... (H-403), 1818 წ.

1499. მიხვდეს არაბთა საზღვარსა: რა ვლეს მრავალნი ხანები჻ დახვდა სოფლები ციხები: ჴშირ ჴშირად თანის თანები჻ მუნ შიგა მყოფსა ემოსა: ტანსა ლურჯი და მწვანები჻ ავთანდილისთვის ყუელაი: ცრემლითა არს ნაბანები჻

1500. ტარიელ კაცი გაგზავნა: წინაშე როსტან მეფესა჻ შესთვალა გკადრებ მეფეო: სურვილთა სიიეფესა჻ მე მოვალ მეფე ინდოთა: დარბაზსა თქუენსა სეფესა჻ გიჩვენებ ვარდსა კოკობსა: უფრჭკუელ მოუკრეფელსა჻

1501. მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა: ნახვა მიწისა შენისა჻ ცდა შეპყრობისა ავი ჰქენ: შემოტევება ცხენისა჻ მე შენთა სპათა ვაჩვენე: ნიშანი რამე წყენისა჻ დავჴოცე მონა მრავალი: მსახურნი სრისა თქუენისა჻

1502. აწ ამად მოვალ წინაშე: დავჰყარენ ჩემნი გზანია჻ შემინდოთ რაცა შეგცოდეთ: ჰქმნეთ გაწყრომისა კმანია჻ ძღვენი არა გვაქვს გმოწმობენ: ფრიდონ და მისნი ყმანია჻ ოდენ ძღვნად თქუენი ავთანდილ: მე თქუენთვის მამიტანია჻

1503. რა მიუვიდა მეფესა: მახარობელი ჟამისა჻ ვით გაეხარნეს ვერ იტყვის: ენა ერთისა წამისა჻ თინათინს ღაწვთა ემატა: ელვა შუქისა სამისა჻ ბროლსა და ლალსა აშვენებს: მუნ ჩრდილი წარბ წამწამისა჻

1504. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა: სიცილი თქართქარებისა჻ ლაშქარნი ჰრბოდეს მი და მო: ქნა სწადდა მათკენ რბენისა჻ დაიწყეს მოსხმა ცხენისა: მოღება უნაგრებისა჻ შესხდეს სიმრავლე მოყმისა: მკლავ ფიცხელ გულ მაგრებისა჻

1505. მეფე შეჯდა გაეგებნეს: თავადნი და სრულად სპანი჻ ვისცა ესმის მოვიდიან: მას წინაშე სხვაგნით სხვანი჻ ყუელაკაი ღ~თსა მადლობს: გაამაღლნეს მათნი ჴმანი჻ თქუეს ბოროტსა უმყოფოა: კეთილნია შენთვის მზანი჻

1506. რა ერთმანერთი აუჩნდა: მისაგებ მოსაგებავი჻ ავთანდილ ეტყჳს ტარიელს: სიტყუათა დანაზებავთა჻ აიგერა ხედავთ მინდორთა: მტვერითა შენაღებავთა჻ ამად მედების სახმილი: გულსა ეცხება ებავთა჻

1507. ისია ჩემი გამზრდელი: და თქუენდა მოგებებულა჻ იქი ვერ მივალ მრცხვენიან: გულსა საჴმილი დებულა჻ ჩემად არაკად სულდგმული: კაცი არ გაწბილებულა჻ რასაცა მიზამთ თქუენ იცით: ფრიდონ თქუენადვე ხლებულა჻

1508. ტარიელ უთხრა კარგსა იქ: შენ პატრონისა კრძალვასა჻ აწ დადეგ იქი ნუ მოხვალ იქმცა უჩემოდ ხალვასა჻ მე მივალ უთხრობ მეფესა: შენგან თავისა მალვასა჻ ვეჭვ ღ~თითა ადრე შეგყარო: მზესა მას ტანად ალვასა჻

1509. მუნ დადგა ლომი ავთანდილ: დაიდგა მცირე კარავი჻ ნესტან დარეჯან მუნვე დგას: იგია მჭვრეტთა მზარავი჻ მისთა წამწამთა ნიავი: ქრის ვითა ქარი არავი჻ წავიდა მეფე ინდოთა: მისრული მიუპარავი჻

1510. ტარიელცა თაყუანისცა: მივა კოცნად სასალამოდ჻ მეფე ყელსა აკოცებდა: მართ ბაგისა დასაამოდ჻ გაკვირვებით ეუბნების: არის მისგან სათამამოდ჻ შენ მზე ხარო შენი გაყრა: არის დღისა შესაღამოდ჻

1511. გაეკვირვა მეფე მისსა: თვალადობა სიტურფესა჻ პირსა უჭვრეტს გაკვირვებით: უქებს მკლავთა სიალფესა჻ კვლავ ფრიდონცა უსალამა: თაყუანისცა მან მეფესა჻ მას მეფესა ავთანდილის: ნახვისათვის მოსწრაფესა჻

1512. მეფე ტარიას ქებასა: დაჰკრთების დაეღონების჻ ტარიელ ეტყჳს მეფეო: აწ გული შენ გემონების჻ მიკვირს თუ ეგრე სიკეთე: თქუენ ჩემი რად გეგონების჻ რადგან ავთანდილ შენია: სხვა რად ვინ მოგეწონების჻

1513. ნუ გიკვირს მისი ვერ ნახვა: და დაყოვნება ხანისა჻ მოდი და დავსხდეთ მეფეო: ამოა კორდი მწვანისა჻ გკადრო მიზეზი მისისა: თქუენს წინა ვერ მოტანისა჻ ვიაჯი რასმე მე მართებს: მოთხოვა აწ ფარმანისა჻

1514. დასხდეს მეფენი მოადგა: გარე სიმრავლე რაზმისა჻ ტარიელს პირსა ციმციმი: ათქს უნათლესი ბაზმისა჻ ჭვრეტა ახელებს მჭვრეტელთა: ყოფა ქცევისა და ზმისა჻ დაუწყო თხრობა მეფესა: სიტყჳსა ბრძნად ნაკაზმისა჻

1515. მეფეო თავი მემცრობის: მე მისად მოსახსენებლად჻ მაგრა მოსრული თქუენს წინა: ვარ შემამხვეწლად მქენებლად჻ თვით იგი იაჯს რომელი: ჩანს მზეებრ შუქთა მფენელად჻ ვინ არის ჩემად სინათლედ: და ჩემად გამათენებლად჻

1516. აწ ამას გკადრებთ ორნივე: ხვეწით და შემუდარებით჻ ავთანდილ დამდვა წამალი: მისგან თავისა დარებით჻ დავიწყდეს რომე პატიჟნი: სჭირდეს ჩვენთავე დარებით჻ არ გაწყენ გრძელი ამბავი: არს ჩვენგან მიუმჴუდარებით჻

1517. თქუენთა უყვარს ერთმანერთი: ქალი მას და იგი ქალსა჻ მით ვიგონებ საბრალოსა: მტირალსა და ფერ ნამკრთალსა჻ მუჴლ მოყრილი გიაჯები: ნუღარ აწვევ იმათ ალსა჻ რომე მისცე ქალი თქუენი: მკლავ მაგარსა გულ ფიქალსა჻

1518. ამის მეტსა არას გკადრებ: არ მოკლესა არცა გრძელსა჻ ამოიღო ჴელმანდილი: მოინასკვა ზედან ყელსა჻ ადგა მუჴლნი დაუყარნა: იაჯების ვითა მზრდელსა჻ გაუკვირდა ყოვლსა კაცსა: მის ამბისა მამსმენელსა჻