... (H-403), 1818 წ.

1386. ამა ფრიდონის თათბირთა: სამნივე ერთგან ზმიდიან჻ რა გაუთენდის დადგიან: და ღამით ფიცხლა ვლიდიან჻ მივიდეს აჩნდა ქალაქი: მცველთა ვერ დასთვალვიდიან჻ გარე კლდე იყო გუშაგთა: ჴმა ჯარვით გაადიდიან჻

1387. ყოვლგნით ირგვლივ მომტკიცული: არსით იყო ყოლ ნაპირი჻ სამთა კართა ცხრა ათასი: ზედან ჰსცვიდა მოყმე გმირი჻ შუა ციხე ამართული: კლდე კეკლუცი არ დუხჭირი჻ გვირაბითა შესავალი: ახვრეტილი ვითა სტვირი჻

1388. გვირაბის კარსა ჭაბუკი: ათი ათასი მცველია჻ მათ ლომთა ნახეს ქალაქი: მთვარე დგას მუნ ნათელია჻ თქვეს ვითათბიროთ ვითა ვთქვათ: აწ გამორჩევა ძნელია჻ ასი ათასსა აჯობებს: თუ გამორჩევით მქმნელია჻

თათბირი ნურადინ ფრიდონისა ქაჯეთის ციხეს რომ მოადგეს჻

1389. ფრიდონ თქვა ვიტყჳ სიტყვასა: ვეჭვ ჩემი არ დამცდარია჻ ჩვენ ცოტანი ვართ ქალაქი: დიდთაგან საომარია჻ პირისპირ ომი არ ძალ გვაქვს: არ ჟამი საკვეხარია჻ ათას წელ ვერსით შევუვალთ: თუ ზედ დაგვიხშან კარია჻

1390. ჩემსა სიმცროსსა გამზრდელნი: სამუშაითოდ მზრდიდიან჻ მასწავლნეს მათი საქმენი: მახტუნებდიან მწვრთიდიან჻ ასრე გავიდა საბელსა: რომ თვალნი ვერ მამკიდიან჻ ვინცა მიჭვრეტდიან ყმაწვილნი: იგიცა ინატრიდიან჻

1391. აწ ვინცა იცით უკეთე: შეტყორცა საგდებელისა჻ მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ: წვერი საბლისა გრძელისა჻ მაზედა გავლა ადვილად: მიჩანს მართ ვითა ველისა჻ თქვენ ჭირად გიყო შიგანთა: პოვნა კაცისა მრთელისა჻

1392. აბჯრითა გავლა არად მჩანს: ჭირად გატანა ფარისა჻ შიგან ჩავხტები კისკასად: ვეცემი მსგავსად ქარისა჻ ლაშქართა დავჴოც გავახვამ: ნახოთ გაღება კარისა჻ თქვენცა მუნ მოდით სადაცა: გესმას ზრიალი ზარისა჻

თათბირი ავთანდილისა ქაჯეთის ციხის შეპარვით შესვლისა და აღებისა჻

1393. ავთანდილ უთხრა ჱე ფრიდონ: მოყვასნი ვერ გიჩივიან჻ ლომთა მკლავთაგან იმედი: გაქვს არა წყლულნი გტკივიან჻ სთათბირობ ძნელთა თათბირთა: მტერთა ივაგლახივიან჻ მაგრა თუ გესმის გუშაგნი: რა ახლო ახლო ყივიან჻

1394. რა გახვიოდე გუშაგთა: ესმას აბჯრისა ჩხერება჻ გიგრძნობენ თოკსა მოჰკვეთენ: ამისი ჴამს დაჯერება჻ წაგიხდეს ცუდად ყველაი: დაგრჩეს ცუდიღა ფერება჻ ეგე თათბირი არ ვარგა: სხვაებრ ვქნათ თავის ტერება჻

1395. სჯობს დადეგით დამალულნი: თქვენ ადგილსა იდუმალსა჻ ისი კაცნი არ იჭირვენ: მგზავრსა ქალაქს შემავალსა჻ სავაჭროდა შევეკაზმი: ვიქ საქმესა მე მუხთალსა჻ ერთსა ჯორსა გარდავკიდებ: მუზარადსა ჯაჭვსა ჴრმალსა჻

1396. სამთავე შესულა არ ვარგა: თუ გვიგრძნან არს სათუები჻ მე მარტო შევალ ვაჭრულად: და კარგად შევეტყუები჻ მალვით ჩავიცვამ აბჯარსა: გავჩნდები გავეცრუები჻ ღ ~თნ ქნას უხვად ვადინო: შიგნით სისხლისა რუები჻

1397. შიგნითა მცველთა მოვიცლი: მე უნახავად ჭირისა჻ თქუენ გარეთ კართა ეცენით: ყოველნი მზგავსად გმირისა჻ კლიტეთა დავლეწ გავახვამ: ნახოთ გაღება კარისა჻ თუ რა სხვა გვიჯბს თქუენ ბრძანეთ: ვარ მრჩევლად ამა პირისა჻

თათბირი ტარიელისა სამთაგანვე ციხის შეხდომა და აღება჻

1398. ტარიელ უთხრა მე თქუენი: ვსცან გმირთა მეტი გმირობა჻ თქუენსა ძალგულსა თქუენივე: ჰგავს თათბირობა პირობა჻ ვიცი გწადს ომი ფიცხელი: არ ცუდი ჴრმალთა ღირობა჻ კაციმცა მაშინ თქუენ გახლავს: რა ომმან ქნას გაჭირობა჻

1399. მაგრა იყუენით ჩემთვისცა: საქმისა რასმე რჩევითა჻ ჴმა ესმას ჩემსა ხელ მქმნელსა: ზედა გარდმოდგეს მზე ვითა჻ თქუენ გქონდეს ომი ფიცხელი: უომრად მნახოს მე ვითა჻ ესე მე დამსურის ნუ უბნობთ: სიტყვითა თქუენ სათნევითა჻

1400. მაგა თათბირსა ესე სჯობს: ვჰქნათ ჩემი მონახსენები჻ გავიყოთ კაცი ას ასი: რა ღამე ჩნდეს ნათენები჻ სამთავე სამგნით მივმართოთ: ფიცხლად დავსწკიპოთ ცხენები჻ მოგვეგებვიან ვემცრობით: ჩვენ ჴრმალსა მივსცემთ მძლედ ნები჻

1401. ფიცხლად შევებნეთ შევსჯარნეთ: ვერ მოგვასწრებენ კარებსა჻ სამთაგან ერთი შეუვალთ: სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა჻ მან ერთმან შიგნით შიგანი: მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა჻ ჴელი კვლავ ვხადოთ აბჯარსა: მას ჩვენგან მძლედ ნაჴმარებსა჻

1402. ფრიდონ უთხრა შემიგია: გამიგია ვიცი მე რა჻ მაგა ცხენსა ჩემეულსა: მოასწრობენ კართა ვერა჻ ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი: ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა჻ თუარა ყოლა არ გიძღვნიდი: ჩემი გითხრა სიძუნწე რა჻