... (H-403), 1818 წ.

1519. რა ტარიელ მუჴლ მოყრილი: ნახა მეფე შეუზარდა჻ შორს უკუდგა თაყუანისცა: ქუე მიწამდის დაუვარდა჻ მოახსენა ჴელმწიფეო: ლხინი ყოვლი გამიქარდა჻ თქუენმან აგრე სიმდაბლემან: ნახვა თქუენი ჩამადარდა჻

1520. ვით ეგების რაცა გწადდეს: რომე კაცი არ მოგთმინდეს჻ ანუ მშურდეს ქალი ჩემი: საკუდავად და ტყუედცა გინდეს჻ გებრძანამცა სახლით თქუენით: ცრემლი არცა მაშინ გდინდეს჻ სხვა მისებრი ვერა ჰპოოს: ცათამდისცა გაცაფრინდეს჻

1521. მე სიძესა ავთანდილის: უკეთესა ვჰპოვებ ვერა჻ თვით მეფობა ქალსა ჩემსა: მივეც აქუ და მას ეფერა჻ ვარდი ახლად იფურჩნების: მე ყუავილი დამებერა჻ რამცა ვჰკადრე შეცილება: რასაც ოდენ იგი ჯერა჻

1522. თუ შეგერთო ერთი მონა: თქუენთვის არცა მაშინ მშურდა჻ ვინმცა გკადრა შეცილება: უშმაგომცა ვით მოგმდურდა჻ თუ ავთანდილ არ მიყუარდა: აგრე მისთვის რად მამსურდა჻ დია ღ~თო წინაშე ვარ: ესე ჩემგან დადასტურდა჻

1523. რა ტარიელ მეფისაგან: ესე სიტყუა მოისმინა჻ დადრკა მდაბლად ეთაყვანა: პირსა ზედან დაეფინა჻ კვლავ მეფემან თაყუანისცა: წამორევლო წადგა წინა჻ ერთმანერთი მოემადლეს: მათ ერთსაცა არ ეწყინა჻

1524. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის: მახარობლად გაექანა჻ ესდენ დიდი სიხარული: გაეხარნეს მასცა განა჻ წავიდა და წამოუძღვა: მოიყუანა მოჰყვა თანა჻ მაგრა ირცხვის მეფისაგან: შუქი ბნელად მოევანა჻

1525. მეფე ადგა მოეგება: ყმა გარდახდა რა მივიდა჻ ჴელთა ჰქონდა ჴელმანდილი: პირსა იმით იფარვიდა჻ მზე ღრუბელსა მოჰფარვოდა: ქუშდებოდა ვარდსა ზრვიდა჻ მაგრა მისსა შვენებასა: რამცა ვითა დაჰფარვიდა჻

1526. მეფე კოცნასა ლამობდა: აღარა ცრემლნი სდენიან჻ ავთანდილ ფერხთა ეხვევის: შუქნი ქვე დაუფენიან჻ უბრძანა ადეგ ნუ ირცხვი: შენ ზნენი გამოგჩენიან჻ რადგან მერჩიო ნუ მერცხჳ: გაე რასაღა გრცხვენიან჻

1527. მოეხვია გარდაკოცნა: მან პირისა არე მარე჻ დამივსეო ცეცხლი ცხელი: მაგრა წყალი არე მარე჻ ვინ გიშერი დააჯოგა: და წამწმისა არემარე჻ გვალე შეგყრი ლომო მზესა: თავი მისკენ არე მარე჻

1528. მეფე ყელსა ეხვეოდა: მას ლომსა და ვითა გმირსა჻ ახლოს უზის ეუბნების: აკოცებს და უჭვრეტს პირსა჻ იგი მზე და ჴელმწიფობა: ასრე მიხუდა ვითა ღირსა჻ მაშინღაა ლხინი ამო: რა გარდიხდის კაცი ჭირსა჻

1529. ყმა მეფესა მოახსენებს: მიკვირს სხვასა რად არ ბრძანებ჻ რად არ გინდა ნახვა მზისა: ანუ რადღა აგვიანებ჻ მიეგებვი მხიარული: სახლსა თქუენსა მოიყუანებ჻ შემოიმოს შუქთა მისთა: ნათლად გარე მოივანებ჻

1530. ტარიელსცა მოახსენა: შესხდეს ქალსა მიეგებნეს჻ მათ სამთავე გოლიათთა: მზისა ფერად ღაწუნი ღებნეს჻ მიხვდეს მათსა საწადელსა: იგი ჰპოვეს რაცა ძებნეს჻ ჴელი ჰჴადეს ჴმალთა მათთა: არა ცუდად წელთა ებნეს჻

1531. მეფემან ქალს უსალამა: მან შორით გარდახდომილმან჻ დაუყუნა თვალნი ელვამან: მისთა ღაწვთაგან კრთომილმან჻ გამოეგება აკოცა: კუბოსა შიგან ჯდომილმან჻ დაუწყო ქება მეფემან: თვით ვერას ვერ მიხდომილმან჻

1532. ეტყჳს მზეო ვითა გაქო: ნათელო და დარიანო჻ შენთვის ჴელნი გონებანი: არა ცუდათ არიანო჻ მზიანო და მთვარიანო: ეტლად რაო და რიანო჻ თქუენ საჭვრეტლად აღარ მინდით: არ ვარდნო და არ იანო჻

1533. გაკვირდეს ყოვლნი მხედველნი: მისთა ელვათა ფენასა჻ ვით მზემან დაყუნა მჭვრეტელთა: თვალნი ნათლისა ჩენასა჻ მისგან დამწვარნი მისცნიან: გულნი ჭვრეტითა ლხენასა჻ სითცა გამოჩნდის იქმოდეს: ჯარნი მუნითკენ რბენასა჻

1534. შინა წავიდეს ყოველნი: შესხდეს თავისა დარებად჻ ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი: მის მზისა დასადარებად჻ არ მიიხდომის სიტურფე: არს მათგან მიუმხვდარებად჻ ადრე მივიდეს მეფისა: სახლად სამყოფად არებად჻

1535. შევიდეს ნახეს თინათინ: მჭვრეტთა მამცემი ჭირისა჻ სკიპტროსან გვირგვინოსანსა: ჰშვენოდა ცმა პორფირისა჻ მისრულთა პირსა შეადგა: ელვა მისისა პირისა჻ შევიდა მეფე ინდოთა: იგი მზე მსგავსი გმირისა჻

1536. ტარიელ და ცოლმან მისმან: ქალსა მდაბლად უსალამეს჻ მოეგებნეს აკოცეს და: საუბარი დააამეს჻ იგი სახლი გაანათლეს: არ ნათელი შეაღამეს჻ ბროლ ბალახში გააღაწვეს: და გიშერი აწამწამეს჻

1537. თინათინ ზედა აწჳვა: ტახტსა მეფეთა ზეთასა჻ ტარიელ უთხრა შენ დაჯე: სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა჻ დღეს ტახტი შენი შენ გმართებს: მეტად ყოველთა დღეთასა჻ მე ლომი ლომთა დაგისვა: გვერდსა შენ მზეთა მზეთასა჻

1538. ორთავე ჴელი მოკიდეს: და დასვეს ტახტსა თავისსა჻ გვერცა დაუსვეს ავთანდილ: სურვილსა მოეკლა ვისსა჻ უნახავსა და ნახულსა: სჯობს ყოვლსა სანახავისსა჻ ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა: ნუცა თუ რამინს და ვისსა჻