... (H-403), 1818 წ.

1460. მგოსანნი მოდგეს ისმოდა: ჴმა სიმღერისა ტკბილისა჻ ქორწილი ქნეს და გამრავლდა: ძღნობა ლარისა ლბილისა჻ ფრიდონის პურად კარგისა: არ მასპინძლისა წბილისა჻ ნესტან დარეჯანს უშვენის: ღიმილი ჩენა კბილისა჻

1461. მოიღეს ძღვენი უსახო: ფრიდონის არ ალქატისა჻ ცხრა მარგალიტი სიდიდით: მართ ვითა კვერცხი ბატისა჻ კვლავ ერთი თვალი სამგზავსო: მზისა შუქ მონამატისა჻ მას წინა ღამით ძალ ედვის: მხატვარსა ხატვა ხატისა჻

1462. კვლავ უძღუნა თვითო ფარღული: გარდასაყრელი ყელისა჻ მრგულად გათლილისა თვალისა: იაგუნდისა მრთელისა჻ კულავ მოაქუს ერთი ტაბაკი: მძლედ საჭირავი ჴელისა჻ ავთანდილისთვის ლომისა: ძღვენი ფრიდონის ქუელისა჻

1463. იგი ტაბაკი სავსეა: მარგალიტითა სხვილითა჻ ავთანდილს უძღუნა ყუელაი: არა სიტყჳთა წბილითა჻ აივსო სახლი სტვირითა: და ოქსინოთა ლბილითა჻ ტარიელ მადლი უბრძანა: ლაღმან სიტყჳთა ტკბილითა჻

1464. ფრიდონისგან უსაზომო: ქორწილია დღესა რვასა჻ ყოვლთა დღეთა მიართმიდეს: უფასოსა ძღვენსა მზასა჻ დღე და ღამე არ გასწყვეტდის: ჩაღანა და ჩანგი ჴმასა჻ აჰა მიხვდეს შესაფერნი: ყმა ქალსა და ქალი ყმასა჻

1465. ტარიელ ფრიდონს უბრძანა: დღე ერთ სიტყუები გულისა჻ არს გული თქუენი საჩემო: უფროსი ძმისა სრულისა჻ არ გემუქფების სიცოცხლე: არცა მოცემა სულისა჻ მე თქუენგან ვჰპოვე მოკვდავმან: ჩემი წამალი წყლულისა჻

1466. ავთანდილისგან შენც იცი: ჩემთვის თავისა დადება჻ აწ მე მაქუს ნაცვლად მისისა: მოჴმარებისა წადება჻ შენ მიდი ჰკითხე რა უნდა: მან ქნას ამისი ცხადება჻ ვითა დამივსო საჴმილი: ეგრე მისიცა კმა დება჻

1467. უთხრა ძმაო რა გარდიხდის: შენგან ჩემსა ჭირნახულსა჻ ღ~თი მოგცემს წყალობასა: მისგან ზეცით შესახულსა჻ თუ ვერა ვიქ საწადელსა: შენსა შენთვის გაზრახულსა჻ არა ვნახავ სახლსა ჩემსა: არ დარბაზსა არცა ხულსა჻

1468. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა: ანუ რით მოგეხმარები჻ ვარჩევ წავიდეთ არაბეთს: იყავ ჩემიცა მარები჻ ტკბილი სიტყჳთა გავმართოთ: და ჴმლითა საომარები჻ თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ: მე ჩემსა არ ვექმარები჻

1469. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს: ტარიას მოციქულობა჻ მას გაეცინნეს გაღიმდა: შვენოდა მხიარულობა჻ თქუა თუ მეშველი რად მინდა: მჭირს არავისგან წყლულობა჻ ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს: არცა ჰსჭირს ლხინ ნაკლულობა჻

1470. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის: მორჭმული ღ~თისა ნებითა჻ საკრძალავი და უკადრი: ლაღი არვისგან ვნებითა჻ არცა რა უმძიმს ქაჯთაგან: არცა გრძნეულთა გრძნებითა჻ მას ზედა შველა რად მინდა: რად მეჭვ რასაცა თნებითა჻

1471. რა მოვა ჩემთვის განგება: ზეცით მოსრულნი ზენანი჻ ღ~თი იწადებს მომივლენ: გულის სახმილთა ლხენანი჻ მაშინღა დამხვდნენ მოკუდავსა: მზისა ელვათა ფენანი჻ უმისჟამისოდ ცუდია: ჩემგან მი და მო რბენანი჻

1472. მიდი და ჰკადრე ტარიელს: პასუხი ჩემგან თხრობილი჻ მადლი რად უნდა მეფეო: ხარ რაზომ გინდა ლმობილი჻ ვარ მუცლითგანვე დედისა: თქუენად სამონოდ შობილი჻ ღ~თნ მუნამდის მიწა მყოს: ვირ მეფე იყო ცნობილი჻

1473. გებრძანა შეყრა მწადიან: საყვარელისა შენისა჻ ეგე არს მზგავსი გულისა: ლმობიერისა თქუენისა჻ მუნა მე ჴმალი არ მიკვეთს: არცა სივრცელე ენისა჻ მიჯობს მოლოდნა საქმისა: მის განგებისა ზენისა჻

1474. ესეა ჩემი საწადი: და ჩემი მოსანდომარე჻ ჲინდოეთს გნახო მორჭმული: საჯდომთა ზედა მჯდომარე჻ გვერცავე გიჯდეს მნათობი: პირი ელვათა მკრთომარე჻ მებრძოლნი თქუენნი მოგესრნეს: არვინ ჩნდეს მუნ მეომარე჻

1475. რა გამისრულდენ ესენი: ჩემნი გულისა ნებანი჻ მაშინღა მივალ არაბეთს: მამხვდეს მის მზისა ხლებანი჻ ოდისცა სწადდეს დამივსნეს: ამა ცეცხლისა დებანი჻ სხვა თქუენგან არა არ მინდა: მძულან რასაცა თნებანი჻

1476. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს: ესე სიტყუანი ყმისანი჻ მან ბრძანა მაგას არა ვიქ: ამას არ უნდა მისანი჻ ვითა მან ჰპოვა მიზეზი: ჩემისა სულთა დგმისანი჻ ეგრევე მანცა სამისოდ: ნახნეს ძალ გულნი ძმისანი჻

1477. მიდი უთხარ ჩემაგიერ: სიტყვა ჩემგან არ სათნები჻ მე შენისა გამზრდელისა: უნახავად არ დავდგები჻ ვეჭვ მრავალი დამეხოცოს: მონა მისგან საყუარლები჻ ვითხოვ ხოლო შენდობასა: ეგეთიღა მოვბრუნდები჻

1478. ესე უთხარ ამის მეტსა: მოციქულობ ნურას ნუო჻ ხვალე წასლვა არ დავშალო: არცა სიტყუა გავათუო჻ მე არ მიზამს არაბთ მეფე: რომე სიტყუა გავიცრუო჻ ამოდ ვსთხოვო ქალი მისი: შევეხვეწო შევაგუო჻

1479. უამბო ფრიდონ ავთანდილს: ტარიას მოციქულობა჻ არ დადგებისო ცუდია: შენგან ცდისაღა თქმულობა჻ მას დაუმძიმდა მოედვა: კულავ გულსა კუამლ ალმულობა჻ ასრე ჴამს რიდი მეფეთა: ყმათაგან მოკრძალულობა჻