... (H-403), 1818 წ.

1480. ავთანდილ მივა მუჴლ მოყრით: ტარიას შესახვეწელად჻ ფერჴთა ეხვევის აკოცებს: აღარ შეხედავს ზე წელად჻ ეტყჳს კმა რაცა შევცოდე: როსტანს წლეულად მე წელად჻ კულავ ნუ მიქ ერთგულობასა: გამტეხლად დაცამლეწელად჻

1481. რასაცა ლამი არ მოგცემს: მას ღ~თისა სამართალია჻ გამზრდელსა ჩემსა ვით ვჰკადრო: მე საქმე სამუხთალია჻ მე მისთვის ჴელი ვით გავძრა: ვინ ჩემთვის ფერ ნამკრთალია჻ ვით მოიხმაროს მონამან: პატრონსა ზედა ჴრმალია჻

1482. ეგე საქმე მე და ჩემსა: საყუარელსა შეგვამდურვებს჻ ვაი თუ გაწყრეს გაგულისდეს: კუშტი გულსა შიაურვებს჻ ამბავსაცა დამიძვირებს: ჭურეტისათვის მამასურვებს჻ შენდობასა ჴორციელი: კაცი ვერა დამიურვებს჻

1483. ტარიელ უთხრა სიცილით: მან მზემან შუქ ნაფენამან჻ ჴელი მოჰკიდა ავთანდილს: ამართა ააყენა მან჻ მიყოო კარგი ყუელაი: მომართებამან შენამან჻ მაგრა სჯობს შენცა გალხინოს: ჩემან შენითა ლხენამან჻

1484. დია მძულს მეტი მოყურისა: შიში კრძალვა და რიდობა჻ მძულს გაუწყვედლად კუშტობა: და სულ მძიმობა დიდობა჻ თუ მოყუარეა გულისა: ქნას ჩემკენ მონაზიდობა჻ თვარე მე ჩემად იგ მისად: დია სჯობს კიდის კიდობა჻

1485. მე ვიცი გული საშენოდ: შენისა საყუარელისა჻ არ ეწყინების სტუმრობა: შენისა მე შემყრელისა჻ რადმცა რა ვჰკადრე მეფესა: თხრობა რასაცა ჭრელისა჻ ოდენ ნახვისა მათისა: ნატრა მაქუს სანატრელისა჻

1486. ამას ოდენ მოვახსენებ: მუდარით და შეპოვნებით჻ რომე მოგცეს ქალი მისი: მან მისითა მოგონებით჻ რადგან ბოლო შეყრავეა: სიშორესა ვით ეთნებით჻ დააშვენეთ ერთმანერთი: თავის თავის ნუ დასჭკნებით჻

1487. რა ავთანდილ ტარიასგან: ცნა წასვლასა არ დაშლიდა჻ არა ჰკადრა შეცილება: საუბარსა ზედან ჰრთვიდა჻ ფრიდონ კაცსა დარჩეულსა: სათანაოდ გარდასთვლიდა჻ თანა წაჰყუა განაღამცა: მას თანავე გზასა ვლიდა჻

ტარიელისაგან ქვაბსვე მისვლა მეორედ და საჭურჭლეთა ნახვა჻

1488. ამ საქმესა დაფარულსა: ბრძენ დიონოს გააცხადებს჻ ღ~თი კეთილს მოავლინებს: არ ბოროტსა არ დაბადებს჻ ავსა წამ ერთ შეამოკლებს: კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს჻ თავსა მისსა უკეთესსა: უზადო ჰყოფს არ აზადებს჻

1489. ფრიდონისით გაემართნეს: იგი ლომნი იგი მზენი჻ თანა მიჰყავს პირი მზისა: ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი჻ ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო: დაწყობილი დანათხზენი჻ მუნ ბალახშსა აშვენებდეს: სინატიფე სინაზენი჻

1490. იგი მზე უჯდა კუბოსა: და აგრე არონინებდეს჻ მინადირობდეს ნადირსა: მუნ სისხლსა დაადინებდეს჻ სადაცა დახვდის ქუეყანა: მჭვრეტელთა მოალხინებდეს჻ მოეგებნიან სძღნობდიან: აქებდეს არ აგინებდეს჻

1491. მას გვანდეს თუცა სამყაროს: მზე უჯდა შუა მთვარეთა჻ იარნეს დღენი მრავალნი: ლაღთა ბრძნათ მოუბარეთა჻ შიგან მათ დიდთა მინდორთა: ყოვლგნით კაც მიუმხუდარეთა჻ სად ყოფილ იყო ტარიელ: მიხვდა მის კლდისა არეთა჻

1492. ტარიელ ბრძანა მე მმართებს: დღეს თქუენი მასპინძელობა჻ მუნ მივალ სადა ყოფილ ვარ: მჭირდა სადამდის ხელობა჻ მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან: მას უც ხორცისა ჴმელობა჻ მე რომე გიძღვნი ტურფათა: აქოთ ლარისა ჭრელობა჻

1493. მივიდეს შიგან გარდახდეს: ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა჻ ასმათს უცს ჴორცი ირმისა: იქს მასპინძლობა კვეთასა჻ ამხანაგობდეს ლაღობდეს: წასვლასა მათ საქმეთასა჻ ღ~თსა მადლობდეს შეცულასა: ლხინად ჭირისა დღეთასა჻

1494. მოიარეს ქვაბოვანნი: თამაშობდეს მხიარულნი჻ ჰპოვნეს იგი საჭურჭლენი: ტარიასგან დაბეჭდულნი჻ ვერცა ვისგან დანათვალნი: ვერცა ვისგან შეგებულნი჻ არ იტყჳან არა გვაქვსო: იგ ამისთვის გულ ნაკლული჻

1495. უბოძა ტურფა მრავალი: მათ მათი შესადარები჻ კვლავ ფრიდონისნი აავსნა: სპა ჰყუა თუ სპასალარები჻ აივსო კაცი ყუელაი: მაშინ მათ თანა ნარები჻ მაგრა ძეს რომე საჭურჭლე: გვანდა კაც დაუკარები჻

1496. ფრიდონს უთხრა ვალი შენი: ჩემგან ძნელად გარდიხდების჻ მაგრა თქმულა კარგის მქნელი: კაცი ბოლოდ არ წაჴდების჻ აწ საჭურჭლე რაზომიცა: აქა ძეს და ან იდების჻ შენი იყოს ყუელაკაი: შენ წაიღე ვითა გხვდების჻

1497. ფრიდონ მდაბლად თაყუანისცა: ჰკადრა მადლი მეტის მეტი჻ მე მეფეო რად გგონივარ: უჭკუო და აგრე რეტი჻ მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს: ვინმცა იყო ვითა კეტი჻ ჩემი ლხინი მუნამდისა: ვირე ვიყო შენი მჭვრეტი჻

1498. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა: მოსასხმელად აქლემისად჻ სახლსა მისსა მისაღებლად: მის ყუელასა საჭურჭლისად჻ აწ მუნითგან გაემართნეს: არაბეთით მივლად გზისად჻ ავთანდილა გალეული: შესაყრელად მთვარე მზისად჻