... (H-403), 1818 წ.

1539. ქალსა შესწბა გაუკჳრდა: ავთანდილის გვერცა ჯდომა჻ ფერი ჰკრთა და გაუფიცხდა: შე და გამო გულმან კრთომა჻ მეფე ეტყვის შვილო ჩემგან: გაქუს სირცხვილი ნუ რა ზომა჻ ბრძენთა უთქუამს სიყუარული: ბოლოდ მისი არ წახდომა჻

1540. აწ შვილნო ღ~თნ თქუენ მოგცეს: ათას წელ დღეთა გრძელობა჻ სვე სვიანობა დიდობა: კულავ ჭირთა გარდუხდელობა჻ ცამცა ნუ შეგცვლის მოგხვდების: თვით მისებრ შეუცვლელობა჻ თქუენით ჴელითა მეღირსოს: მიწათა შემომყრელობა჻

1541. მართ მეფემან სპათა ბრძანა: ავთანდილის თაყუანება჻ ესეაო მეფე თქუენი: ასრე იქმნა ღ~თისა ნება჻ დღეს ამას აქუს ტახტი ჩემი: მე სიბერე ვითა სნება჻ ჩემად სწორად მსახურებდით: დაიჭირეთ ჩემი მცნება჻

1542. ლაშქარნი და დიდებულნი: დადრკეს მდაბლად ეთაყუანნეს჻ მოახსენეს მიწად ვექმნეთ: ვინცა მიწად მიგვიყვანნეს჻ მორჩილ ქმნილნი დაგვადიდნეს: ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს჻ მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს: გულნი ჩვენნი აგულოვნნეს჻

1543. ტარიელც უთხრა ქებითა: იმედისა გათავება჻ ქალსა ეტყჳს შემიყრიხართ: აღარა გწვავს ცეცხლთა დება჻ ქმარი შენი ძმაა ჩემი: მწადს აგრევე თქუენი დება჻ ორგულთა და შემცილეთა: შენთა მე ვჰქნა გაფლიდება჻

აქა ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთ მეფისაგან჻

1544. მას დღე ავთანდილ ჴელმწიფე: ზის და ჴელმწიფე ზენია჻ მასთანა მჯდომსა ტარიელს: შვენიან სინაზენია჻ ნესტანჯარ უზის თინათინს: ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია჻ გავს თუ ცა მოდრკა ქვეყანად: შეყრილან ოთხნი მზენია჻

1545. დაიწყეს მორთმა პურისა: ლაშქართა მის მესავსისა჻ ზროხა და ცხვარი დაკლული: არს უმრავლესი ხავსისა჻ შეიქმნა ძღვნობა ძღვენისა: მათისა შესამგზავსისა჻ მათ ყოვლთა შუქი ანათობს: პირისა მზისა მსგავსისა჻

1546. იაგუნდისა ჯამები: იყჳს: ლალისა ჭიქები჻ კულავ უცხო ფერთა ჭურჭელთა: სხდის უცხო უცხო სიქები჻ მის ქორწილისა მაქები: კაცი ბრძენთაგან იქები჻ მჭვრეტელო გულსა ეტყოდი: ნუ აეხსნები იქ ები჻

1547. მუტრიბნი მოდგეს ყოველგნით: ისმოდის ჴმა წინწილისა჻ შეყრით ძეს გორი ოქროთა: და ბადახშისა თლილისა჻ მსმელთათვის წყარო ღვინისა: ასგან სდის მსგავსი მილისა჻ ბინდით ცისკრამდის სმა იყო: გარდაჴდა ჟამი დილისა჻

1548. არა დარჩა უსაბოძვრო: არ კოჭლი და არ საპყარი჻ მოდიოდა მარგალიტი: მოფანტული მონაყარი჻ გაბედითდა წასაღებლად: ატლასი და ოქრო მყარი჻ სამ დღე იყო ინდოთ მეფე: ავთანდილის ვით მაყარი჻

1549. ხვალისა მეფე არაბთა: კვლავ პურობს არ ღაფალია჻ ტარიელს უთხრა შენი მზე: საჭვრეტლად სატურფალია჻ მეფე ხარ ყოვლთა მეფეთა: და ეგე დედოფალია჻ ჴამს ყურსა გვეგდოს საყურლად: ჩვენ თქვენი ნატერფალია჻

1550. აწ მეფეო არ ეგების: ჩვენი სხდომა თქუენად სწორად჻ საჴელმწიფო საჯდომი და: სხვა დაუდგა ტახტი შორად჻ ქუემოდ დასხნა ავთანდილ და: მისი ცოლი მათად სწორად჻ პირველ ძღვენი ტარიასთვის: მოიღიან იდვის გორად჻

1551. არაბთა მეფე მასპინძლობს: იქს ოდენ მასპინძლობასა჻ ზოგჯერ მათ ახლავს ზოგჯერ მათ: არ იჴმობს ჴელმწიფობასა჻ გასცემს და უქებს ყუელაი: უხობა იეფობასა჻ ფრიდონ ზის ახლოს ავთანდილს: ჩვეული ვით მეფობასა჻

1552. მეფესა ქმრითურთ პატივი: ჰქონდა ინდოთა ქალისა჻ სიყუარული და ჩუქება: ვით სიძისა და სძალისა჻ რომე სძღუნა არა ეგების: თქმა არცა ნაათალისა჻ თვითო სკიპტრა და პორფირი: და გვირგვინები თვალისა჻

1553. კვლავ უძღვნა ძღვენი ორთავე: მზგავსი მათისა ბედისა჻ ათასი თვალი ნაშობი: რომანულისა დედისა჻ კვლავ მარგალიტი ათასი: მართ ვითა კვერცხი ბატისა჻ ათასი ცხენი ტაიჭი: სიდიდით მსგავსი ქედისა჻

1554. ფრიდონს უძღვნა ცხრა ტაბაკი: მარგალიტი თავ შედგმული჻ ცხრა ტაიჭი ძვირ ფასისა: უნაგრითა შეკაზმული჻ ჰინდოთ მეფე თაყუანისცემს: ლაღი ბრძენი არ მახმული჻ მადლი ჰკადრა ფხიზელურად: თუცა იყო ღვინო სმული჻

1555. რას ვაგრძელებდე გარდახდეს: დღენი ერთისა თვისანი჻ თამაშობდიან არ იყუნეს: ყოლა გაყრანი სმისანი჻ ტარიელს სძღვნიან უცხონი: თვალნი ლალისა ქჳსანი჻ მათ ყოვლთა მათნი ელვანი: ჰფარვენ მართ ვითა მზისანი჻

1556. ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და: იყჳს ფიფქისა მთოელად჻ ავთანდილ როსტანს წინაშე: გაგზავნა დასათხოველად჻ შესთვალა შენი სიახლე: კმა ჩემად ლხინად ყოველად჻ მტერთა აქუ ჩემი სამეფო: ვიცი მუნ შიგან მძოველად჻

1557. უცებნი მოსრნის მცოდნელთა: ცოდნამან ჴელოვნებამან჻ ვეჭუ მოქცეს თქვენცა დაღრეჯა: ჩემმან რასაცა ვნებამან჻ წავიდე ავი არ მიყოს: მე აქა დაყოვნებამან჻ ადრე კულავ გნახნე მორჭმულნი: ინებოს ღ~თისა ნებამან჻