა მჭვრეტთა მღერა მართებს: რასათვისმცა ივაგლახეს჻

1454. ვინ ღირსა თქუენგან ეგზომსა: ტირილსა შეჭირვებასა჻ თქვენთვის სიკუდილი დია სჯობს: მიწათა ზედან რებასა჻ კვლავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა: ნურათ იქთ გამწარებასა჻ ღ~თიმცა მუქფად მოგიზღავს: ათასსა გახარებასა჻

1455. ავთანდილცა მიუმტკივნა: იტყჳს დიდსა სიმძიმილსა჻ მათ შეასხეს ქება უთხრეს: თავნი მივსცნეთ აწ ღიმილსა჻ რადგან მიხვდა დაკარგული: ლომი მზესა წახდომილსა჻ აღარა ვსტირთ სატირალსა: აღარ დავსდებთ თვალთა მილსა჻

1456. მივიდეს სადა ქალაქი: დიდი მულღაზანზარია჻ სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა: გაჰხდა ზათქი და ზარია჻ დაბდაბისა და ქოსისა: ჴმა ტურფად შენათხზარია჻ მოატყდეს მოქალაქენი: დააგდეს მუნ ბაზარია჻

1457. შუკათათ მოდგნეს ვაჭარნი: ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია჻ შორს უარებდეს სარანგნი: ჴელთა აქუს მათ აბჯარია჻ მოიჯრებოდეს ჯალაბნი: სარანგთა დამსაჯანია჻ მათად საჭვრეტლად მიშვება: მუნ მათგან სააჯარია჻

1458. გადაჴდეს ფრიდონისასა: სრა ნახეს მოსაწონები჻ გამოეგება მრავალი: ოქროს სარტყლითა მონები჻ ფერხთა საფენლად ოქსინო: მართ მათგან არს ნაქონები჻ თავსა აყრიდეს ოქროსა: ხვეტს ჯარი მუნ ნარონები჻

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან჻

1459. მათ ქალ ყმათათვის საჯდომი: დაედგა თეთრ ძოწეული჻ წითელ ყჳთლითა თვალითა: ზედა კეკლუცად ფრქვეული჻ ავთანდილისთვის ყჳთელი: და შავი ერთგან რეული჻ მოვიდეს დასხდეს მჭვრეტელნი: ვსცან მათი სული ლეული჻