... (H-403), 1818 წ.

1367. ოქროც რამე წაიტანეს: მარგალიტი ღარიბები჻ გამოვიდეს გამობეჭდეს: ორმოცივე საჭურჭლები჻ ავთანდილ თქუა ამას იქით: დავამაგრო ჴრმალსა ნები჻ ამას ღამე არსად წავალ: რა გათენდეს არ დავდგები჻

1368. აქა მხატვარო დახატე: ძმად უმტკიცესად ძმობილნი჻ იგი მიჯნურნი მნათობთა: სხვისა ვერვისგან სწრობილნი჻ ორნივე გმირნი მოყმენი: მამაცობისა ცნობილნი჻ რა ქაჯეთს მივლენ გასინჯოთ: ომი ლახვართა სობილნი჻

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასვლა ფრიდონისას჻

1369. რა გათენდა გაემართნეს: წაიტანეს ასმათ თანა჻ ნურადინის ქვეყანამდი: შეისვიან მათ უკანა჻ მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად: ცხენი მისცა არ უძღვანა჻ ავთანდილ კმა ყოლაოზად: სხვამცა ვინღა წაიტანა჻

1370. იარეს და ზედა შეჰჴდეს: ნურადინის მეჯოგეთა჻ ჯოგი ნახეს მოეწონა: ფრიდონისთვის ეაგეთა჻ მუნ ავთანდილს ჰინდო ეტყჳს: გაქნევ კარგთა სიშმაგეთა჻ მოდი ფრიდონს გავლაღობნეთ: ჯოგსა მისსა მოვადგეთა჻

1371. ჯოგი წაუღოთ მოსრულნი: ვესმით ჯოგისა წაღებად჻ გამოემართვის საომრად: ჴელთა სისხლისა დაღებად჻ ანაზდად გვიცნობს გაჰკრთების: გულსა შეელმის დაღებად჻ ამოა კარგი ლაღობა: ლაღსავე შეიქს ლაღებად჻

1372. დაიწყეს პყრობა ტაიჭთა: ფრიდონის უკეთესებსა჻ მუნ მეჯოგეთა ფანოსი: შეექნა ეკრა კვესებსა჻ უყივლეს ვინ ხართ მოყმენო: ვინ იქთ საქმესა ზესებსა჻ ჯოგი მისია ვინ მტერსა: ჰკრავს ჴრმალსა არ აკვნესებსა჻

1373. მათ მშვილდები დაიწვადეს: მეჯოგეთა გაეკიდნეს჻ მეჯოგენი მიიზახდეს: ჴმანი მათნი გაადიდნეს჻ გვიშველეთო გვიშველეთო: მეკობრეთა ამოგვწყვიტნეს჻ ჴმა შეიქნა შეიყარნეს: ფრიდონს ჰკადრეს არ დარიდნეს჻

1374. შეეკაზმა ფრიდონ შეჯდა: შეკაზმული გამოვიდა჻ ჴმა შეიქნა შეიყარნეს: რაზმი ველთა დაჰფარვიდა჻ იგი მზენი მოეგებნეს: ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა჻ დაეხურვა ზარადები: პირსა მათსა უფარვიდა჻

1375. რა ტარიელ ფრიდონ იცნა: აწ ვნახეო ვინცა მინა჻ მუზარადი მოიხადა: გაიღიმდა გაიცინა჻ ფრიდონს უთხრა რასა ლამი: ჩვენი მოსლვა რას გეწყინა჻ პურად ავი მასპინძელი: მოგვეგებვი ომად წინა჻

1376. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა: დავარდა და თაყვანის სცა჻ იგინიცა გარდაუჴდეს: მოეხვივნეს აკოცესცა჻ ფრიდონ ღ~თსა ჴელაპყრობით: უსაზომო მადლი მისცა჻ დიდებულნი აკოცებდეს: იცნობდიან იგი ვისცა჻

1377. ფრიდონ უთხრა რასა სდეგით: მოგელოდი უწინარე჻ მე მზა ვარო სამსახური: თქუენი რამცა დავიზარე჻ ჰგვანდა თუმცა შეყრილ იყუნეს: ორნი მზენი ერთი მთვარე჻ ერთმანერთი დააშვენეს: გაემართნეს იქცეს გარე჻

1378. ფრიდონის სახლსა გარდახდეს: ორნივე ტურფად გებულსა჻ ახლოს დაისვამს ავთანდილს: მისსა ძმად შეფიცებულსა჻ ტარიელ დაჯდა საჯდომსა: ოქსინო გარდაგებულსა჻ მათ უძღუნეს იგი აბჯარი: ფრიდონს ჭაბუკად ქებულსა჻

1379. უთხრეს ჯერთ ჟამად არა გუაქუს: სხვა შენთვის არმაღანია჻ მაგრა ტურფანი მრავალნი: ქვე სადმე გვისხენ სხვანია჻ მან დასდვა პირი მიწასა: არ დაიყოვნა ხანია჻ ჩემთვის ამისი ბოძება: არს თქვენი შესაგვანია჻

1380. გამოისვენეს მას ღამით: ფრიდონის მასპინძლობითა჻ აბანოს ბანნა აავსნა: შესამოსლისა ძღნობითა჻ დამოსნა ტურფა ტურფითა: ერთმანერთისა მჯობითა჻ თვალ მარგალიტი ღარიბი: უძღვნა ოქროსა გობითა჻

1381. უთხრა თუ ესე სიტყუაა: ავისა მასპინძელისა჻ ჰგავს მომწყენოდეს სტუმრობა: თქვენ ბრძნისა ვითა ხელისა჻ მაგრა აწ ყოფნა არა ვარგა: წავლა სჯობს გზისა გრძელისა჻ თუ ქაჯნი მოგვესწრებიან: საეჭვი არს სიძნელისა჻

1382. დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა: კარგნი გვინდან და ცოტანი჻ სამასი კაცი გვეყოფის: წავიდეთ მართ მეოტანი჻ ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა მეომრად: დავაგნეთ ჴრმალსა კოტანი჻ მას ადრე ვჰპოებთ ვისიცა: მოგვკლავს ალვისა მოტანი჻

1383. ქაჯეთს ერთხელ კვლაც ვყოფილვარ: ნახავთ თქვენცა გემაგრების჻ ყოვლგნით კლდეა გარეშემო: მტერი ვერა მოადგების჻ თუ იდუმალ არ შეუვალთ: ცხადად შებმა არ ეგების჻ მით ლაშქარი არად გვინდა: რაზმი მალვით ვერ მოგვყვების჻

1384. იგინიცა დაემოწმნეს: ამა მისა ნაუბარსა჻ მუნ დააგდეს ქალი ასმათ: ფრიდონ მისცემს საჩუქარსა჻ თვით სამასსა ცხენოსანსა: წაიტანდეს გმირთა დარსა჻ ბოლოდ ღ~თი გაუმარჯვებს: ყოვლსა პირველ შენაზარსა჻

1385. ზღვა გაიარეს სამთავე: ერთგან ძმად შეფიცებულთა჻ ფრიდონ გზა იცის იარეს: დღისით და ღამით რებულთა჻ ფრიდონ თქვა ვახლავთ არეთა: ჩვენ ქაჯეთს მიახლებულთა჻ აქათგან ღამით ვლა გვინდა: მით არას გამჟღავნებულთა჻