... (H-403), 1818 წ.

1558. როსტევან ჰკადრა მეფეო: რად ხართ რასაცა რიდითა჻ რაცა გიჯობდეს იქმოდით: გასჭვრეტდით გაიცდიდითა჻ ავთანდილ თანა წამოგყუეს: წადით ლაშქრითა დიდითა჻ თქუენთა მტერთა და ორგულთა: დაჰფრეწდით დაცასჭრიდითა჻

1559. ავთანდილ უთხრა ტარიელს: ესე სიტყუები ორები჻ მან უთხრა გაე ნუ უბნობ: შეცევ ბროლისა ყორები჻ ახალ შეყრილსა მთვარესა: მზეო ვით მოეშორები჻ ავთანდილ უთხრა მაგითა: შენგან არ მოვიღორები჻

1560. არ დია გინდა დამაგდო: წახვიდე ჩემად მზრახებით჻ ცოლი უყუარსო გამწირა: იყო ამისად მსახავად჻ მე დავრჩე შენი გაყრილი: თავისა მე ვაგლახ ავად჻ კაცსა მოყურისა გაწირვა: ახ მოუხდების ახ ავად჻

1561. ტარიელს უგავს სიცილი: ბროლსა ვარდითა ფრქუევასა჻ უბრძანა ვიტყუი უშენოდ: შენისა უფრო მე ვასა჻ რადგან გწადიან წამომყევ: დამწამებ ნურას თნევასა჻ ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა: ყოვლგნით მისთანა წვევსა჻

1562. შეყარნა სპანი არაბეთს: აღარა ხანსა ზმულია჻ კაცი ოთხმოცი ათასი: ყუელაი დაკაზმულია჻ კაცსა და ცხენსა ემოსა: აბჯარი ხვარაზმულია჻ არაბთა მეფე მათითა: გაყრითა ნაღველ ჭმულია჻

1563. ერთმანერთისა გაყრილნი: ქალნი ორნივე დობილნი჻ ერთმანერთისა დად ფიცნი: სიტყჳსა გამონდობილი჻ მკერდითა მკერდსა შეკრულნი: ყელისა გარდაჭდობილნი჻ ტიროდეს მათთა მჭვრეტელთა: გულნიცა ესხნეს წდობილნი჻

1564. მთვარე ცისკრისა ნიავსა: რა თანა შეესწოროსა჻ ორნივე სწორად ნათობენ: მოშორდეს მოეშოროსა჻ არა თუ იგი მოშორდეს: მართ ცამან მოაშოროსა჻ მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან: ჴამს თავი იქედგოროსა჻

1565. მათდავე სახედ რომელსა: ესენი დაუბადიან჻ იგივე გაჰყრის სიშორე: არა თუ ნებით ჰსწადიან჻ ვარდსა სწებვენ და აპობენ: ტირან და ცრემლნი ჩადიან჻ მათთა გამყრელთა ყუელთა: სიცოცხლე არ იქადიან჻

1566. ნესტან დარეჯან თქუა ნეტამც: ყოლე არ შემოგცნებოდი჻ მზისა გამყრელი გაყრითა: აწ ასრე არ დავდნებოდი჻ ამბავსა სცნევდი მაცნევდი: წიგნითა მეუბნებოდი჻ ვითა მე შენთვის დამწვარვარ: აგრე შენ ჩემთვის დნებოდი჻

1567. თინათინ უთხრა ჱე მზეო: შენთა მჭვრეტელთა ლხინებო჻ რამცა გაგწირე თუ ვითა: გაყრასა მოვითმინებო჻ ღ~თისაგან დღეთა თხოვისა: ნაცვლად სიკვდილი ვინებო჻ აგრემცა მივი რაზომსა: ცრემლსა მე დავიდინებო჻

1568. კვლავ აკოცეს ერთმანერთსა: გაიყარნეს იგი ქალნი჻ ქვე დამდგომმან წამავალსა: ვერ მოსწყჳტნა ყოლე თვალნი჻ იგი იჭურეტს უკუღმავე: ედებოდა ამით ალნი჻ რომე მწადდეს ვერ დავწერენ: მე სიტყვანი ნაათალნი჻

1569. როსტან მათითა გაყრითა: ხელთაგან უფრო ხელდების჻ ათასჯერ იტყვის ვაგლახსა: არ სულთქმა უერთხელდების჻ ცხელი ჰსდის წყარო ცრემლისა: მართ ვითა ქვაბი ცხელდების჻ ტარიელ არის დაღრეჯით: ფიფქი ნასდების თხელდების჻

1570. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს: მეფე ხვევნით და კოცებით჻ იტყჳს თუ თქუენი სიახლე: მიჩნს აქამდისცა ოცებით჻ რადგან მოგშორდი დავრჩები: პატიჟთა გაასოცებით჻ შენგან მოგვეცა სიცოცხლე: შენგანვე დავიხოცებით჻

1571. ტარიელ შეჯდა მეფისა: გამყრელი გამომსალამე჻ სრულად ლაშქართა სდიოდა: ცრემლი მინდორთა სალამე჻ მზე შენ გელმისო საომრად: და თავი შენ მას ალამე჻ უბრძანა თქუენთვის მტირალსა: ყოლა არ მიჩნდეს სალა მე჻

1572. გაემართნეს და წავიდეს: დია სპითა და ბარგითა჻ ტარიელ ფრიდონ ავთანდილ: თავითა მეტად კარგითა჻ კაცი ორმოცი ათასი: ჰყუა ცხენებითა ვარგითა჻ მივლენ სამნივე გულითა: ერთმანერთისა მარგითა჻

1573. სამთავე ვლეს ღ~თო მათებრ: სხვა ნურა ნუ დაბადოსა჻ მოეგებნიან მტერობა: ვერავინ დაიქადოსა჻ მინდორსა შიგან სადილად: გარდახდეს უდილადოსა჻ ვითა მართებდათ პურობდეს: ღვინოსა სვემდეს არ დოსა჻

1574. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი჻ შვიდი ტახტი საჴელმწიფო: საშვებელი გაუცდელი჻ მათ პატიჟთა დაავიწყებს: ლხინი ესე აწინდელი჻ ყოლა ლხინთა ვერ იამებს: კაცი ჭირთა გარდუხდელი჻

1575. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი: ნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს჻ ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს: ქოსნი ჴმასა დაატკბობდეს჻ მისცეს კლიტე საჭურჭლეთა: თავთა მათთა მიანდობდეს჻ ესეაო მეფე ჩვენი: იზახდეს და ამას ჴმობდეს჻

1576. ავთანდილ და ფრიდონისთვის: ორნი ტახტნი დაამზადნეს჻ ზედა დასხდეს ჴელმწიფურად: დიდებანი უდიადნეს჻ ღ~თნ სხვანი ჴორციელნი: მათებრნიღა რად დაბადნეს჻ ამბობდიან ჭირთა მათთა: ყუელაკასა გაუცხადნეს჻

1577. სმა პურობა გახარება: ქნეს ჯალაბი გაადიდეს჻ ვითარიცა ქორწილობა: ჴამს ეგეთსა გარდიჴდიდეს჻ მათ ოთხთავე თავის თავის: ძღვენსა სწორად მიართმიდეს჻ გლახაკთათვის საბოძვარსა: საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს჻