... (H-403), 1818 წ.

1309. ყმამან ფრიდონის მონანი: უჴმნა მასთანა ხლებულნი჻ უბრძანა მკუდარნი აქამდის: აწყა ვართ დაცოცხლებულნი჻ რაცა გვინდოდა მისითა: სმენითა გაახლებულნი჻ ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე: წყლულნი მით ვაგლახებულნი჻

1310. მიდით და ფრიდონს უამბეთ: ამბავი არ ნაცქაფავი჻ მე ვერა ვნახავ ვისწრაფი: გზა ჩემი არს ნასწრაფავი჻ მან გააჴაფოს ჴმა ჴაფი: კვლავ უფრო განაჴაფავი჻ თქვენ მოგცე ლარი ყუელაი: მე ჩემი ნაალაფავი჻

1311. ჩემსა ზედა დიდი არის: ვალი თქუენგან დანადები჻ მადლსა სხვაებრ გარდავიხდი: თუღა ფრიდონს შევეყრები჻ აწ წაიღეთ ყუელაკაი: მეკობრეთა წანაღები჻ ამის მეტსა ვერას მოგცემ: ვიცი ამად გეძუნწები჻

1312. სახლი არ მახლავს არ ძალ მაქუს: გაცემა საბოძვარისა჻ მისცა მართ სავსე ხომალდი: რიცხვი ტურფათა ჯარისა჻ უბრძანა წადით წაიღეთ: გზა წავლეთ მისვე არისა჻ ფრიდონს მიართვით უსტარი: ჩემგან ძმად ნაფიცარისა჻

წიგნი ავთანდილისაგან მიწერილი ფრიდონის წინაშე჻

1313. დაწერა ფრიდონ მაღალო: სვე სრულო მეფეთ მეფეო჻ ლომისა მზგავსო ძალ გულად: მზეო შუქ მოიეფეო჻ მოვლენილო და მორჭმულო: მტერთა სისხლისა მჩქეფეო჻ უმცროსმან ძმამან შორი შორ: სალამი დავიყეფეო჻

1314. ჭირნი ვნახენ და მოცამხვდა: ნაცვალი ჭირ ნახულისა჻ კარგა მოხდომა საქმისა: ჩემისა გაზრახულისა჻ მიცნია მართლად ამბავი: პირისა მზედ სახულისა჻ დამარჩენელი ლომისა: მის ქვესკნელს დამარხულისა჻

1315. იგი მზე ქაჯთა მეფესა: ჰყავს ქაჯეთს პატიმარია჻ მუნ მისლვა მიჩანს თამაშად: თუცა გზა საომარია჻ ნარგისთათ წვიმა ბროლისა: წვიმს ვარდი ნაწვიმარია჻ ჯერ ქალსა ქაჯნი არ ახლვან: მაგრა სპა უამარია჻

1316. გულ მხიარული ვიხარებ: ამად არ ცრემლი მმილდების჻ სადაცა შენ და შენი ძმა: ხართ ძნელი გაადვილდების჻ რაცა მოგინდეს უცილოდ: იქთ იგი არ აქცილდების჻ არ თურე კაცმან დაგიდგნა: ვეჭვ კლდეცა გაგილბილდების჻

1317. აწ შემინდევ ვერა გნახე: შორს ამისთვის წაგიარე჻ გზა გზა ყოვნა აღარა მცალს: პატიმრადა იგი მთვარე჻ ადრე გნახავთ მხიარულნი: ჩვენი ნახვა გაიხარე჻ ამის მეტი რაღა გკადრო: ძმასა ძმურად მოეჴმარე჻

1318. ამა მონათა ჩემზედა: გარდაუხდელი გულია჻ ამოდ მსახურეს თქვენიმცა: გული ამათთვის სრულია჻ ქება რად უნდა მას ვინცა: თქვენთანა ხან დაზმულია჻ მზგავსი ყველაი მზგავსსა შობს: ესე ბრძენთაგან თქმულია჻

1319. ესე უსტარი დაწერა: შეკრა და წაცახვია მან჻ მისცა ფრიდონის მონათა: ვარდმან და თმითა იამან჻ შესთვალა ზეპირ რაც ჴამდა: სრულად მართ ვითა გიამან჻ მათ მარგალიტი უჩვენის: ძოწისა კარმან ღიამან჻

1320. მონახა პოვა ავთანდილ: ნავი მისისა მჴარისა჻ გამოემართა იგი მზე: პირითა სავსე მთვარისა჻ მაგრა დაგდება უმძიმდა: ფატმანის გულ მწუხარისა჻ მისთა გამყრელთა ნაკადი: ჩასდის სისხლისა ღვარისა჻

1321. ფატმან უსენ და მონანი: ტირან ცრემლითა ცხელითა჻ იტყჳან მზეო რა გვიყავ: დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა჻ რად დაგვაბნელენ შენისა: მოშორვებისა ბნელითა჻ დაცაგვმარხენო ჴელითა: ჩვენისა დამმარხველითა჻

ავთანდილისაგან გულანშაროს წასვლა და ტარიელის შეყრა჻

1322. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ: მგზავრითა რათმე ნავითა჻ პირ მხიარული აცორვებს: მართ ოდენ მარტო თავითა჻ მას შეყრა ტარიელისა: უხარის მით ამბავითა჻ ჴელ განპყრობილი გულითა: არს ღ~თისა საესავითა჻

1323. მიწურვილ იყო ზაფხული: ქვეყნით ამოსლვა მწვანისა჻ ვარდის ფურცლობის ნიშანი: დრო მათის პაემანისა჻ ეტლის ცვალება მზისაგან: შეჯდომა საროს ტანისა჻ სულთქნა რა ნახა ყვავილი: მან უნახავმან ხანისა჻

1324. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი: ცროდეს ბროლისა ცვარითა჻ ვარდთა აკოცა ბაგითა: მითვე ვარდისა დარითა჻ უბრძანა გიჭვრეტ თვალითა: გულ ტკბილად შემხედვარითა჻ მისად სანაცვლოდ მოვილხენ: თქვენთანა საუბარითა჻

1325. რა მოეგონის მოყვარე: სდინდიან ცრემლნი მწარენი჻ ტარიელისკენ იარნა: მან გზანი საწყინარენი჻ უდაბურნი და უგზონი: უცხონი რამე არენი჻ სადაცა ნახის დახოცის: ლომ ვეფხნი მოშამბნარენი჻

1326. ქვაბნი გამოჩნდეს იამა: იცნა თქვა იგი კლდენია჻ სადაა ჩემი მოყვარე: და ვისთვის ცრემლი მდენია჻ ღირს ვარმცა ვნახო პირის პირ: უამბო რაცა მსმენია჻ არ მოსრულ იყოს რაღა ვქნა: ცუდ ჩემი განავლენია჻